საქმე # 010142225702106646
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №9აგ-25 ქ. თბილისი
ქ. დ. 9აგ-25 28 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით: დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით კი განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.6. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დ. ქ–ეს განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დ. ქ–ეს დაუდგინდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
1.8. მსჯავრდებულ დ. ქ–ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
2. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით:
2.1. დ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ–ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი სასჯელი 18 წელი, 9 თვე და 12 დღე და საბოლოოდ, დ. ქ–ეს შეეფარდა 35 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
3.1. დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ქ–ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. ქ–ეს შეეფარდა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 30 წელი, 5 თვე და 9 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი.
3.4. დ. ქ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2008 წლის 8 აპრილიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
5. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით:
5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე, დ. ქ–ეს გაუნახევრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 29 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
6.1. დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
6.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი 28 წელი, 5 თვე და 8 დღე, ასევე – ამავე განაჩენით პირობითი სასჯელი 5 წელი და საბოლოოდ, დ. ქ–ეს განესაზღვრა 34 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 29 წელი, 11 თვე და 8 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
6.3. დ. ქ–ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ოქტომბრიდან.
7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე, დ. ქ–ეს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 29 წელი, 6 თვე და 17 დღე, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დადგენილების მიღების დღიდან. დ. ქ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი დარჩა უცვლელად.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელებიდან საბოლოოდ დ. ქ–ეს განესაზღვრა – 27 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 22 წელი 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.
8.2. სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
8.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენი და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით, დ. ქ–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით, დ. ქ–ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
14. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით:
14.1. დ. ქ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის დანიშნულ სასჯელებზე, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე – არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
14.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე დ. ქ–ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის – 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.
14.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დ. ქ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წელი და 9 თვე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 7 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დ. ქ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენითა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. ქ–ეს განესაზღვრა – 26 წელი, 7 თვე და 15 დღე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 21 წელი, 7 თვე და 15 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.
14.4. მსჯავრდებულ დ. ქ–ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან; მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით შემცირებული აქვს 75 დღით.
15. 2025 წლის 24 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. რ–მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენში, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებაში და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ქ–ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება (თავისუფლების აღკვეთის 5 თვითა და 9 დღით), „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილში განხორციელებული ცვლილების თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ. ქ–ეს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით, ადვოკატის მოსაზრებით, განაჩენი გადასასინჯია, რადგან დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა აღემატება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილით დათქმულ საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადას - 35 წელს. იმავდროულად, დაცვის მხარის შეფასებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასასინჯია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენიც, ვინაიდან გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მოიცავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელსაც, რომელიც, მართალია, უკვე აღარ აღემატებოდა 35 წელს, თუმცა დანიშნული სასჯელის შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დ. ქ–ეს სასჯელის გარკვეული ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდა და წინა განაჩენით დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისთვის მიმატების შემდეგ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის საბოლოო ვადა – უკვე აღარ აღემატებოდა 35 წელს. თუმცა, დ. ქ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი არ შემცირებულა კანონში შესული ცვლილებების გამო.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. რ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობაში მითითებული განაჩენების გადასინჯვას. კასატორის მტკიცებით – „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. დ. ქ–ეს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით, რაც აღემატება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილით დათქმულ საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადას - 35 წელს. კასატორის მტკიცებით, ასევე უნდა გადაისინჯოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი და ცვლილება შევიდეს მასში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:
2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან დ. ქ–ისათვის გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობის წესით დანიშნული სასჯელი აღარ აღემატებოდა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობის წესით) განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი და დ. ქ–ეს საბოლოოდ განესაზღვრა – 34 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა), დ. ქ–ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ უნდა იქნეს მოყვანილი შესაბამისობაში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილში განხორციელებულ ცვლილებებთან.
3. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
4. შესაბამისად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონი ადგენს, მათ შორის, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული საბოლოო სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – ზღვრულ ხანგრძლივობას.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ასევე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დ. ქ–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იყო სასჯელთა სრულად შეკრების წესი. ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის იმ დროისთვის მოქმედი რედაქცია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, ითვალისწინებდა მხოლოდ სასჯელთა სრულად შეკრების წესს – ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ემატებოდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
6. დ. ქ–ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად (ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი) და საბოლოოდ შეეფარდა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.
7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დ. ქ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის წესით, განსაზღვრული სასჯელის შემცირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნისას დ. ქ–ეს მოაკლდა ის სასჯელი, რაც განაჩენის გამოტანის დროისათვის უკვე ჰქონდა მოხდილი, ასევე მის სასჯელს მოაკლდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი, რაც არ ათავისუფლებს სასამართლოს ვალდებულებისაგან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, შეუმციროს დ. ქ–ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მსჯავრდებულ დ. ქ–ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობის წესით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
8. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით 59-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული წესი – განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს – ეხება ყველა ჯერზე სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობის საფუძველზე განაჩენით განსაზღვრული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ზღვრული ხანგრძლივობის დადგენას. შესაბამისად, მიემართება როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენს, ასევე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენს.
9. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
10. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს.
11.1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს დაუშვას მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის შუამდგომლობა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს რომ დაუშვას მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის შუამდგომლობა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე