საქმე N 010142225702106652
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №8აგ-25 2 ივლისი, 2025 წელი
ქ–ე დ., №8აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დ. ქ–ე (ნასამართლობის მქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დ. ქ–ეს განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დ. ქ–ეს დაუდგინდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით, დ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ–ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი სასჯელი 18 წელი, 9 თვე და 12 დღე და საბოლოოდ, დ. ქ–ეს შეეფარდა 35 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
დ. ქ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ–ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. ქ–ეს შეეფარდა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 30 წელი, 5 თვე და 9 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
5. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით ამნისტიის შესახებ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე, დ. ქ–ეს გაუნახევრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 29 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.
6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, დ. ქ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი 28 წელი, 5 თვე და 8 დღე, ასევე ამავე განაჩენით პირობითი სასჯელი 5 წელი და საბოლოოდ, დ. ქ–ეს განესაზღვრა 34 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 29 წელი, 11 თვე და 8 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით, ამნისტიის შესახებ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. ქ–ეს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ამნისტირებული სასჯელი – 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 29 წელი, 6 თვე და 17 დღე. დ. ქ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი დარჩა უცვლელი.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, 1) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა, 2) საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა, 3) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 5 წლით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა, 4) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვე თავისუფლების აღკვეთა, 5) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ–ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით და 6 თვით, საიდანაც – 8 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით: 1) საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით – შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წელი, 4 თვე და 15 დღე თავისუფლების აღკვეთა, 2) საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წელი, 1 თვე და 15 დღე თავისუფლების აღკვეთა, 3) საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 7 წლით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წელი და 3 თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 9 თვით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით, საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის თანახმად, სამივე განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ. ქ–ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 წლით, 4 თვითა და 15 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების 22 წელი, 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით, დ. ქ–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით, დ. ქ–ის მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით, დ. ქ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის დანიშნულ სასჯელებზე, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე – არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ქ–ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის – 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დ. ქ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წელი და 9 თვე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 7 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დ. ქ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენითა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. ქ–ეს განესაზღვრა – 26 წელი, 7 თვე და 15 დღე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 21 წელი, 7 თვე და 15 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.
მსჯავრდებულ დ. ქ–ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან; მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონით შემცირებული აქვს 75 დღით.
14. 2025 წლის 24 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. რ–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა და დანაშაულის რეციდივის დროს დანაშაულთა ერთობლიობლით, დ. ქ–ის მიმართ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ს შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
16. 2025 წლის 17 თებერვალს, მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. რ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება.
17. კასატორის პოზიციით, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი და 2013 წლის 17 აპრილის #546 საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. ქ–ის მიმართ დანაშაულის რეციდივის დროს დანაშაულთა ერთობლიობლით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების წინაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში გაწერილია საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ხდება ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
3. დაცვის მხარე განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად: ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო“.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ზოგადად შემსუბუქდა კანონი, თუმცა მე-3 ნაწილით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა ინდივიდუალურად საქმის გარემოებების გათვალისწინებით დაენიშნა საბოლოო სასჯელი, კერძოდ: უფრო მკაცრ სასჯელს ეშთანთქა ნაკლებად მკაცრი ან/და ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეეკრიბა.
5. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რა დროსაც სასამართლომ დ. ქ–ის ნასამართლობის გათვალისწინებით კანონიერად მიიჩნია, სასჯელთა მთლიანად შეკრება და დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება.
6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დ. ქ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების სიმძიმის და ინსტენსივობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია, მის მიმართ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასჯელთა შთანთქმის ან/და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება.
7. რაც შეეხება დ. ქ–ის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვას საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით ერთხელ უკვე ნამსჯელია დ. ქ–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის თაობაზე. რის გამოც, დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე