¹ბს-281-267(კ-06) 4 ოქტომბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ.30 მაისს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის რაიონის სოფ. ..... გამგეობის მიმართ საკომლო წიგნში ყალბი ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003წ. 18 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა, რომ საკომლო წიგნში ჩაწერილია მისი შვილი _ ზ. კ-ე, რძალი _ ხ. მ-ე და შვილიშვილი _ შ. კ-ე.
სოფ. ...... საადგილმამულო წიგნში, საჯარო რეესტრში, მოსარჩელე წარმოადგენს კომლის უფროსს, მისი მეუღლე ნ. კი _ ოჯახის წევრსა და თანამესაკუთრეს.
მისი შვილი კომლიდან ამოეწერა 1986 წელს.
მოსარჩელის განმარტებით, რძალი ხ. მ-ე არასდროს ყოფილა კომლის წევრი. იგი ცხოვრობს ქ. ზესტაფონში. მის შვილს _ ნ. კ-ეს და რძალს კომლის საქმიანობაში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. მას გამგეობისათვის არასდროს მიუმართავს, რომ მის კომლში აღერიცხათ შვილი, რძალი და შვილიშვილი. მოსარჩელის განმარტებით, მისი წერილობითი განცხადებისა და თანხმობის გარეშე არ უნდა გაეტარებინათ ისინი რეგისტრაციაში საკომლო წიგნში კომლის წევრად, რითაც მოპასუხის მიერ დაირღვა «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» 1996წ. 27 ივნისის კანონის მე-5 მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საკომლო წიგნში სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობას.
მოპასუხემ _ ზესტაფონის რაიონის სოფ. .......... გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2002წ. იანვარში ჩატარდა საყოველთაო აღწერა მუდმივად მცხოვრებ პირთა აღრიცხვიანობის შესახებ. აღწერის დროს მოსარჩელის მეუღლემ განაცხადა, რომ მის კომლში ცხოვრობდა ხუთი სული, მათ შორის: შვილი, რძალი და შვილიშვილიც. ამის საფუძველზე მოხდა კომლში მათი ჩაწერა, რაც მოპასუხეს კანონიერად მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის სოფ. .......... თემის გამგეობის მიერ მოქალაქე ნ. კ-ის კომლში მისი შვილის _ ზ. კ-ის, რძლის _ ხ. მ-ისა და შვილიშვილის _ შ. კ-ის სარეგისტრაციო ჩანაწერი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის სოფ. ........ თემის გამგეობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა და იგნორირება გაუკეთა საყოველთაო აღწერის შესახებ კანონის მოთხოვნებს. 2002წ. იანვარში საქართველოს მთავრობის ინიციატივით აღწერები ჩატარდა მთელ ქვეყანაში, მათ შორის, სოფ. ........-ში. გამგეობამ კი ამ აღწერების შედეგები შეუსაბამა სოფლის საკომლო ჩანაწერებს.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში მესამე პირებად არ ჩართო ზ. კ-ე, შ. კ-ე და ხ. მ-ე. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, სახელდობრ ის, თუ რომელი წლიდან ცხოვრობდნენ ხ. მ-ე და ზ. კ-ე მოსარჩელის კომლში, რა უფლებები ჰქონდათYმათ მოპოვებული და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონის .......... თემის გამგეობის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის სოფ. ........ თემის გამგეობის მიერ ნ. კ-ის კომლში მისი რძლის _ ხ. მ-ისა და შვილიშვილის _ შ. კ-ის სარეგისტრაციო ჩანაწერი, ხოლო სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება ზ. კ-ის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში მესამე პირებად ჩააბა ხ. მ-ე, ზ. და შ. კ-ები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კომლში მოსარჩელის შვილის, რძლისა და შვილიშვილის ჩაწერის საფუძველი გახდა საყოველთაო აღწერის დროს მოსარჩელის მეუღლის ზეპირი განმარტება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ........ თემის გამგეობამ დაარღვია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს 1996წ. 27 ივნისის კანონი, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია, წარადგინოს განცხადება, პირადობის მოწმობა და საცხოვრებლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრებლის მესაკუთრის თანხმობა _ რაც ნიშნავს მესაკუთრის წერილობით თანხმობას _ სანოტარო წესით დამოწმების გარეშე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის სოფ. ........ გამგეობამ.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან დაირღვა სკ-ის 1197-ე მუხლის მოთხოვნა. არასრულწლოვან შ. კ-ეს წაერთვა უფლება, იცხოვროს ოჯახში თავის მამასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 ივლისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ზ. კ-ე და ხ. მ-ე. ხ. მ-ემ განმარტა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ. კ-თან. იგი არ აცხადებს პრეტენზიას კომლის ქონებაზე, მაგრამ, ვინაიდანმისმა მეუღლემ დაქორწინების დღიდან საცხოვრებლად მიიყვანა მოსარჩელის კომლში და შეეძინა შვილი, გამგეობამ სწორად მოახდინა მისი რეგისტრაცია კომლში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება ზ. კ-ის საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სადავო სახლი არის მოსარჩელის საკუთრება. მისი შვილი, ზ. კ-ე, 1986 წლიდან ამოწერილია მოსარჩელის კომლიდან და დღეისათვის არსადაარეგისტრირებული. ხ. მ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ზ. კ-თან და იგი 1992 წლიდან რეგისტრირებულია ქ. ზესტაფონში, ........ ქუჩის შესახვევის ¹4-ში.
ხ. მ-ისა და შ. კ-ის რეგისტრაცია მოხდა მესაკუთრის თანხმობისა და თავად ხ. მ-ის განცხადების გარეშე, მოსახლეობის აღწერის მასალების საფუძველზე, ასევე, წარდგენილი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. მ-ისა და შ. კ-ის რეგისტრაცია განხორციელდა 1996წ. 27 ივნისის „საქართველოს მოქალაქეთადა საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო რეგისტრაცია მიიჩნია უკანონოდ.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. მ-ემ და სოფ. ........ საკრებულომ. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 1996წ. 27 ივნისის კანონი. ხ. მ-ე 1991 წლიდან კომლის სხვა წევრებთან ერთად ეწევა საკომლო-საოჯახო საქმიანობას და ეს უფლებები წარმოეშვა მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე. კომლის წევრია ასევე მოსარჩელის შვილიშვილი, შ. კ-ე, რომელსაც ეს უფლება წარმოეშვა დაბადებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება შ. კ-ისა და ხ. მ-ის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, ასევე მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, რომელიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის განჩინებით ზესტაფონის რაიონის სოფ. ........ თემის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება ხ. მ-ისა და შ. კ-ის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის შესაბამისად: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება (ადმინისტრაციული გარიგება) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისასგამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსითY გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ», ხოლო 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით: «ადმინისტრაციული ორგანოსმიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების დარღვევა.
სააპელაციო პალატის მითითებით, სზაკ-ის 67-ე მუხლისშესაბამისად: «ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის შემდეგ».
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესსაც იგი შეეხება.
სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლით: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი». სკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: «ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება».
1996წ. 27 ივნისის «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად: «რეგისტრაციისას პირი ვალდებულია, წარადგინოს პირადობის მოწმობა და საცხოვრისის საკუთრებისდამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, რაც ნიშნავს მესაკუთრის წერილობით თანხმობას სანოტარო დადასტურების გარეშე».
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველშემთხვევაში გამგეობამ ისე მოახდინა ხ. მ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილის _ შ. კ-ის კომლში რეგისტრაცია, რომ არ ყოფილა დაცული ზემოთ მითითებული კანონის მე-5 მუხლის არც ერთი მოთხოვნა. ხ. მ-ეს არ მიუმართავს განცხადებით მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის რეგისტრაციის შესახებ და არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უკანონოდ მიიჩნია სოფ. ....... თემის გამგეობის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია.
სასამართლომ არ გაიზიარა სოფ. ........ თემის გამგეობისა და ხ. მ-ის მოსაზრება, ამ უკანასკნელის კომლში ფაქტობრივად ცხოვრების თაობაზე და მისი შვილის დაბადებიდან გამომდინარე, ამ მისამართზე მათი რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ, რადგან, სასამართლოს მითითებით, ასეთი რამ 1996წ. 27 ივნისის კანონით არ იყო გათვალისწინებული.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. მ-ემ.
კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამაც გამოწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის საფუძვლების არსებობას, კერძოდ, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით _ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლო ხ. მ-ისა და შ. კ-ის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სკ-ის იმ ნორმებზე, რომლებიცარეგულირებს სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოსმსჯელობას სადავო ურთიერთობის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ჭრილში განხილვის თაობაზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლინება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. თუ სახეზე არ არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნება, შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულებაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქოხელშეკრულებისაგან განმასხვავებელ ელემენტს წარმოადგენს: «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტახელშეკრულების დადების გზით”. რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გამორიცხოს კომლის რეგისტრაციის ადმინისტრაციული ხელშეკრულების კონტექსტში განხილვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს განსახილველი დავის მიმართ «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის გამოყენების შესაძლებლობას და აღნიშნავს, რომ მითითებული კანონი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენას, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფას, რა მიზნითაც პირი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, საყურადღებოა, რომ მითითებული კანონის შესაბამისად, პირის რეგისტრაციას, კომლში რეგისტრაციისაგან განსხვავებით, ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის რეგისტრაცია, თავისი თანმდევი სამართლებრივი შედეგით, არსებითად განსხვავდება კომლში რეგისტრაციისაგან.
«სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რაც წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომლის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი.იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს კომლის წევრად, ის მონაწილეობას უნდა ღებულობდეს კომლის სამეურნეო საქმიანობაში, რაც, ამ უკანასკნელს კომლის ქონებაზე აძლევს თანასაკუთრების უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოქალაქის რეგისტრაცია თუნდაც სხვა მისამართზე, თავისთავად, არ გამორიცხავს ამ პირის კომლის წევრად რეგისტრაციის შესაძლებლობას, იმ პირობით, თუ პირი აკმაყოფილებს კომლის წევრისათვის დადგენილ მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოყენებულია კანონი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული და არ არის გამოყენებული ის კანონი, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც წარმოადგენს განჩინების გაუქმების საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევის აუცილებლობა და თვლის, რომ საქმეზე საკასაციო სასამართლოში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
დადგენილია და აღნიშნულს ადასტურებსმოპასუხეც _ ........ თემის გამგეობა, რომ კასატორისა და მისი შვილის კომლში რეგისტრაციის საფუძვლად იქცა მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა. მოსახლეობის აღრიცხვა მიზნად ისახავს მოსახლეობის რაოდენობის დადგენასა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, რომელზე დაყრდნობითაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს კომლში რეგისტრაციის განხორციელებას და თვლის, რომ თუნდაც პირის კომლში ფაქტობრივი ცხოვრება ამ პირისათვის არ წარმოშობს კომლის წევრად რეგისტრაციის ავტომატურ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. მ-ისა და შ. კ-ის რეგისტრაცია კომლში განხორციელებულია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე, რაც იძლევა აღნიშნული პირების შესახებ საკომლო წიგნში განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერ საფუძველს.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც გადაწყდა განსახილველი დავის განსჯადობა და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ამ ეტაპზე მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას განმეორებით იმსჯელოს ზემოაღნიშნული საქმის განსჯადობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 10 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონის სოფ. ........ თემის გამგეობის მიერ ხ. მ-ესა და შ. კ-ზე განხორციელებული რეგისტრაცია;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.