Facebook Twitter

ას-58-55-2012 26 იანვარი 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. პ-ის საკასაციო (თავისი შინაარსით კერძო) საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ი-პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ხ-ი-პ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში მე-3 დ-ის ქ. ¹17-ში, ლიტერ «ა” მდებარე ა. პ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/2½ _ ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ, გ-ის მიერ 1994 წლის 19 დეკემბერს ა. პ-ის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩნება საკასაციო (თავისი შინაარსით კერძო) საჩივრით გაასაჩივრა ა. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საკასაციო (თავისი შინაარსით კერძო) საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. პ-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 6 აპრილს (ტ. II ს.ფ. 29). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2011 წლის 18 აპრილს, ხოლო მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა 2012 წლის 4 იანვარს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. პ-ის საკასაციო (თავისი შინაარსით კერძო) საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.