Facebook Twitter

საქმე # 190100124008930480

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №38აპ-25 ქ. თბილისი

ბ. ი., 38აპ-25 15 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის, ასევე გამართლებულ ლ. კ-ს და მსჯავრდებულების – ი. ბ-ს, ე. ჯ-სა და ი. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ვ- ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ი. ბ-ს(პირადი ნომერი: 1..), ე. ჯ-ს (პირადი ნომერი: 6...), ი. კ-ს (პირადი ნომერი: 1...), – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1.1. 2024 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, გ-ს სოფელ კ-ში მდებარე მაღაზიის წინ შეკრებილნი იყვნენ ლ. კ., ი. კ.ი. ბ. და ე. ჯ.რომლებიც იგინებოდნენ უმისამართოდ. ამავე მაღაზიასთან კანონიერ მფლობელობაში არსებული „MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანით (სახ. ნომრით: V.) გაჩერებული იყო ბ. ბ. რომელმაც შეხედა ბიჭებს, რათა გაეგო, ვის აგინებდნენ. აღნიშნულის გამო ე. ჯ. მიუახლოვდა ბ. ბ-ს და თავის თანმხლებ პირებთან – ი. კ-სა და ი. ბ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, ე. ჯ.მ, ი. ბ-მ და ი. კ-მ სახის არეში დაარტყეს მუშტები ბ. ბ-ს, რის შემდეგაც დატოვეს შემთხვევის ადგილი. დაახლოებით 10 წუთში კვლავ ერთად დაბრუნდნენ უკან, რა დროსაც ე. ჯ.მ ქვის გამოყენებით დააზიანა ბ. ბ-ს კანონიერ მფლობელობაში არსებული „MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანა (სახ. ნომრით: V.), რის შემდეგაც ე. ჯ.მ, ი. კ-მ და ი. ბ-მ კვლავ იძალადეს ფიზიკურად ბ. ბ-ზე, კერძოდ, ზურგისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყეს ფეხი, ასევე ი. ბ-მ ს. ო-ს უკბინა თითის არეში, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

1.1.2. აღნიშნული ქმედებით ი. ბ-მ, ე. ჯ.მ და ი. კ-მა ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით;

1.2. 2024 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 19:45 საათზე, გ-ს სოფელ კ-ში მდებარე მაღაზიის მიმდებარედ ე. ჯ-მ ფიზიკურად იძალადა ბ. ბ-ზე, კერძოდ, მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ. ბ-ს მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ „MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით: V.), რითაც შპს „ი-ს“ მიადგა 18 772 ლარისა და 60 თეთრის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ე. ჯ-მ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.3. ლ. კ.ს – (პირადი ნომერი: 3..), – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.3.1 2024 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, გ-ს სოფელ კ-ში მდებარე მაღაზიის წინ ი. კ-მ, ი. ბ-მ და ე. ჯ-მ გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და ფიზიკურად იძალადეს ბ. ბ-ზე. ასევე, ე. ჯ. ძალადობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ,,MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით: V.). მიუხედავად იმისა, რომ ლ. კ. იყო ფაქტის შემსწრე, აშველებდა ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს და იცოდა რომ ჩადენილი იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ხულიგნობა და ძარცვა, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

1.3.2. აღნიშნული ქმედებით ლ. კ-მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენით:

2.1. ლ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა;

2.1.1. ლ. კ.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.1.2. ლ. კ-ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

2.2. ი. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.2.1. ი. კ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

2.2.2. ი. კ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 1 თებერვლიდან;

2.3. ი. ბ-სმიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.3.1. ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-სმიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი. ბ-სათვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლით, ნაწილობრივ დაემატა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

2.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ი. ბ-სათვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი მოუხდელი სასჯელის – ჯარიმა 12 412 ლარი – ნაწილი, ჯარიმა – 8000 ლარი;

2.3.4. ი. ბ-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 8000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.3.5. ი. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან;

2.4. ე. ჯ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან) ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

2.4.1. ე. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.4.2. ე. ჯ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

2.4.3. ე. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ჯ-ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ე. ჯ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.4.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით ე. ჯ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს – N.. გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 15 დღით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე. ჯ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 5 წლით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს – N.. გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 15 დღით – ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ჯ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.4.6. ე. ჯ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ეუაშვილმა მოითხოვა: ი. კ-ს და ი. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, ე. ჯ-ს – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ლ. კ.ს – საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დამნაშავედ ცნობა. ასევე, უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა;

3.2. გამართლებულ ლ. კ.ს და მსჯავრდებულების – ი. კ-ს, ი. ბ-სდა ე. ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ-მ მოითხოვა: ი. კ-ს და ი. ბ-ს სრულად, ხოლო ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილში, ასევე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებში გამართლება. ასევე, ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განაჩენში;

4.1. ლ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში;

4.1.1. ლ. კ-ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

4.2. ი. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

4.2.1. ი. კ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

4.2.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. კ.გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

4.3. ი. ბ-სმიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

4.3.1. ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

4.3.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. ბ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

4.3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-სმიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით – და ი. ბ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 8000 ლარი;

4.3.4. ი. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან;

4.4. ე. ჯ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

4.4.1. ე. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.4.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ე. ჯ.ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

4.4.2. ე. ჯ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

4.4.2.1. ე. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

4.4.2.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ე. ჯ.ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ჯ-ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ჯ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

4.4.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ე. ჯ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

4.4.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით ე. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – N... გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 15 დღით;

4.4.6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ე. ჯ.ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 2 თვითა და 15 დღით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 2 დღით;

4.4.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე. ჯ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 4 წლითა და 2 თვით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული მოუხდელი სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 2 დღით – ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 17 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ჯ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 17 დღით;

4.4.8. ე. ჯ.ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ეუაშვილი ითხოვს ი. კ-ს და ი. ბ-სსაქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, ე. ჯ-ს – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას და უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ხოლო ლ. კ.ს – საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დამნაშავედ ცნობას;

5.2. გამართლებულ ლ. კ.ს და მსჯავრდებულების ი. ბ-ს, ე. ჯ-სა და ი. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ვ. ვ. ითხოვს მსჯავრდებულების – ი. კ-ს და ი. ბ-სსრულად გამართლებას, ხოლო ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობას, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ, პროკურორი - მარიამ ეუაშვილი - ითხოვს მსჯავრდებულებისა და გამართლებულის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობას, ადვოკატი – ვ. ვ. – ითხოვს ი. კ-ს და ი. ბ-სსრულად გამართლებას, ხოლო ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობას, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მისთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.

2.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი წარმოადგინა – გამართლებულ ლ. კ.ს და მსჯავრდებულების – ი. ბ- ს, ე. ჯ-სა და ი. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ვ. ვ-მ, თუმცა საჩივრის მოთხოვნა სრულად მიემართება მხოლოდ ი. კ-ს, ი. ბ-ს და ე. ჯ.ს, იმავდროულად, დაცვის მხარის მიერ ასევე, არ არის წარმოდგენილი გამართლებულ ლ. კ.ს მიმართ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი.

3. საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მარიამ ეუაშვილის და გამართლებულ ლ. კ.სა და მსჯავრდებულების ი. ბ-ს, ე. ჯ--სა და ი. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ვ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ე. ჯ.სთან მიმართ. კერძოდ, ე. ჯ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც გასაჩივრებული განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარის მოთხოვნებს და ითვალისწინებს, რომ მხარეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. კ.ს გამართლება, ი. ბ-სა და ი. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, ხოლო ე. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ამორიცხვა და მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის ნაწილში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ლ. კ.ს, ი. კ-ს, ი. ბ-სა და ე. ჯ-ს მიერ ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.

5. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი, ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის №618აპ-15 განაჩენი).

5.1. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულების – ბ. ბ-სა და ს. ო-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულები – ი. ბ., ე. ჯ. და ი. კ.ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნობის ობიექტურ შემადგენლობას, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულებს შორის იმდაგვარი კომუნიკაცია (ვერბალური/არავერბალური), რაც დაადასტურებდა მათ წინასწარ შეთანხმებას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულების მხოლოდ ყოფნა, სხვა ობიექტური მტკიცებულებების გარეშე, რომლებიც დაადასტურებებდნენ, რაიმე ფორმით, მსჯავრდებულების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედებას, არ არის საკმარისი ქმედების, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისათვის, ვინაიდან აღნიშნული ქვეპუნქტი ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენისთვის. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარში მითითებული ვარაუდი კი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

5.2. არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე. ჯ-ს მიერ ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებისა და ქვის გამოყენებით ავტომანქანის დაზიანებისას, არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება სხვა – ი. ბ-ს ან/და ი. კ-თან – მსჯავრდებულებთან და, რომ ი. კ-ს და ი. ბ-ს შეცნობილი ჰქონდათ ეს გარემოება და წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ამგვარ მოქმედებაზე.

5.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ი. ბ-სა და ი. კ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მსჯავრდებისათვის და მათ მიერ ჩადენილი ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე – არასაკმარისია მტკიცებულებები ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის, რის გამოც მის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

6. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას ლ. კ.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ:

6.1. პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მსჯავრდებულების მიერ ხულიგნობა ჩადენილი იქნა 2024 წლის 31 იანვრის დაახლოებით 19:40 საათზე.

6.2. შეტყობინების თანახმად, ინციდენტის თაობაზე, ინიციატორ – ს. ო-ს ზარი სსიპ ,,112-ში” შევიდა 2024 წლის 31 იანვრის 19:53 საათზე;

6.3. დაზარალებულმა ს. ო-მ განმარტა, რომ მის მეუღლესთან – ბ. ბ. –მსჯავრდებულების ჩხუბისა და გაშველებისას, ე. ჯ. ჩაჯდა ბ. ბ-ს სამსახურებრივ ავტომანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი. თავად ჯერ ავტომანქანას გადაუდგა წინ (ლ. კ. სთხოვდა გამოსულიყო), შემდეგ, კი დარეკა პოლიციაში. შეტყობინების დატოვებისას ყვიროდა, შესაბამისად, მისი ხმა, სავარაუდოდ, ყველას, მათ შორის, მის გვერდზე 5-10 მეტრში მყოფ ლ. კ-საც ესმოდა, რომელიც თავის მხრივ ყვიროდა: „მანქანა დააბრუნე, რა სისულელეს აკეთებ“. 10-15 წუთში ავტომანქანა დააბრუნეს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოსვლისთანავე ე. ჯ.მ ქვა ისროლა ბ. ბ-ს მიმართულებით, რასაც მათ შორის მოჰყვა ჩხუბი.

6.4. მოწმე ა. ჯ-მა განმარტა, რომ დაახლოებით 20:00-21:00 საათზე დაუძახა დისშვილმა – ბ. ბ-მა და უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა და ავტომანქანა წაართვეს. შემთხვევის ადგილას მისვლისას ავტომანქანა ადგილზე დახვდათ. რამდენიმე წუთში კვლავ მოხდა ხელჩართული ჩხუბი და ცდილობდა ჩხუბის მონაწილეები გაეშველებინა ს. ო-სთან და ლ. კ-თან ერთად. საბოლოოდ, კონფლიქტი ამოიწურა გაშველებით. დაახლოებით 10 წუთში შემთხვევის ადგილას პოლიცია მივიდა.

6.5. ამდენად, იმ დაშვების პირობებშიც, რომ ლ. კ-ს არ ჰქონდა გაგონილი/შეცნობილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო დანაშაულის ჩადენისას/ჩადენისთანავე, დაახლოებით 13 წუთში, დაზარალებულმა შეატყობინა – შემთხვევის ადგილიდან ყვირილით დარეკა – პოლიციას, მოწმეთა, მათ შორის, ა. ჯ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხუბის გაშველებაში მონაწილეობდა ლ. კ., ხოლო აღნიშნულიდან 10 წუთში ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემსწრე ლ. კ-მა დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოს.

6.6. კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ს. ო-ს ჩვენება – პოლიციაში შეტყობინების დატოვებისას ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ მისი ხმა სავარაუდოდ ყველას, მათ შორის, მის გვერდზე 5-10 მეტრში მყოფ ლ. კ-საც ესმოდა – არის მოწმის შეფასება, რომელიც სასამართლომ არ უნდა მიიღოს მხედველობაში, რადგან განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და არა ვარაუდებს. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ეთანხმება კასატორ ბრალდების მხარეს (ს.ო. ჩვენებაში უთითებს, თავის ვარაუდზე – რომ ლ. კ-საც სავარაუდოდ უნდა გაეგო) და იმავდროულად, კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

6.6.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების თაობაზე, ასევე გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ბრალადშერაცხილი აღნიშნული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

7.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით სახელმწიფო ბრალდება ე. ჯ.ს ედავება შემდეგს:

7.1.1. 2024 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, გ-ს სოფელ კ-ში მდებარე მაღაზიის წინ შეკრებილნი იყვნენ ლ. კ., ი. კ.ი. ბ. და ე. ჯ.რომლებიც იგინებოდნენ უმისამართოდ. ამავე მაღაზიასთან კანონიერ მფლობელობაში არსებული „MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანით (სახ. ნომრით: V.) გაჩერებული იყო ბ. ბ. რომელმაც შეხედა ბიჭებს, რათა გაეგო, ვის აგინებდნენ. აღნიშნულის გამო ე. ჯ. მიუახლოვდა ბ. ბ-ს და თავის თანმხლებ პირებთან – ი. კ-თან და ი. ბ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, ე. ჯ.მ, ი.ბ-მ და ი. კ-მ სახის არეში დაარტყეს მუშტები ბ. ბ-ს, რის შემდეგაც დატოვეს შემთხვევის ადგილი. დაახლოებით 10 წუთში კვლავ ერთად დაბრუნდნენ უკან, რა დროსაც ე. ჯ.მ ქვის გამოყენებით დააზიანა ბ. ბ-ს კანონიერ მფლობელობაში არსებული „MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანა (სახ. ნომრით: V.), რის შემდეგაც ე. ჯ.მ, ი. კ-მა და ი. ბ-მ კვლავ იძალადეს ფიზიკურად ბ. ბ-ზე, კერძოდ, ზურგისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყეს ფეხი, ასევე ი. ბ-მ ს. ო-ს უკბინა თითის არეში, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

7.1.1.1. აღნიშნული ქმედებით ე. ჯ.ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

7.1.2. 2024 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 19:45 საათზე, გ-ს სოფელ კ-ში მდებარე მაღაზიის მიმდებარედ, ე. ჯ.მ ფიზიკურად იძალადა ბ. ბ-ზე, კერძოდ, მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ. ბ-ს მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ „MERSEDES-BENZ SPRINTER-ის“ ფირმის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით: V.), რითაც შპს „ი-ს“ მიადგა 18 772 ლარისა და 60 თეთრის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

7.1.2.1. აღნიშნული ქმედებით ე. ჯ.ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი აქტები: 2014 წლის 24 ივნისის №230აპ–13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22 განჩინება; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინება).

7.3. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა, ხოლო მე-12 და 166-ე მუხლების თანახმად – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13) და შეზღუდულია ბრალის ფორმულირებით.

7.4. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ბრალდების მხარე ე. ჯ.ს ქვის გამოყენებით ბ. ბ-ს კანონიერ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის დაზიანებას ედავება არა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, არამედ – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (ჩადენილი ქმედების – ქვით ნივთის დაზიანება – აღწერა მოცემულია ხულიგნობით წარდგენილი ბრალდების ნაწილში და აღნიშნულზე მითითებას არ შეიცავს ძარცვის შესახებ ბრალდება; ამასთან, ხულიგნობის ჩადენას ედავება სხვა საგნის – ქვის – გამოყენებით).

7.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განაჩენს ე. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების ფარგლებში ედავება არა ავტომანქანის ქვით დაზიანებას, არამედ – ავტომანქანის აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, ვინაიდან კვალიფიკაციის ცვლილებით სააპელაციო სასამართლო გასცდა წარდგენილ ბრალდებას.

8. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ბ. ბ- ს, ს.ო--ს, ა. ჯ-ს ჩვენებებით, დასტურდება, რომ ე. ჯ.მ ბ. ბ-ს სამსახურებრივი ავტომობილი დაახლოებით 5-15 წუთში დააბრუნა ადგილზე, ამასთან, დაზარალებულების განმარტებით, მათთვის უცნობია ავტომობილის წაყვანის ან/და მოყვანის მიზეზი, წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ე. ჯ-ს მხრიდან ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ე. ჯ-ს ქმედებაში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის – ძარცვის – ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმ ნაწილში, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე არ დასტურდება ე. ჯ-ს მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი.

8.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

8.2. კასატორი დაცვის მხარე ეთანხმება ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას, მაგრამ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, II-21). კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ.: იქვე, II-20).

8.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (რომელიც გასაჩივრებული განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე) უნდა გამართლდეს.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები ტყუილი/ცილისწამებაა და ითვალისწინებს, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მოწმეთა დაინტერესების დამადასტურებელი რაიმე ობიექტური მტკიცებულება; ასევე, საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება დაცვის მხარის პოზიციის საფუძვლიანობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. კ-ს და ი. ბ-სმიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მათი უდანაშაულობის შესახებ.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი აქტები: 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20, 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20, 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინებები და 2021 წლის 9 ივლისის N669აპ-20 განაჩენი). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). მოცემულ შემთხვევაში, კასატორ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია – საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია – კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის რომელიმე პოზიციას/ვერსიას, არ არის წარმოდგენილი არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის, მისთვის სადავო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ე. ჯ-ს სუნის ნიმუშზე ჩატარებულ საექსპერტო კვლევას. ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების ან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა.

11. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

11.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის – განაჩენს ი. ბ-სმსჯავრდების და სასჯელის, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლების ნაწილში. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-სმიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან ერთად, არ იქნა მითითებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნის წესის თაობაზე, რაც ქმნის ბუნდოვანებას, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის აღნიშნული ნაწილი უნდა დაზუსტდეს. კერძოდ:

11.1.1. ი. ბ-სმიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

11.1.2. ი. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

11.1.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. ბ. გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან;

11.1.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-სმიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

11.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ (რომლის მოხდისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. ბ. გათავისუფლდა) სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, ასევე ჯარიმა 8000 ლარი, – და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და ჯარიმა – 8000 ლარი;

11.1.6. ი. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ე. ჯ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ე. ჯ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც გასაჩივრებული განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ასევე, დაზუსტდეს ი. ბ-სმიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გამართლებულ ლ. კ.სა და მსჯავრდებულების ი. ბ-ს, ე. ჯ-სა და ი. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ე. ჯ-ს მიმართ:

3.1. ე. ჯ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

3.2. ე. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

3.2.1. ე. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს –თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

3.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ე. ჯ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან;

3.3.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ე. ჯ.ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 წელი და გამოსაცდელი ვადა 2 წელი, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – N.. გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი – პირობითი მსჯავრი 2 თვე და 15 დღე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 2 დღით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი, 10 თვე და 2 დღე;

3.3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – N..გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე. ჯ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 4 წლითა და 2 თვით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – N..გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის შემცირებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 2 დღით – მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 17 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ჯ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 17 დღით;

3.4.1. ე. ჯ.ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან.

3.5. ი. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.51. ი. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.5.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. ბ. გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან;

3.5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

3.5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ (რომლის მოხდისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. ბ. გათავისუფლდა) სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, ასევე ჯარიმა 8000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 8000 ლარი;

3.6. ი. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 6 თებერვლიდან.

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე