ა-1745-შ-32-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით თ. კ-ასა და ნ. კ-ს შორის შეწყდა ქორწინება.
თ. კ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 12 აპრილს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. კ-ას შუამდგომლობა იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო
იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით თ. კ-ასა და კ- ნ.ს შორის შეწყდა ქორწინება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 12 აპრილს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. კ-ას შუამდგომლობა იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას იმიერკარპატების ოლქის რახოვოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ასა და ნ. კ-ს შორის შეწყდა ქორწინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.