Facebook Twitter

ა-3257-შ-57-2011 16 იანვარი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ბ-ე-შ-ო

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. შ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თ. ბ-ე-შ-ო და ი. შ-ო განქორწინდნენ.

თ. ბ-ე-შ-ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კარსლრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 5 ნოემბერს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ბ-ე-შ-ოს შუამდგომლობა კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თ. ბ-ე-შ-ოსა და ი. შ-ოს შორის შეწყდა ქორწინება. საქმეში წარმოდგენილი კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ საქორწინო რეესტრის სახით წარმოებული საოჯახო წიგნით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 5 ნოემბერს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-ე-შ-ოს შუამდგომლობა კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კარსლრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენი რომლითაც თ. ბ-ე-შ-ოსა და ი. შ-ოს შორის შეწყდა ქორწინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.