საქმე N 190100123008367383
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №161აპ-25 23 აპრილი, 2025 წელი
ნ-ი გ., №161აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – გ. ნ–ის – ადვოკატის, ბ. პ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – გ. ნ–ის – ადვოკატის, ბ. პ–ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. გ. ნ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 4 თვით.
4. გ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 16 ნოემბრიდან.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია.
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ანაწმენდები, ფრჩხილის, ხელის კვლების, თმის, სისხლის, ნერწყვისა და მიკრონაწილაკების ნიმუშები, ავტომანქანის სავარძლის ქსოვილის ნაჭერი – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კაპიუშონიანი ქურთუკი და მის ჯიბეში მოთავსებული საღეჭი რეზინი, სველი ხელსახოცი, სიგარეტი და სანთებელა; ე. გ–ს გვამის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საფულე და პირადი ნივთები; რ. გ–ის ტანსაცმელი – ჰუდი და ჯინსის შარვალი; ს. რ–ის შავი ქურთუკი; რ. ს–ის ტანსაცმელი – შავი გრძელმკლავიანი მაისური და ღია ლურჯი (მოცისფრო) ჯინსის შარვალი; გ. ნ–ის ტანსაცმელი – შავი დუტის ქურთუკი მუქი ლაქებით, შავი ჰუდი მუქი ლაქებით, შავი ჯინსის შარვალი მუქი ლაქებით; გ. ნ–ის შავი სპორტული ფეხსაცმელი; რ. გ–ის კუთვნილი, „Iphone 14pro max“-ის მოდელის, მობილური ტელეფონი; ს. რ–ის კუთვნილი, „POCO“-ს ფირმის, მობილური ტელეფონი; რ. ს–ის კუთვნილი, „Redmi“-ს ფირმის, მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
ლაზერულ დისკები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე