Facebook Twitter

ას-1612-1606-2011 10 იანვარი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... საავადმყოფო»

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «...საავადმყოფომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ც-ისა და ნ. ქ-ის მიმართ მკურნალობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. ც-ეს და ნ. ქ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3750 ლარის სოლიდარულად გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ც-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებითYსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ც-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება

მოცემულ შემთხვევაში კასატორ ნ. ც-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება მხარეს 2011 წლის 7 დეკემბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 2011 წლის 19 დეკემბერს ამოიწურა. კასატორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია, რის გამოც, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 284-ე, 396-ე, 61-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.