ა-3279-შ-58-2011 9 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. რ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ბ. რ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მინდენის მმაჩის ბიუროს მიერ 2004 წლის 14 ივლისს (ქორწინების სარეგისტრაციო ¹...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.
თ. რ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. რ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. რ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. მინდენის მმაჩის ბიუროს მიერ 2004 წლის 14 ივლისს (ქორწინების სარეგისტრაციო ¹...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. რ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქ. მინდენის მმაჩის ბიუროს მიერ 2004 წლის 14 ივლისს (ქორწინების სარეგისტრაციო ¹...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.