საქმე # 170100124009033034
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №146აპ-25 ქ. თბილისი
ე. მ.146აპ-25 21 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ე–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ე–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. მ. ე–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2.2. მ. ე–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2.3. მ. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.4. მ. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მ. ე–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.6. მ. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2024 წლის 23 იანვრიდან;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
5. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი