Facebook Twitter

ას-1494-1503-2011 2 დეკემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «მ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისისა და 19 სექტემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს „მ-ის“ დირექტორ ბ. გ-ას 2007 წლის 28 ივნისის ¹6 ბრძანების ბათილად ცნობა და შრომითი ურთიერთობის აღდგენა 2007 წლის 12 აპრილიდან; 2007 წლის საშტატო განრიგში მ. მ-ის ეკონომიკური სამსახურის უფროსის სახელფასო განაკვეთის 55,70 ლარის ბათილად ცნობა და მისი განსაზღვრა 70 ლარით, შესაბამისად მატერიალური ზიანის ანაზღაურება. 2008 წლის საშტაო განრიგში ცვლილების შეტანა, ეკონომიკური სამსახურის უფროსის ერთი საშტატო ერთეულის დამატების შესახებ, მიმდინარე ხელფასის 110 ლარის ოდენობით და თანამდებობაზე აღდგენის თარიღად 2007 წლის 12 აპრილის მითითება, შესაბამისად განაცდურის ანაზაურება 110 ლარიანი სახელფასო განაკვეთიდან, 2007 წლის 15 დეკემბრის შინაგანაწესის ბათილად ცნობა, 2010 წლის 5 იანვრის შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სახელფასო განაკვეთის 85 ლარის ნაცვლად არანაკლებ 110 ლარით შეცვლა; თანამდებობაზე უპირობოდ აღდგენა და შრომის უწყვეტი სტაჟის შენარჩუნება, ასევე ანაზღაურებულ მატერიალური ზიანი 2007 წლის იანვრიდან 1575 ლარის ოდენობით.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. მ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე დღეს განხილულ იქნა მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებაზე, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება; მ. მ-ეს კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

დასახელებულ განჩინებებზე მ. მ-ემ წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებები უკანონოა, მას უკანონოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან იგი იმყოფება ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში და კანონის თანახმად, არ წარმოადგენდა იმ პირს, რომელსაც სასამართლო განჩინებით უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებას, მ. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერს, რომლითაც დგინდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 48630 ლარს, ახალ გარემოებად განმცხადებელი ასევე მიიჩნევს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც 2010 წლის 1 ივლისის განჩინებაზე იქნა გაცემული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით მიმიოზა მ-იას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება საააღსრულებო ფურცლებზე, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებას, პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარმოებას არ წარმოადგენდა.

მ. მ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის განცხადება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში, მათზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 1 ივლისს მიღებულ განჩინებებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლისა და 28 თებერვლის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2011 წლის 10 მაისს, 26 აპრილსა და 27 ივნისს მ. მ-ემ განცხადებები წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ხელმეორედ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რაც ამავე სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და განცხადებელს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლებაზე.

2011 წლის 18 აგვისტოს მ. მ-ემ კვლავ წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის პირველი ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება და ასევე, ამავე განჩინებათა საფუძველზე გაცემული სააღსრუილებო ფურცლის გაუქმება და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ასევე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისისა და 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრების საფუძვლები და მიაჩნია, რომ მ. მ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 186-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის «ბ»-ე ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს (მე-7 მუხლის მიხედვით განცხადება), თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოაპსუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ

მითითებული ქვეპუნქტით, მხედველობაშია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით და იგი ეფუძნება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლით ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრებით მ. მ-ე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისისა და 19 სექტემბრის განჩინებების მართლზომიერებას, რომლებითაც მ. მ-ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად.

როგროც საქმის მასალებით ირკვევა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, მ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

ასევე ირკვევა რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება, მ. მ-ეს კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დადგენილია, რომ დასახელებულ განჩინებებზე მ. მ-ემ წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებები უკანონოა, მას უკანონოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან იგი იმყოფება ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში და კანონის თანახმად, არ წარმოადგენდა იმ პირს, რომელსაც სასამართლო განჩინებით უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებას, მ. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერს, რომლითაც დგინდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 48630 ლარს, ახალ გარემოებად განმცხადებელი ასევე მიიჩნევს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც 2010 წლის 1 ივლისის განჩინებაზე იქნა გაცემული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით მიმიოზა მ-იას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში და მათზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ასევე დადგენილია, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლისა და 28 თებერვლის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნულ განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო პალატამ კანონიერად უთხრა უარი მ. მ-ეს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. მ-ის კერძო საჩივრების დაკმაყოფილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისისა და 19 სექტემბრის განჩინებების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებითYირკვევა, მ. მ-ე 2011 წლის 10 მაისს, 26 აპრილსა და 27 ივნისს ასევე, 18 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადებებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა იმავე განჩინებების შესახებ და იგივე საფუძვლებით, რომელზეც ნამსჯელი ჰქონდა, როგორც სააპელაციო ასევე საკასაციო სასამართლოებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისისა და 19 სექტემბრის განჩინებები;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.