Facebook Twitter

ას-1576-1575-2011 3 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს «... ბანკი»

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის, თ. ყ-ისა და ნ. მ-ის მიმართ დავალიანების გადახდისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

ნ. კ-ემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით, სადაც მოპასუხეებად დაასახელა ასევე თ. ყ-ი და ნ. მ-ე, მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ყ-ს დაეკისრა: ა) 2008 წლის 11 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 1 793,41 ლარის გადახდა; ბ) 2008 წლის 24 აპრილს დადებული საკრედიტო ხაზის შეამდგენ. იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40 003,67 აშშ დოალრის გადახდა; გ) იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გამომდინარე _ 134,93 აშშ დოლარი და დ) სს «... ბანკსა» და თ. ყ-ს შორის დადებული ¹511812 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დარღვევისათვის 1 549 აშშ დოლარი და 3 574,14 ლარი. დანარჩენ ნაწილში სს «... ბანკის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაკმაყოფილდა ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სს «... ბანკსა» და ნ. კ-ის წარმომადგენელ მ. მ-ეს შორის 2008 წლის 23 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ბანკმა» იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (150 ლარისა და 1600.14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენდ.

2011 წლის 12 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, წარმოადგინა სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგენილი სააპელაციო საჩივარი და 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით სს «... ბანკს» გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 1600.14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ხარვეზის შევსების მიზნით 2011 წლის 8 აგვისტოს აპელანტის წარმომადგენელ დ. ჩ-ას მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ უფლება _ დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც თავისი არსით წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც, კანონის თანახმად, შეადგენდა 150 ლარს და 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სს «... ბანკს» გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ამასთან, აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «... ბანკის» წარმომადგენელმა დ. ჩ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ღირებულება არასწორად განსაზღვრა იმ თანხის (40003.67 აშშ დოლარი) ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა უძრავი ქონება გამოყენებული, ვინაიდან განსახილევლ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა და სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ უფლება _ დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც თავისი არსით წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც, კანონის თანახმად, შეადგენდა 150 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ბანკის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (150 ლარისა და 1600.14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენდ.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ 2011 წლის 12 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, წარმოადგინა სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგენილი სააპელაციო საჩივარი და 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით სს «... ბანკს» გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 1600.14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა.

დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ხარვეზის შევსების მიზნით 2011 წლის 8 აგვისტოს აპელანტის წარმომადგენელ დ. ჩ-ას მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ უფლება _ დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც თავისი არსით წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც კანონის თანახმად შეადგენდა 150 ლარს და 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სს «... ბანკს» კვლავ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, აპელანტს განუმარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ღირებულება არასწორად განსაზღვრა იმ თანხის (40003.67 აშშ დოლარი) ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა უძრავი ქონება გამოყენებული, ვინაიდან განსახილევლ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა და სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ უფლება _ დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც თავისი არსით წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც კანონის თანახმად, შეადგენდა 150 ლარს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2008 წლის 24 აპრილს დადებული საკრედიტო ხაზის შემადგენ. იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების _ 40003,67 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად დატვირთული იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ამდენად, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა, ვინაიდან ბანკის ინტერესი ქონებრივი უფლებების აღდგენას უკავშირდება, ვინაიდან ზუსტად ქონების რეალიზაციის განხორციელება წარმოადგენს დაკისრებული თანხის ამოღების საშუალებას, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საფუძვლად ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 1600,14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «... ბანკის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.