ას-1727-1709-2011 6 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ლ. მ-ე, ა. კ-ე, ზ. ტ-ე, ბ. კ-ე, დ. ყ-ე, თ. ხ-ე, ც. გ-ე, ა. ც-ე, ვ. ვ-ე, ლ. კ-ე, ა. ყ-ე, ა. ხ-ი, ც. ხ-ე, გ. გ-ე, შ. თ-ე, ნ. ბ-ი, მზ. კ-ე, მ. კ-ე, ნ. ს-ე, ს. დ-ი, დ. ს-ე, ი. კ-ე, ნ. ც-ე, ნ. ჯ-ე, ნ. ჩ-ე, ტ. ც-ე, მ. ღ-ი, რ. ც-ე, ც. ბ-ი, ა. მ-ი, ლ. კ-ე, ჟ. ბ-ე, თ. ბ-ი, ა. ჭ-ე, რ. ტ-ე, ე. კ-ე, მ. მ-ე, თ. ბ-ე, გ. ღ-ი, ო. ს-ე, თ. ს-ე, ე. ც-ე, მ. ჭ-ე, ო. ჭ-ე, ა. შ-ე, ვ. ტ-ე, ლ. შ-ე, ც. ჯ-ე, ხ. ღ-ე, ს. კ-ე, ქ. მ-ე, ზ. ბ-ე, ი. შ-ე, ა. ჭ-ე, მ. ს-ე, ვ. ჯ-ა, ი. კ-ე, მ. შ-ე, ნ. კ-ე, მ. ც-ე, ნ. თ-ი, ზ. კ-ე, ნ. ჩ-ე, ც. ფ-ე, ა. ხ-ე, რ. გ-ი, ლ. გ-ი, ვ. გ-ი, ნ. გ-ი, მ. კ-ე, დ. ხ-ე და ა. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «წ-ი XXI» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ, ა. კ-ემ, ზ. ტ-ემ, ბ. კ-ემ, დ. ყ-ემ, თ. ხ-ემ, ც. გ-ემ, ა. ც-ემ, ვ. ვ-ემ, ლ. კ-ემ, ა.. ყ-ემ, ა. ხ-მა, ც. ხ-ემ, გ. გ-ემ, შ. თ-ემ, ნ. ბ-მა, მზ. კ-ემ, მ. კ-ემ, ნ. ს-ემ, ს. დ-მა, დ. ს-ემ, ი. კ-ემ, ნ. ც-ემ, ნ. ჯ-ემ, ნ. ჩ-ემ, ტ. ც-ემ, მ. ღ-მა, რ. ც-ემ, ც. ბ-მა, ა. მ-მა, ლ. კ-ემ, ჟ. ბ-ემ, თ. ბ-მა, ა. ჭ-ემ, რ. ტ-ემ, ე. კ-ემ, მ. მ-ემ, თ. ბ-ემ, გ. ღ-მა, ო. ს-ემ, თ. ს-ემ, ე. ც-ემ, მ. ჭ-ემ, ო. ჭ-ემ, ა. შ-ემ, ვ. ტ-ემ, ლ. შ-ემ, ც. ჯ-ემ, ხ. ღ-ემ, ს. კ-ემ, ქ. მ-ემ, ზ. ბ-ემ, ი. შ-ემ, ა. ჭ-ემ, მ. ს-ემ, ვ. ჯ-ამ, ი. კ-ემ, მ. შ-ემ, ნ. კ-ემ, მ. ც-ემ, ნ. თ-მა, ზ. კ-ემ, ნ. ჩ-ემ, ც. ფ-ემ, ა. ხ-ემ, რ. გ-მა, ლ. გ-მა, ვ. გ-მა, ნ. გ-მა, მ. კ-ემ, დ. ხ-ემ და ა. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს «წ-ი XXI-ის» მიმართ (დაზუსტებული მოთხოვნის თანახმად) 2002-2007 წლების სახელფასო დავალიანების, სულ 106 336 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა კვალიფიკაციით მუშაობდნენ შპს «ჭ. წ-ში», რომელიც მოგვიანებით შეერწყა შპს «დ. წ-ს», ხოლო დღეის მდგომარეობით დამსაქმებელის უფლებამონაცვლეა შპს «წ-ი XXI». შრომითი ურთიერთობის არსებობის პერიოდში წარმოიშვა სახელფასო დავალიანება დასაქმებულების მიმართ, რომელიც ჯამში 106 336 ლარს შეადგენს. დაგროვებული დავალიანება ასახულია 2009 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შპს «ჭ. წ-ის» მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის ნაშთების შესახებ ყოფილი შპს «ჭ. წ-ის» მიერ შპს «დ წ-ისათვის» გადაცემულ სიაში. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე არ ანაზღაურებს მათ კუთვნილ ხელფასს, რაც გამომდინარეობს მოსარჩელეების მიერ შესრულებული სამუშაოდან, აღნიშნულით კი ირღვევა შრომის კანონმდებლობითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული შრომითი უფლებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელეთა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება როგორც მოსარჩელეების ყოფილ შპს «ჭ. წ-ში» მუშაობის, ისე სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, ამასთან, მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე და მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის, ა. კ-ის, ზ. ტ-ის, ბ. კ-ის, დ. ყ-ის, თ. ხ-ის, ც. გ-ის, ა. ც-ის, ვ. ვ-ის, ლ. კ-ის, ა. ყ-ის, ა. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. გ-ის, შ. თ-ის, ნ. ბ-ის, მზ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. ს-ის, ს. დ-ის, დ. ს-ის, ი. კ-ის, ნ. ც-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, ტ. ც-ის, მ. ღ-ის, რ. ც-ის, ც. ბ-ის, ა. მ-ის, ლ. კ-ის, ჟ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. ჭ-ის, რ. ტ-ის, ე. კ-ის, მ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ღ-ის, ო. ს-ის, თ. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჭ-ის, ო. ჭ-ის, ა. შ-ის, ვ. ტ-ის, ლ. შ-ის, ც. ჯ-ის, ხ. ღ-ის, ს. კ-ის, ქ. მ-ის, ზ. ბ-ის, ი. შ-ის, ა. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. ჯ-ას, ი. კ-ის, მ. შ-ის, ნ. კ-ის, მ. ც-ის, ნ. თ-ის, ზ. კ-ის, ნ. ჩ-ის, ც. ფ-ის, ა. ხ-ის, რ. გ-ის, ლ. გ-ის, ვ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. კ-ის, დ. ხ-ისა და ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის, ზ. ტ-ის, ბ. კ-ის, დ. ყ-ის, თ. ხ-ის, ც. გ-ის, ა. ც-ის, ვ. ვ-ის, ლ. კ-ის, ა. ყ-ის, ა. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. გ-ის, შ. თ-ის, ნ. ბ-ის, მზ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. ს-ის, ს. დ-ის, დ. ს-ის, ი. კ-ის, ნ. ც-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, ტ. ც-ის, მ. ღ-ის, რ. ც-ის, ც. ბ-ის, ა. მ-ის, ლ. კ-ის, ჟ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. ჭ-ის, რ. ტ-ის, ე. კ-ის, მ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ღ-ის, ო. ს-ის, თ. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჭ-ის, ო. ჭ-ის, ა. შ-ის, ვ. ტ-ის, ლ. შ-ის, ც. ჯ-ის, ხ. ღ-ის, ს. კ-ის, ქ. მ-ის, ზ. ბ-ის, ი. შ-ის, ა. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. ჯ-ას, ი. კ-ის, მ. შ-ის, ნ. კ-ის, მ. ც-ის, ნ. თ-ის, ზ. კ-ის, ნ. ჩ-ის, ც. ფ-ის, ა. ხ-ის, რ. გ-ის, ლ. გ-ის, ვ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. კ-ის, დ. ხ-ისა და ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს ,,ჭ. წ-ში» სხვადასხვა კვალიფიკაციით, რომელიც შემდგომში შეერწყა შპს ,,დ. წ-ს» და მის სამართალმემკვიდრეს ამჟამად წარმოადგენს შპს ,,წ-ი XXI». მოსარჩელეებს მიუღებელი აქვთ 2002-2007 წლების შრომის ანაზღაურება, სულ _ 106 336 (ას ექვსი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარი. მოსარჩელეთა მოთხოვნა 2002-2007 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არის ხანდაზმული. პალატის განმარტებით, აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, კერძოდ ის, რომ ვალდებული პირის მიერ აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა 2002-2007 წლების სახელფასო დავალიანება ან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა რაიმე საფუძვლით შეჩერებული ან შეწყვეტილი იყო, აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის ნაშთს, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სია არ არის ხელმოწერილი და არ დგინდება, არის თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული მტკიცებულება იქნებოდა უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული, მაინც ვერ შეფასდებოდა შპს ,,წ-ი XXI-ის» მიერ ვალის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებაზე, რომელიც არის ცალმხრივი, აბსტრაქტული ხელშეკრულება და რომლის თანახმადაც, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას, შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას, მასში ნათლად უნდა იყოს გამოხატული მოვალის ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე, ისე, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამგვარი აქტი ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ესაა ძველი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული გარკვეული მოქმედება და იგი ვერ გამოიწვევს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს და ვერც გავლენას მოახდენს ხანდაზმულობის ვადის დენაზე.
პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 137-ე და 144-ე მუხლებით.
პალატის განმარტებით, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია, მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობა შემოიფარგლება დროის პერიოდულობით, რომელიც მრავალ მიზეზს უკავშირდება: 1. ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; 2. ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; 3. აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულს იძლევა. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველი უფლების დარღვევაა, თუმცა ვადის ათვლა არ ხდება უფლების დარღვევის მომენტიდან. მისი ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განმარტა, რომ მოთხოვნის არსებობისას აუცილებელია, ვლინდებოდეს მოვალის ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, ამასთან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ არც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მათი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. მ-ემ, ა. კ-ემ, ზ. ტ-ემ, ბ. კ-ემ, დ. ყ-ემ, თ. ხ-ემ, ც. გ-ემ, ა. ც-ემ, ვ. ვ-ემ, ლ. კ-ემ, ა. ყ-ემ, ა. ხ-მა, ც. ხ-ემ, გ. გ-ემ, შ. თ-ემ, ნ. ბ-მა, მზ. კ-ემ, მ. კ-ემ, ნ. ს-ემ, ს. დ-მა, დ. ს-ემ, ი. კ-ემ, ნ. ც-ემ, ნ. ჯ-ემ, ნ. ჩ-ემ, ტ. ც-ემ, მ. ღ-მა, რ. ც-ემ, ც. ბ-მა, ა. მ-მა, ლ. კ-ემ, ჟ. ბ-ემ, თ. ბ-მა, ა. ჭ-ემ, რ. ტ-ემ, ე. კ-ემ, მ. მ-ემ, თ. ბ-ემ, გ. ღ-მა, ო. ს-ემ, თ. ს-ემ, ე. ც-ემ, მ. ჭ-ემ, ო. ჭ-ემ, ა. შ-ემ, ვ. ტ-ემ, ლ. შ-ემ, ც. ჯ-ემ, ხ. ღ-ემ, ს. კ-ემ, ქ. მ-ემ, ზ. ბ-ემ, ი. შ-ემ, ა. ჭ-ემ, მ. ს-ემ, ვ. ჯ-ამ, ი. კ-ემ, მ. შ-ემ, ნ. კ-ემ, მ. ც-ემ, ნ. თ-მა, ზ. კ-ემ, ნ. ჩ-ემ, ც. ფ-ემ, ა. ხ-ემ, რ. გ-მა, ლ. გ-მა, ვ. გ-მა, ნ. გ-მა, მ. კ-ემ, დ. ხ-ემ და ა. მ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაზიარებისას არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ შპს «ჭ. წ-ში» მუშაობის პერიოდში მოპასუხეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარი არასოდეს უთქვამს, მიმდინარე ხელფასი გაიცემოდა უწყისით, ხოლო დავალიანება _ იმავე დღეს, სათანადო გასავლის ორდერით. 2009 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით დარჩენილი სახელფასო დავალიანების სიის შპს «დ. წ-ისათვის» გადაცემით შპს «ჭ. წ-მა» საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ზემოთ დასახელებული სიის სათანადოდ დამოწმებული სახით სასამართლოსათვის წარდგენა, მოსარჩელეებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს ამ მტკიცებულების დამოწმებული სახით სასამართლოს მიერ გამოთხოვის თაობაზე, თუმცა, რადგანაც მოპასუხემ, სასამართლო სხდომაზე აღიარა ვალდებულება, სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა. აღნიშნულის კი სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ ამ მტკიცებულების სათანადოდ დაუმოწმებლობა ჩათვალა. ასევე არასწორია გასაჩივრებული განჩინების განმარტება, რომ სათანადო სახით ზემოაღნიშნული სიის წარდგენა მაინც არ მიიჩნეოდა შპს «წ-ი XXI-ის» მიერ ვალის არსებობის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგანაც პალატამ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულად ჩათვალა. აღნიშნულით პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი. სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა უნდა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან, მაშინ, როდესაც მოსარჩელეებმა შეიტყვეს მათი უფლების დარღვევის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ სწორად არ შეაფასა მოსარჩელეების: ნ. თ-ისა და ა. კ-ე-ც-ის განმარტება მოპასუხის მიერ 2009 წელში დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, რაც ასევე დაადასტურა საზოგადოების ყოფილმა მთავარმა ბუღალტერმა ა. ჭ-ემ. სასამართლოს განმარტების შესაბამისად, ვალდებულების შესრულების თაობაზე მოპასუხის ნების არსებობას ადასტურებს სწორედ 2008-2009 წლებში სათანადო გასავლის ორდერების საფუძველზე დავალიანების ანაზღაურება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მტკიცებულებაა, სასამართლომ კი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
კასატორებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მათი საქმისათვის დართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კასატორები «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, ხოლო ლ. მ-ის, ა. კ-ის, ზ. ტ-ის, ბ. კ-ის, დ. ყ-ის, თ. ხ-ის, ც. გ-ის, ა. ც-ის, ვ. ვ-ის, ლ. კ-ის, ა. ყ-ის, ა. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. გ-ის, შ. თ-ის, ნ. ბ-ის, მზ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. ს-ის, ს. დ-ის, დ. ს-ის, ი. კ-ის, ნ. ც-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, ტ. ც-ის, მ. ღ-ის, რ. ც-ის, ც. ბ-ის, ა. მ-ის, ლ. კ-ის, ჟ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. ჭ-ის, რ. ტ-ის, ე. კ-ის, მ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ღ-ის, ო. ს-ის, თ. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჭ-ის, ო. ჭ-ის, ა. შ-ის, ვ. ტ-ის, ლ. შ-ის, ც. ჯ-ის, ხ. ღ-ის, ს. კ-ის, ქ. მ-ის, ზ. ბ-ის, ი. შ-ის, ა. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. ჯ-ას, ი. კ-ის, მ. შ-ის, ნ. კ-ის, მ. ც-ის, ნ. თ-ის, ზ. კ-ის, ნ. ჩ-ის, ც. ფ-ის, ა. ხ-ის, რ. გ-ის, ლ. გ-ის, ვ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. კ-ის, დ. ხ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. მ-ის, ა. კ-ის, ზ. ტ-ის, ბ. კ-ის, დ. ყ-ის, თ. ხ-ის, ც. გ-ის, ა. ც-ის, ვ. ვ-ის, ლ. კ-ის, ა. ყ-ის, ა. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. გ-ის, შ. თ-ის, ნ. ბ-ის, მზ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. ს-ის, ს. დ-ის, დ. ს-ის, ი. კ-ის, ნ. ც-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, ტ. ც-ის, მ. ღ-ის, რ. ც-ის, ც. ბ-ის, ა. მ-ის, ლ. კ-ის, ჟ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. ჭ-ის, რ. ტ-ის, ე. კ-ის, მ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ღ-ის, ო. ს-ის, თ. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჭ-ის, ო. ჭ-ის, ა. შ-ის, ვ. ტ-ის, ლ. შ-ის, ც. ჯ-ის, ხ. ღ-ის, ს. კ-ის, ქ. მ-ის, ზ. ბ-ის, ი. შ-ის, ა. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. ჯ-ას, ი. კ-ის, მ. შ-ის, ნ. კ-ის, მ. ც-ის, ნ. თ-ის, ზ. კ-ის, ნ. ჩ-ის, ც. ფ-ის, ა. ხ-ის, რ. გ-ის, ლ. გ-ის, ვ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. კ-ის, დ. ხ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. მ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 31 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.60-90), რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-ის, ა. კ-ის, ზ. ტ-ის, ბ. კ-ის, დ. ყ-ის, თ. ხ-ის, ც. გ-ის, ა. ც-ის, ვ. ვ-ის, ლ. კ-ის, ა. ყ-ის, ა. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. გ-ის, შ. თ-ის, ნ. ბ-ის, მზ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. ს-ის, ს. დ-ის, დ. ს-ის, ი. კ-ის, ნ. ც-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, ტ. ც-ის, მ. ღ-ის, რ. ც-ის, ც. ბ-ის, ა. მ-ის, ლ. კ-ის, ჟ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. ჭ-ის, რ. ტ-ის, ე. კ-ის, მ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ღ-ის, ო. ს-ის, თ. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჭ-ის, ო. ჭ-ის, ა. შ-ის, ვ. ტ-ის, ლ. შ-ის, ც. ჯ-ის, ხ. ღ-ის, ს. კ-ის, ქ. მ-ის, ზ. ბ-ის, ი. შ-ის, ა. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. ჯ-ას, ი. კ-ის, მ. შ-ის, ნ. კ-ის, მ. ც-ის, ნ. თ-ის, ზ. კ-ის, ნ. ჩ-ის, ც. ფ-ის, ა. ხ-ის, რ. გ-ის, ლ. გ-ის, ვ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. კ-ის, დ. ხ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორებს დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 31 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.60-90). საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.