¹ა-2932-შ-43-2011 2 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. რ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მარკ ბერნდ რ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით დუისბურგ-მიტეს მმაჩის ბიუროს მიერ 2009 წლის 4 აგვისტოს (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.
ნ. რ-ის წარმომადგენელმა გ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. რ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. რ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დუისბურგ-მიტეს მმაჩის ბიუროს მიერ 2009 წლის 4 აგვისტოს (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. რ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა დუისბურგ-მიტეს მმაჩის ბიუროს მიერ 2009 წლის 4 აგვისტოს (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.