საქმე # 330100124008671831
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №177აპ-25 ქ. თბილისი
წ. ბ. 177აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. წ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. წ–ის, – პირადი ნომერი: ......., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ბ. წ–ი, 2023 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 16:40 საათზე, თ. მ– „ვ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ჭ–ის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „iPhone 15-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ლ. ჭ–ს მიადგა 2700 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. აღნიშნული ქმედებით ბ. წ–მა ჩაიდინა – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით:
2.1. ბ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით, 7 თვითა და 14 დღით;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 5 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. წ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი;
2.5. ბ. წ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. წ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. მ–მა. აპელანტმა მოითხოვა ბ. წ–ის უდანაშაულოდ ცნობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში;
4.1. ბ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. წ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
4.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 7 თვითა და 14 დღით;
4.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. წ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით;
4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 5 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. წ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით; მასვე, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი;
4.7. ბ. წ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 დეკემბრიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. წ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მა. კასატორი ითხოვს ბ. წ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009); „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“(Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულ ბ. წ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მა და მოითხოვა ბ. წ–ის უდანაშაულოდ ცნობა.
2.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია იმ საკითხს გარკვევა, ბ. წ–მა ჩაიდინა თუ არა მსჯავრადშერაცხილი ქურდობა.
3. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, ბ. წ–ის უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ ბ. წ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მხოლოდ ლ. ჭ–ის ჩვენების საფუძველზე.
3.1. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ლ. ჭ–ის ჩვენებას (2023 წლის 26 დეკემბერს, თ. მ– „ვ–ს“ მიმდებარედ, გაჩერებაზე ელოდებოდა ავტობუსს. მას შემდეგ, რაც ავტობუსი გაჩერდა, გაემართა უკანა კარისკენ, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ცდილობდა ასვლას, მის უკან კი იდგა მხოლოდ ერთი მამაკაცი. უკანა მხრიდან იგრძნო დისკომფორტი. მიხედვისას დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი მასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც მისი ვიზუალური მხარის კარგად აღქმა და დამახსოვრება მოასწრო. რადგან ავტობუსის წინა კარში შედარებით ნაკლები ადამიანი იყო და თან სურდა, გარიდებოდა მის უკან მდგომ მამაკაცს, გაემართა ავტობუსის წინა კარისკენ, რა დროსაც 2700 ლარად ღირებული „iPhone 15-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი ჩაიდო ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბეში. ტელეფონის ჯიბეში ჩადებიდან უმალვე, მიხვდა, რომ ჯიბიდან ტელეფონი ამოაცალეს და ინსტიქტურად მიტრიალდა უკან, რა დროსაც დაინახა ზემოთ ხსენებული მამაკაცი და მიხვდა, რომ სწორედ ამ მამაკაცმა ამოაცალა ტელეფონი. აღნიშნული მამაკაცი გაემართა არა ავტობუსის უკანა კარისკენ, არამედ – საპირისპირო მხარეს. მამაკაცს არ დადევნებია. ძალიან დაბნეული იყო) და პირის ამოცნობის 2023 წლის 27 დეკემბრის ოქმს, რომლის თანახმად, დაზარალებულმა ლ. ჭ–მა ამოიცნო პირი, რომელმაც 2023 წლის 26 დეკემბერს მოჰპარა მობილური ტელეფონი.
3.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის თანახმად, გაჩერებაზე მდგარ ლ. ჭ–ის სიახლოვეს არაერთი მგზავრია, თუმცა უშუალოდ ლ. ჭ–ის ზურგსუკან მჭიდროდ დგას მხოლოდ ბ. წ–ი (მისი ვინაობა დადგენილია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რასაც დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ); მას შემდეგ, რაც ავტობუსის უკანა მხარის სიახლოვეს მდგომი ლ. ჭ–ი მიდის წინა კარისკენ, მას ახლო დისტანციით, რამდენიმე ნაბიჯით (რის შემდეგაც ბრუნდება) მიჰყვება მსჯავრდებული. ვიდეოჩანაწერში თვალნათლივ ჩანს, რომ ბ. წ–ი, ავტობუსის წინა კარისკენ მიმავალ ლ. ჭ–ის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბისკენ წევს ხელს, ეხება მას, მყისიერად იმავე ხელით რაღაცას იდებს თავისი ქურთუკის წინა, მარჯვენა ჯიბეში და ტოვებს შემთხვევის ადგილს (16:43:53). ამასთან, მსჯავრდებულის აღნიშნულ ქმედებაზე მყისიერი რეაქცია აქვს ლ. ჭ–ს, რომელიც ჯერ იხედება, შემდეგ ნაბიჯს დგამს ბ. წ–ის მიმართულებით, თუმცა შემდეგ ტრიალდება და მიდის ავტობუსის წინა კარების მიმართულებით (16:43:56).
3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვების დროის მიხედვით თანმიმდევრობაზეც (ქრონოლოგიაზე). კერძოდ: დაზარალებული ლ. ჭ–ი პირველად გამოიკითხა 2023 წლის 26 დეკემბერს, რა დროსაც აღწერა მსჯავრდებული – მიუთითა, რომ იგი არის 50 წლის მამაკაცი, სუსტი სახის, მოკლე, ჭაღარანარევი წვერით, კეხიანი, მოგრძო ცხვირით, თხელი ტუჩით, ყავისფერი თვალებით; პატაკი, რომლის თანახმადაც, სადავო ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ბ. წ–ს, დათარიღებულია 2023 წლის 27 დეკემბრით; მსჯავრდებული დააკავეს 2023 წლის 27 დეკემბერს, ხოლო ვიდეოჩანაწერი გამოთხოვილი იქნა 2023 წლის 28 დეკემბერს.
3.2.1. ამასთან, ამოცნობისას დაზარალებულმა 2023 წლის 27 დეკემბერს მიუთითა იგივე მახასიათებლები (დაახლოებით, 50 წლის მამაკაცი, სუსტი სახით, მოკლე ჭაღარანარევი წვერით, კეხიანი მოგრძო ცხვირით, თხელი ტუჩით, ყავისფერი თვალით), რაც პირველი გამოკითხვისას, ანუ იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო იდენტიფიცირებული დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო/შესაძლო პირი.
3.3. შესაბამისად, არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის და მისი არ გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ. წ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ბ. წ–ის ბრალეულობა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში დასტურდება არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით (როგორც ამაზე უთითებს კასატორი), ანდა იმ მამხილებელი მტკიცებულებებით რომელთა წყარო არის დაზარალებული (მაგ.: ამოცნობის ოქმი), არამედ ასევე ობიექტურად ნეიტრალური მტკიცებულებით – ვიდეოჩანაწერით – რომლის ავთენტიკურობაც არ ყოფილა მხარეთა შორის დავის საგანი.
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par.69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, par.49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, paras.162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, paras. 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, paras. 56-58, ECtHR, 14/09/2019).
7. აღნიშნულის მიუხედავად, ბ. წ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენი, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნებს, რის გამოც მასში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით:
7.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო (მოცემული) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით და სასჯელის სახით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
7.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 5 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. წ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით; მასვე, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, – ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს”.
8.1. გასაჩივრებული განაჩენით არ იკვეთება, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული ნაწილობრივ შეკრების პრინციპი. პირიქით, სასამართლომ საბოლოდ მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გამოიყენა სასჯელთა სრულად შთანქმის პრინციპი, იმავდროულად, დაუმატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის – განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი სრულად. შესაბამისად, სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში ერთდროულად გამოიყენა სასჯელთა, როგორც შთანთქმის, ისე – შეკრების პრინციპი წინა, ერთიდაიგივე განაჩენთან მიმართებით.
8.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა დანიშვნის წესი მიემართება, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებს (იხ.: mutatis mutandis – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბერი №642აპ-21 განაჩენი). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ ხელმძღვანელობს სასჯელთა ნაწილობრივ ან სრულად შეკრების წესით და მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანქთქმის პრინციპის გამოყენებას, ეს უკანასკნელი უნდა გაავრცელოს როგორც ძირითადი, ისე – დამატებითი სასჯელის მიმართ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 თებერვლის №949აპ-24 განაჩენი).
