Facebook Twitter

საქმე N190100124009704897

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №76აპ-25 29 მაისი, 2025 წელი

შ. ს., №76აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. შ. (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, გ-ში არსებულ საცხოვრებელს სახლში, ალკოჰოლური სასმელის მიცემისთვის უარის თქმის გამო ს. შ-მა დედა - კ. შ-ვა ხელის კვრით მიანარცხა კედელზე, რა დროსაც კ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 14 ოქტომბერს, გ-ში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაახლოებით 09:00 საათზე, ალკოჰოლური სასმელის მიცემისთვის უარის თქმის გამო ს. შ-მა დედა – კ. შ-ს მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის მუხლის არეში, რა დროსაც კ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის 14 ოქტომბერს, გ-ში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაახლოებით 09:00 საათზე, ალკოჰოლური სასმელის მიცემისთვის უარის თქმის გამო ს. შ-მ დედა - კ. შ-ს მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის მუხლის არეში, რა დროსაც კ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე კონფლიქტის მიმდინარეობისას ს. შ-მ დედას-კ. შ-ს განუცხადა რომ მოკლავდა, რაც კ. შ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების - სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

1.5. 2024 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, გ-ში მდებარე, მათ სახლში, ს. შ-მ, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღების გამო, წყლით სავსე ჭიქის სროლის და ცხვირის არეში მორტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა დედის – კ. შ-ს მიმართ. ს.შ-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად, კ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2024 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ს-ში მდებარე, მათ სახლში, ს. შ, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღების გამო, მარჯვენა ხელის მუშტის რამდენჯერმე, მარჯვენა ხელის მტევანზე და მარცხენა მკლავზე დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა დედის - კ. შ-ს მიმართ. ს. შ-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად, კ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.7. 2024 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, გ-ში მდებარე, მათ სახლში, ს.შ , ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღების გამო, დანის დემონსტრირებით და სიტყვებით - „ამ დანით მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – კ. შ-ს. ს. შ-ს მუქარა, კ. შ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს განაჩენით, ს. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ოქტომბრის თვის დასწყისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის 14:00 საათის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის 16:00 საათის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ს. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ს. შ-ს დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 14 ივნისიდან. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 2023 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, სალომე ქემაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ს. შ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ს. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის 14:00 საათის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის 16:00 საათის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის 16:00 საათის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ს. შ-ვს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ს. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 14 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 2023 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის ამნისტიის შესახებ მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ს. შ-ს მიმართ 9 თვით გამოცემული იქნა დამცავი ორდერი.

3.2. 2024 წლის 31 დეკემბერს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ს. შ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ს. შ-სთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მათ შორის ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თითოეული ეპიზოდისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.5. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთის მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორეს მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულვებელყოფა.

5.7. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ს. შ-ს მსჯავრადშერაცხილი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა გათვალისწინებულია მსჯავრადშერაცხილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

5.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, დანაშაულის სიმრავლის გათვალისწინებით, ჩადენილი ქმედებების თანაზომიერი, რეალური და პროპორციულია, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელის ზომა კანონიერი და სამართლიანია.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე