Facebook Twitter

ა-3226-შ-56-2011 12 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ო-ი

წარმომადგენელი _ დ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ჰ. ე-ხ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს _ მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა 1984 წლის 23 ივლისს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლ. ო-ის გერმანიის მოქალაქე ჰ. ე-ხ შ.ის (დაბადებული 1945 წლის 17 მაისს) მიერ შვილად აყვანა, შესაბამისად შვილად ასაყვანის გვარად განისაზღვრა შ.ი, ასევე განაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. ო-ის წარმომადგენელმა დ. მ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2011 წლის 11 აგვისტოს, ასევე ირკვევა, რომ საქმე სასამართლომ განიხილა მხარეთა დასწრებით, რა დროსაც მოსმენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ლ. ო-ის წარმომადგენელ დ. მ-ის შუამდგომლობა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ო-ის წარმომადგენელ დ. მ-ის შუამდგომლობა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა 1984 წლის 23 ივლისს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლ. ო-ის გერმანიის მოქალაქე ჰ. ე-ხ შ.ის (დაბადებული 1945 წლის 17 მაისს) მიერ შვილად აყვანა, შესაბამისად შვილად ასაყვანის გვარად განისაზღვრა შ.ი, ასევე განაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2011 წლის 11 აგვისტოს, ასევე ირკვევა, რომ საქმე სასამართლომ განიხილა მხარეთა დასწრებით, რა დროსაც მოსმენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ო-ის წარმომადგენელ დ. მ-ის შუამდგომლობა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა 1984 წლის 23 ივლისს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლ. ო-ის გერმანიის მოქალაქე ჰ. ე-ხ შ.ის (დაბადებული 1945 წლის 17 მაისს) მიერ შვილად აყვანა, შესაბამისად, შვილად ასაყვანის გვარად განისაზღვრა შ.ი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.