8.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია განაჩენთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი, ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას, გასაჩივრებული განაჩენით გამოყენებული სასჯელთა შთანთქმის (ძირითად სასჯელებთან მიმართებით) პრინციპის გამოყენების ნაცვლად . კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენის თანახმად: ,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი”.
9. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ბ. წ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში, კერძოდ:
10. გასაჩივრებული განაჩენით არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს - 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობით მსჯავრზე, მაშინ როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენის თანახმად: საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით კვლავ ჩაეთვალა პირობითად და ბ. წ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 5000 ლარი.
10.1. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის – განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩნება). შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა აღსრულდეს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით შეფარდებულ და მოუხდელ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით ბ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე;
12.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ბ. წ–ი 2019 წლის 29 მარტს გათავისუფლდა 1 წლით, 2 თვითა და 11 დღით ადრე;
12.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისი განაჩენით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, ასევე – ამავე კანონის მე-7 მუხლი. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ერთი მეექვსედით უნდა შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი – პირობითი მსჯავრი 3 წელი, 8 თვე და 11 დღე - და განესაზღვროს პირობითი მსჯავრი – 3 წელი და 29 დღე.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ:
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით ბ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით, 8 თვით და 11 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით კვლავ ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ, ბ. წ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი - ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 5000 ლარი.
13.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბ. წ–ი 2022 წლის 5 აგვისტოს გათავისუფლდა 7 თვითა და 14 დღით ადრე;
13.3. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, ასევე – ამავე კანონის მე-7 მუხლი, უნდა გავრცელდეს – ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და ერთი მეექვსედით უნდა შემცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 3 წელი და ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 7 თვე და 14 დღე, და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 3 წლითა და 6 დღით პირობითი მსჯავრი;
13.3.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს - 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი – 3 წელი და 29 დღე და დანიშნულ სასჯელს (3 წლითა და 6 დღით პირობით მსჯავრს), საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით (3 წლით, 8 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთიდან წამოღებული 1 წლის პროპორციული წილი, 3 წელსა და 29 დღეში არის 10 თვე) და საბოლოოდ, ბ. წ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 10 თვითა და 6 დღით პირობითი მსჯავრი; თუმცა:
13.3.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არ გავრცელებისა და იმის გამო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს - 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – პირობითი მსჯავრი 4 წელი, 7 თვე და 14 დღე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირებისას, გასაჩივრებულ განაჩენში, დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, ამ ნაწილში ბ. წ–ს, შემცირების შედეგად გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით, ნაცვლად – 3 წლით, 10 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთისა.
13.3.2. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა (მოიყვანოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში) და დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
14. აღნიშნული შემსუბუქება გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი – მიმდინარე – საქმის ფარგლებში განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქას წინა განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი. კერძოდ:
15. განსახილველი – მიმდინარე – საქმის ფარგლებში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ბ. წ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს - 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი – 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით შემცირებული სასჯელი – 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე იმავე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით) განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5 000 ლარი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
16. „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“(იხ.: იქვე, II-20,22).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ. წ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, კერძოდ:
17.1. ბ. წ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს 1/6-ით და ბ. წ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
17.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს - 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და შემცირდეს 1/6-ით;
17.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს - 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და შემცირდეს 1/6-ით;
17.2.2. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენები დარჩეს უცვლელად;
17.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს - 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებული პირობითი მსჯავრი – 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს - 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვით და 6 დღით, ასევე იმავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5 000 ლარი. საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. წ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. ბ. წ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შემცირდეს და ბ. წ–ს, საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს - 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ამ ნაწილში სასჯელად განესაზღვროს – პირობითი მსჯავრი 3 წელი და 29 დღე;
2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს - 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ამ ნაწილში სასჯელად განესაზღვროს – პირობითი მსჯავრი – 3 წელი, 8 თვე და 6 დღე;
2.2.2. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენები დარჩეს უცვლელად;
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს- 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებული პირობითი მსჯავრი – 3 წლით, 8 თვითა და 6 დღით გაუქმდეს და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს- 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვით და 6 დღით, ასევე იმავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5 000 ლარი. ბ. წ–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;
2.4. ბ. წ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 დეკემბრიდან;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი