Facebook Twitter

¹ას-219-205-2011 19 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

განმხცადებელი_ ლ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ე. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ე. გ-ის მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჭ-ის სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად დაინიშნა 2011 წლის 10 მაისს საქმის ზეპირი განხილვა.

სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ე. გ-ი იღებს ვალდებულებას, ლ. ჭ-ეს ამა წლის 30 ნოემბრამდე გადაუხადოს ბინის ღირებულება 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარი.

2. თანხის გადაცემის შემდეგ ე. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქ.თბილისში, ვარკეთილის დასახლებაშ, ..., მე-20 კორპუსში მდებარე ¹20 ბინა.

3. ლ. ჭ-ე იღებს ვალდებულებას არ გაასხვისოს სადავო ბინა ამა წლის 30 ნოემბრამდე, რის უზრუნველსაყოფადაც ყადაღა დაედოს ბინას;

4. 2011 წლის 30 ნოემბრამდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ე. გ-ი იღებს ვალდებულებას, ბინა დაუყონებლივ გამოათავისუფლოს და შესაბამისად, მოიხსნას ყადაღა ქ.თბილისში, ვარკეთილის დასახლება ... მე-20 კორპუსში მდებარე ¹20 ბინაზე.

საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ლ. ჭ-ემ და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. გამცხადებლის განმარტებით, მორიგების პირობით ნაკისრი ვალდებულება ე. გ-მა კეთილსინდისიერად შეასრულა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 30 ნოემბრის მიღება- ჩაბარების აქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ვარკეთილის დასახლება, ..., მე-20 კორპუსში მდებარე ლ. ჭ-ის სახელზე რიცხულ ¹20 ბინას.

საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ლ. ჭ-ემ და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. გამცხადებლის განმარტებით, მორიგების პირობით ნაკისრი ვალდებულება ე. გ-მა შეასრულა, მას სრულად გადაუხადა მორიგების პირობით ნაკისრი ვალდებულება, რაც დასტურდება თანხის მიღება-ჩაბარების აქტით.

საქმეში წარმოდგენილია მიღება–ჩაბარების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ ე. გ-მა მორიგების პირობებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ლ. ჭ-ეს გადაუხადა 18 000 აშშ დოლარი, რასაც თავად განმცხადებელიც ადასტურებს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ჭ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ქ.თბილისში, ვარკეთილის დასახლების, ..., მე-20 კორპუსში მდებარე ლ. ჭ-ის სახელზე რიცხულ ¹20 ბინაზე დადებული ყადაღა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.