Facebook Twitter

ა-3177-შ-51-2011 12 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ხ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. კ-ი, ჯ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით 2007 წლის 16 აპრილის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლომ დაადასტურა 1980 წლის 25 თებერვალს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ხ. ს-ის შვილად აყვანა მამობილ შ. კ-ისა და დედობილ ჯ. კ-ის მიერ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ. ს-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 4 აგვისტოს, ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. საქმეში წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული განცხადებით ასევე ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები: შ. და ჯ. კ-ები თანხმობას აცხადებენ ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მათმა შვილობილმა ხ. ს-ემ ატაროს გვარი კ-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ხ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ხ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით 2007 წლის 16 აპრილის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლომ დაადასტურა 1980 წლის 25 თებერვალს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ხ. ს-ის შვილად აყვანა მამობილ შ. კ-ისა და დედობილ ჯ. კ-ის მიერ.

საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 4 აგვისტოს, ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ასევე აპოსტილით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები: შ. და ჯ. კ-ები თანხმობას აცხადებენ, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მათმა შვილობილმა ხ. ს-ემ ატაროს გვარი კ-ი.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ს-ის შუამდგომლობა ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2007 წლის 16 აპრილის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დადასტურდა 1980 წლის 25 თებერვალს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ხ. ს-ის შვილად აყვანა მამობილ შ. კ-ისა და დედობილ ჯ. კ-ის მიერ.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.