საქმე # 020141224010183488
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №77I-25 თბილისი
ნ-ძე გ, №77I-25 14 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებულ გ. ნ-ს (დაბადებული ... წლის ... აპრილს, პირადი №...) პირადი საქმის მასალების მიხედვით:
1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით გ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 25.185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, გ. ნ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი;
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით:
2.1. მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ს 1/6-ით (ერთი წლით) შეუმცირდა სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ს 1/6-ით (ერთი წლით) შეუმცირდა სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტისა და ამავე კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ს 1/6-ით (ერთი წლით) შეუმცირდა სსკ-ის 25.185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.1. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ნ-მ;
3.1. მსჯავრდებული ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე სრულად გავრცელებას და მისი პირობითი მსჯავრისაგან გათავისუფლებას. გ. ნ-ძე მიუთითებს, რომ მის მიმართ ჩადენილი ქმედებებისათვის დანიშნული სასჯელი მოიცავს არა 1/6-ით, არამედ სრულად გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გ. ნ-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 25.185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან გ. ნ-ძე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სრულად.
4. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს (საქართველოს სსკ-ის 25.185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს), მათ შეეხება ამავე ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-4 მუხლის პირველი პუნქტი; ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 25.185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით საკანონმდებლო წინაპირობა (დაზარალებულის თანხმობა მოცემული ამნისტიის მსჯავრდებულზე გავრცელების თაობაზე) დაკმაყოფილებული არ არის, ამდენად, მასზე ანალოგიურად, ვრცელდება ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეღავათი.
5. მაშასადამე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამნისტია ზემოხსენებულ მუხლებთან მიმართებით, გავრცელდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და მათი ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნა არ გამომდინარეობს საკანონმდებლო წინაპირობებიდან; ამასთან, ვინაიდან, გ. ნ-ს სასჯელი ჩათვლილი იყო პირობითად საქართველოს სსკ-ის XII თავის შესაბამისად (63-64-ე მუხლები) და დანიშნული სასჯელი/გამოსაცდელი ვადა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე 1 წელზე ნაკლები ვადით მცირდებოდა, სასამართლომ ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1 წლით მართებულად შეუმცირა დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დაცულია მე-9 მუხლის მე-4 პუნქტიც, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად.
6. რაც შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების ფარგლებში მოხსენიებულ ორ სხვა განაჩენს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით გ. ნ-ძე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, არ ვრცელდება;
6.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით გ. ნ-ძე მსჯავრდებულია:
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (რომელზედაც წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულის თანხმობა და შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ვერ გავრცელდება);
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რომლის ჩადენისთვისაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩათვლილი პირობითად, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რომელიც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით გაუქმდა) უნდა შემცირდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად – 1/6-ით. მაშასადამე, გასაჩივრებული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება მხოლოდ ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი, მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე არ მსჯელობს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ნ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილში).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით:
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ძე გათავისუფლდეს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით) მოხდისაგან;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის, მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ს 1 წლით შეუმცირდეს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის, მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ეს 1 წლით შეუმცირდეს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის, მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ნ-ს 1 წლით შეუმცირდეს სსკ-ის 25.185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ნ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული 4 თვით პირობითი მსჯავრი გაუქმდეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს ერთი მეექვსედით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3 თვითა და 10 დღით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ნ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რომელზედაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ნ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე