Facebook Twitter

ა-4315-შ-70-2011 30 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1. ტ. მ.ის ასული ვ-ი;

2. უკრაინის როვნოს საქალაქო

სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. რ.ს ძე ლ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-366)

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2-366) ტ. მ.ის ასული ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

ვ. რ.ს ძე ლ-ას, დაბადებულს 1961 წელს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ხობის რაიონის სოფელ ხ-აში, დაეკისრა ალიმენტი მისი ყველა სახის გამომუშავების (შემოსავლის) 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 6 წლამდე ბავშვებისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, ტ. მ.ის ასული ვ-ის სასარგებლოდ, შვილის _ ვ. ვ.ის ასული ლ-ას, დაბადებულის 2003 წლის 11 ოქტომბერს, სარჩენად, დაწყებული 2007 წლის 14 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე;

გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის თანხის დაკისრების ფარგლებში;

ამავე გადაწყვეტილებით ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნის ოდენობით;

გარდა ამისა, ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა უკრაინის როვნოს ოლქის სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს მიმართ მოსაკრებელი _ 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით, ანგარიშზე ..., ..., კოდი ... როვნოს ოლქი, საქმის საინფორმაციო-ტექნიკური განხილვისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს ტ. მ.ის ასულმა ვ-მა და უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლომ. ტ. ვ-მა მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს, იგი შუამდგომლობით მოითხოვს მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა 7 გრივნისა და 50 კაპიკის გადახდა საქმის საინფორმაციო-ტექნიკური განხილვისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ტ. მ.ის ასული ვ-ისა და უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2-366) ტ. მ.ის ასული ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

ვ. რ.ს ძე ლ-ას, დაბადებულს 1961 წელს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ხობის რაიონის სოფელ ხ-აში, დაეკისრა ალიმენტი მისი ყველა სახის გამომუშავების (შემოსავლის) 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 6 წლამდე ბავშვებისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, ტ. მ.ის ასული ვ-ის სასარგებლოდ, შვილის _ ვ. ვ.ის ასული ლ-ას, დაბადებულის 2003 წლის 11 ოქტომბერს, სარჩენად, დაწყებული 2007 წლის 14 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე;

გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის თანხის დაკისრების ფარგლებში;

ამავე გადაწყვეტილებით ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნის ოდენობით;

გარდა ამისა, ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა უკრაინის როვნოს ოლქის სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს მიმართ მოსაკრებელი _ 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით, ანგარიშზე ..., ..., კოდი ... როვნოს ოლქი, საქმის საინფორმაციო-ტექნიკური განხილვისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად.

შუამდგომლობაზე თანდართული უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ცნობებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 27 მაისს და იგი უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად არ მიქცეულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები.

ამდენად, უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-366) იმ ნაწილში, რომლითაც ტ. მ.ის ასული ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ. რ.ს ძე ლ-ას, დაბადებულს 1961 წელს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ხობის რაიონის სოფელ ხ-აში, დაეკისრა ალიმენტი მისი ყველა სახის გამომუშავების (შემოსავლის) 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 6 წლამდე ბავშვებისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, ტ. მ.ის ასული ვ-ის სასარგებლოდ, შვილის _ ვ. ვ.ის ასული ლ-ას, დაბადებულის 2003 წლის 11 ოქტომბერს, სარჩენად, დაწყებული 2007 წლის 14 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე; გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის თანხის დაკისრების ფარგლებში; ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა უკრაინის როვნოს ოლქის სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს მიმართ მოსაკრებელი _ 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით, ანგარიშზე ..., ..., კოდი ... როვნოს ოლქი, საქმის საინფორმაციო-ტექნიკური განხილვისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. მ.ის ასული ვ-ისა და უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობები უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-366)

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის როვნოს საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-366) იმ ნაწილში, რომლითაც ტ. მ.ის ასული ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ. რ.ს ძე ლ-ას, დაბადებულს 1961 წელს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ხობის რაიონის სოფელ ხ-აში, დაეკისრა ალიმენტი მისი ყველა სახის გამომუშავების (შემოსავლის) 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 6 წლამდე ბავშვებისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, ტ. მ.ის ასული ვ-ის სასარგებლოდ, შვილის _ ვ. ვ.ის ასული ლ-ას, დაბადებულის 2003 წლის 11 ოქტომბერს, სარჩენად, დაწყებული 2007 წლის 14 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე; გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის თანხის დაკისრების ფარგლებში; ვ. რ.ს ძე ლ-ას დაეკისრა უკრაინის როვნოს ოლქის სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს მიმართ მოსაკრებელი _ 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით, ანგარიშზე ..., ..., კოდი ... როვნოს ოლქი, საქმის საინფორმაციო-ტექნიკური განხილვისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.