საქმე N 170100124008961423
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1380აპ-24 7 აპრილი, 2025 წელი
ტ-ე გ.-, №1380აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ტ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით (დაზარალებულის იძულება, ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისათვის, როცა ამას ერთვის მისი მოკვლის მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, დღის საათებში, თ-ში, გ. და თ. ტ–ეების საცხოვრებელ სახლში, რაიმე მიზეზის გარეშე, გ. ტ–ემ ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში მარავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, დღის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, გ. ტ–ე რაიმე მიზეზის გარეშე, სიტყვით – მოგკლავ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თ. ტ–ეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ შეპასუხებით გაბრაზებულმა, გ. ტ–მ ხელების ყელზე მოჭერის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ შეპასუხებით გაბრაზებული, გ. ტ–ე სიტყვებით: –დაგახრჩობ და მოგკლავ!, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თ. ტ–ეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2024 წლის 14 იანვარს, დაახლოებით, 08:30 საათზე, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, საათის თქმასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გ. ტ–მ ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში მარავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – თ. ტ–ის მიმართ, მან აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.7. 2024 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 08:35 საათზე, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, გ. ტ–ის მიერ თ. ტ–ის მიმართ ძალადობის გამო პოლიციისთვის მიმართვით გაბრაზებულმა, გ. ტ–ემ, ხელის სახის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.8. 2014 წლის 14 იანვარს, დაახლოებით, 08:35 საათზე, თ–ში, გ. და თ. ტ–ეების საცხოვრებელ სახლში, გ. ტ–ის მიერ თ. ტ–ის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადების სამართალდამცავ ორგანოში შეტანის შემთხვევაში, გ. ტ–ე თ. ტ–ეს დაემუქრა მოკვლით, რაც თ. ტ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ტ–ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართელოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი) – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება – რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.2. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, დღის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ეების საცხოვრებელ სახლში, რაიმე მიზეზის გარეშე, გ. ტ–ემ ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში მარავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, დღის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, გ. ტ–ე რაიმე მიზეზის გარეშე, სიტყვით: – მოგკლავ!, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თ. ტ–ეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2023 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ეების საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ შეპასუხებით გაბრაზებულმა, გ. ტ–ემ ხელების ყელზე მოჭერის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.5. 2023 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში, თ–ში, გ. და თ. ტ–ეების საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ შეპასუხებით გაბრაზებული, გ. ტ–ე, სიტყვებით: – დაგახრჩობ და მოგკლავ!, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თ. ტ–ეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.6. 2024 წლის 14 იანვარს, დაახლოებით, 08:30 საათზე, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, საათის თქმასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, გ. ტ–ემ ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში მარავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც მისი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.7. 2024 წლის 14 იანვარს, დაახლოებით, 08:35 საათზე, თ–ში, გ. და თ. ტ–ების საცხოვრებელ სახლში, გ. ტ–ის მიერ თ. ტ–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადების სამართალდამცავ ორგანოში შეტანის შემთხვევაში, გ. ტ–ე თ. ტ–ეს დაემუქრა მოკვლით, რაც თ. ტ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში ასევე, ხელის სახის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ტ–ის მიმართ, რომელმაც ამ ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.8. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით, გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 14 იანვრის 08:30 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ტ–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 14 იანვრის 08:35 საათის ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 14 იანვრის 08:30 საათის ეპიზოდი) დანიშულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილით გამოყენებულ იქნა დამოუკიდებლად და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ტ–ეს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, წინამდებარე განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ტ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
2.9. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ამასთან, მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება.
გ. ტ–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 14 იანვრის 08:35 საათის ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 14 იანვრის 08:30 საათის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ–ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და გ. ტ–ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
3.2. 2024 წლის 21 ნოემბერს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 14 იანვრის 08:35 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გ. ტ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე უკანონოა, რადგან, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულია – გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით კი, დაზარალებულია – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ტ–ე ძალადობის ან/და მუქარის განხორციელების მომენტიდან დაზარალებულია, მიუხედავად იმისა დაწყებულია თუ არა გამოძიება ან გამოტანილია თუ არა პროკურორის დადგენილება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იძულებისაგან განსხვავებით სპეციალურ ნორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი პირი დაიცვას უკანონო ზემოქმედებისგან. შესაბამისად, 2024 წლის 14 იანვრის 08:35 საათზე გ. ტ–ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდების მხარის მიერ სადავოა გ. ტ–ის მიერ 2024 წლის 14 იანვრის 08:35 საათზე განხორციელებული დანაშაულის კვალიფიკაცია და სამართლებრივი შეფასება.
5.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ტ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით, თ. ტ–ის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, თ. ტ–ის სამედიცინო ბარათით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით – ერთმნიშვნელოვნად დგინდება მისი ბრალეულობა.
5.4. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და, შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა გ. ტ–ის სადავოდ გამხდარი ქმედების კვალიფიკაცია, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.5. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, გ. ტ–ეს ბრალი წარედგინა დაზარალებულის იძულებაში, ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისათვის, როცა ამას ერთვის მისი მოკვლის მუქარა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ზოგადად, ზემოქმედება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტსა ან თარჯიმანზე არის სპეციალური მუხლი და იცავს გამოსაკითხ პირს, მოწმეს, დაზარალებულს, ექსპერტსა ან თარჯიმანს, თუმცა მისი დაცვის ძირითადი ობიექტია საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების საქმიანობა და მართლმსაჯულების ინტერესი. ხოლო როდესაც ჯერ არ დაწყებულა გამოძიება და შესაბამისად, პირს არ აქვს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუტი, იგი ამ მუხლის მიზნებისთვის სუბიექტად ვერ მოიაზრება. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კრიმინალიზებულია იძულება, რაც ობიექტური მხრივ შეიძლება განხორციელდეს პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება. დაცვის ობექტი კი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლებაა და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლისგან განსხვავებით არ ჰყავს სპეციალური დაცვის დამატებითი ობიექტი.
5.7. ამასთან, ვინადან 2024 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 08:30 საათზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემდგომ, დაახლოებით ხუთ წუთში, გ. ტ–ე თ. ტ–ეს დაემუქრა მოკვლით, იმ შემთხვევაში თუ იგი განცხადებას შეიტანდა სამართალდამცავ ორგანოში და კვლავ ფიზიკურად იძალადა მეუღლის მიმართ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა იძულების შემადგენლობის ნიშნები, ქმედების ჩადენა, როგორც ძალადობით ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით. შესაბამისად, გ. ტ–ის ქმედება დამატებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციას არ საჭიროებს, რისი გათვალისწინებითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მის მიერ განხორციელებულ ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭეს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ გ. ტ–ის ქმედების კვალიფიკაციის განსაზღვრისას სასამართლო არ გასცდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ისე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის კომპონენტში.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: გ. ტ–ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი – სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი ადგენს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ტ–ე არის ნასამართლევი, შესაბამისად, მის მიმართ სასაჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს, რომ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
6.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის სამ ალტერატიულ წესს. კერძოდ, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. აღნიშნული ეხება, როგორც ძირითად, ასევე დამატებითს სახის სასჯელებსაც. თუმცა, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ ზემოხსენებული სამი წესიდან არჩეული იქნეს ერთი და ამ პრინციპის საფუძველზე მოხდეს, როგორც ძირითადი ასევე დამატებითი სახის სასჯელის დანიშვნა. აღნიშნული დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 642აპ-21 განაჩენი).
6.6. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ. ტ–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი დანიშნულია შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მის მიმართ ერთი მუხლით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები, მათ შორის დამატებითიც.
6.7. ამასთან, ვინაიდან გ. ტ–ემ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენებით მსჯავრადშერაცხული დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
6.9. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. ტ–ემ განაცხადა თანხმობა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.
6.10. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
6.11. შესაბამისად, გ. ტ–ეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკევთა.
6.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. ტ–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 14 იანვრის 08:35 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4. გ. ტ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 14 იანვრის 08:30 საათის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს, სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ტ–ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ გ. ტ–ის განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით;
8. გ. ტ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2024 წლის 15 იანვრიდან;
9. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ტ–ის მიმართ (3 თვის ვადით) გამოიცეს დამცავი ორდერი:
მსჯავრდებულ - გ. ტ–ეს აეკრძალოს დაზარალებულთან - თ. ტ–ესთან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც შეიძლება თ. ტ–ე იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;
მსჯავრდებულ – გ. ტ–ეს აეკრძალოს დაზარალებულთან – თ. ტ–ესთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალური ქსელის გამოყენებით;
დამცავი ორდერი ამოქმედდეს მსჯავრდებულ გ. ტ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
10. მსჯავრდებულ გ. ტ–ეს, 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის „ამნისტიის შესახებ“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, განემარტოს, რომ ამნისტიის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას;
11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ტ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე