საქმე # 330100124009443222
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №221აპ-25 ქ. თბილისი
გ. ო. 221აპ-25 16 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ო გ–ს - პ/ნ ......., - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული შემდგომში - საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 5 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ზ. გ–ი და ო გ–ი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. ამავე პერიოდში, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ო გ–ი სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა ზ. გ–ზე, კერძოდ:
2024 წლის 5 თებერვალს, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ო გ–მა ზ. გ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, თმებში ხელი ძლიერად მოჰკიდა და თმებით ითრია, 2024 წლის 22 თებერვალს, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ო გ–მა ზ. გ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, თმებში ხელი ძლიერად მოჰკიდა და კედელს მიანარცხა.
2024 წლის მარტში, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ო გ–მა ზ. გ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სახის არეში გაშლილი ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ზ. გ–ი დაეცა.
2024 წლის 28 აპრილს, ღამით, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ო გ–მა ზ. გ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ყელისა და მაჯების არეში ხელები ძლიერად მოუჭირა.
2024 წლის 29 აპრილს, საღამოს, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ო გ–მა ზ. გ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ყელის არეში ხელები ძლიერად მოუჭირა.
ო გ–ის ქმედებების შედეგად, ზ. გ–მა ფიზიკური ტანჯვა განიცადა და სხეულის არეში ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის იანვრიდან 29 აპრილის ჩათვლით დროის შუალედში, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ზ. გ–ი და ო გ–ი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. ამავე პერიოდში, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ო. გ–ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ზ. გ–ზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას და თავს დამცირებულად გრძნობდა.
1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 28 აპრილს, ღამით, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ზ. გ–ს ო გ–ი, რომელთანაც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. კერძოდ, უთხრა, რომ გაგუდავდა და გვამს ისეთ ადგილას გადააგდებდა, სადაც ვერავინ იპოვიდა. შედეგად, ზ. გ–მა მუქარა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2024 წლის 29 აპრილს, ღამით, ქ. თ–ში, ... ქ.-ის №.., №.. კორპუსის, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ ქალს არ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის უფლება და მის ვალდებულებას კაცის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, ზ. გ–ს ო გ–ი, რომელთანაც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. კერძოდ, უთხრა, რომ გაგუდავდა და გვამს გადააგდებდა. შედეგად, ზ. გ–მა მუქარა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ო გ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფა) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. ო გ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.3. ო გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.4. მსჯავრდებულ ო გ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2024 წლის 30 აპრილიდან 2024 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით;
2.5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ო გ–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება და ო გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ასევე ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვლილება სასჯელის დამძიმების კუთხით და ო გ–ის მიმართ სასჯელის სახით მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რეალური მოხდით.
4. სასამართლომ დაადგინა:
ო გ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2024 წლის 29 აპრილის ძალადობის ეპიზოდი).
სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ო გ–ის მხრიდან ზ. გ–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის, სისტემატური ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. ამასთან, სასამართლომ ბრალდების დადასტურებულ ეპიზოდში ამორიცხა გენდერული სტერეოტიპების გავლენით შეუწყარებლობის მოტივით ქმედების განხორციელება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მედეა ცირამუა ითხოვს ო გ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის, ასევე სასჯელის დამძიმებას – თავისუფლების აღკვეთის რეალური მოხდით განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ო გ–ის დამნაშავედ დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდასთან.
9. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ო გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის: სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექიმების – ე. ჯ–ისა და ლ. ე–ს გამოკითხვის ოქმები, სსიპ 112-ის შეტყობინება, ზ. გ–ის სამედიცინო ბარათი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი), იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა ზ. გ–მა გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და უარი თქვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ო გ–ის მიერ მხოლოდ 2024 წლის 29 აპრილს ზ. გ–ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას (რომელსაც თავად მსჯავრდებულიც აღიარებს), რისთვისაც მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მათ შორის: სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექიმების – ე. ჯ–ისა და ლ. ე–ს გამოკითხვის ოქმებით, N...... შემაკავებელ ორდერითა და მისი ოქმით, სამედიცინო ბარათი N.... და სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ო გ–ის მიერ ზ. გ–ის მიმართ 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით პერიოდში სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, 2024 წლის 5 თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდში - სისტემატური ფიზიკური ძალადობისა და 2024 წლის 28 აპრილსა და 2024 წლის 29 აპრილს - სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. ვინაიდან,
14. სამედიცინო ბარათი N969 და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N......... ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ 2024 წლის 29 აპრილს დაზარალებულ ზ. გ–ის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და საერთო მდგომარეობაზე.
15. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექიმების – ე. ჯ–ისა და ლ. ე–ს გამოკითხვის ოქმებში (რომელიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ) მითითებულია 2024 წლის 29 აპრილის ო გ–ის ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ხოლო სხვა ფაქტებთან მიმართებით ზოგადადაა მითითებული, რომ დაზარალებულის განმარტებით ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი და აღნიშნულ შემთხვევამდეც არაერთხელ უცემია მის პარტიორ მამაკაცს (იხ.: ე. ჯ–ის გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ.129-132; ლ. ე–ს გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ.144-147).
16. N....... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმშიც ასევე მითითებულია 2024 წლის 29 აპრილის ფაქტზე, ხოლო ო გ–ის მიერ 2024 წლის იანვრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მითითებულია ზოგადად (შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულად რაში გამოიხატა ო გ–ის ქმედებები და აღნიშნულმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულში ფიზიკური ტკივილი ან/და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) (იხ.: ტ.1, ს.ფ. 22-27). ანალოგიური მსჯელობა მიემართება სსიპ 112-ის შეტყობინებასა და მოცემული შეტყობინების დათვალიერების ოქმს, რომელშიც მითითებულია 2024 წლის 29 აპრილის ძალადობის ფაქტზე, წარსულ ფაქტებზე კი მითითებულია ზოგადად (იძალადა „გუშინაც, დღესაც და დიდი ხანია ასეთ პირობებშია.. ყოველთვის ეხება ხელით, ლანძღავს... (იხ.: ტ.1, ს.ფ.2; 112-116)).
17. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის 4აპ-23 განჩინება).
18. ამდენად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
19. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
20. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
20.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ო გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ო გ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ო გ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.
20.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
21. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
21.1. ო გ–მა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 29 აპრილს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამავე კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, ვინაიდან ო გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობითად, მის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
22. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009).
23.1. “იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ ... მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად” ( Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par.77, ECtHR, 18/06/2021).
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო გ–ის მიმართ დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე