Facebook Twitter

¹ას-1701-1685-2011 17 დეკემბერი, 2011წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე -Mბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ჰ. ს. დ-ის სარჩელის გამო, გ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი გაზრდილი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. კ-ს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 50 000 აშშ დოლარის, სარგებელი 50 000 აშშ დოლარის 5 % სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე და პირგასამტეხლოს _ 1350 აშშ დოლარის, სულ 141350 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. კ-მა გაასაჩივრა 118 202 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საკასაციო საჩივრით გ.კ-მა სრულად გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ჰ. ს. დ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ გ.კ-ისათვის 22 125 აშშ დოლარის დაკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ კასატორი სადავოს ხდის 119 225 აშშ დოლარის დაკისრებას. ამდენად საკასაციო საჩივრით გაზრდილია მოთხოვნა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი 1023 აშშ დოლარის (119225-118202) ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად. რაც შეეხება გ.კ-ის საკასაციო საჩივარს 118 202 ლარის დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი მოთხოვნის ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას განსახილველად, რადგანაც იგი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქრთველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის თანახმად, გ. კ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც ინვალიდი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად კი, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე, 406-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი 1023 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს განუხილველად.

წარმოებაში იქნეს მიღებული გ. კ-ის საკასაციო საჩივრი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.