საქმე # 130100124008883151
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №373აპ-25 ქ. თბილისი
ღ. ვ. 373აპ-25 5 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ.ღ-ს , – პირადი ნომერი 5…, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2023 წლის აგვისტოში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ხ-ში, ნ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ღ-მ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ლ. ნ-ს მიმართ კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ. ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. 2023 წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ხ-ში, ნ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ-მ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ლ. ნ-ს მიმართ. კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, ლ. ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. 2023 წლის ნოემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ხ-ში, ნ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ლ. ნ-ს. კერძოდ, უთხრა, რომ თუ სხვა მამაკაცთან უღალატებდა, მოკლავდა. ლ. ნ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით;
1.4. 2023 წლის 30 დეკემბერს, ხ-ში, ნ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ-მ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ლ.. ნ-ს მიმართ. კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც, ლ. ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.4.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.5. 2024 წლის იანვარში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ხ-ში, ნ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ-მ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ლ. ნ-ს მიმართ; კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, ლ. ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.5.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.6. 2024 წლის იანვარში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ხ-ში, ნ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ლ. ნ-ს. კერძოდ, უთხრა, რომ თუ სხვა მამაკაცთან უღალატებდა, თავს მოაჭრიდა. ლ. ნ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.6.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით;
1.7. 2024 წლის 2-3 თებერვალს, ღამის საათებში,ხ-ში, ნა-ს ქუჩის №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ-მ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის –ლ. ნ-ს მიმართ. კერძოდ, გადმოაგდო ლოგინიდან, დააგდო იატაკზე, ხელები და ფეხები რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც, ლ. ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.7.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.8. 2024 წლის 2-3 თებერვალს, ღამის საათებში,ხ-ში, ნა-ს ქუჩის №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს –ლ. ნ-ს. კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა.ლ. ნ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.8.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.
1.9. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ვ.ღ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – ,,ალფა პვპ”, წონით – 0,01 გრამი. 2024 წლის 3 თებერვალს შსს ხ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, გაჩხრიკესხ-ში, ნა-ს ქუჩის №....-ში მდებარე ვ.ღ-ს საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები, რა დროსაც ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – ,,ალფა პვპ”, წონით – 0,01 გრამი;
1.9.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.10. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ვ.ღ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, წონით – 33,37 გრამი. 2024 წლის 3 თებერვალს შსს ხ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, გაჩხრიკესხ-ში, ნა-ს ქუჩის №....-ში მდებარე ვ.ღ-ს საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები, რა დროსაც ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, წონით – 33,37 გრამი;
1.10.1. აღნიშნული ქმედებით ვ.ღ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ვ.ღ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეწყდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2371-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ვ.ღ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ვ.ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
3.3. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 11 თვითა და 25 დღით – ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ღ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომელიც აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 3 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ.ღ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 2-3 თებერვალს, ღამის საათებში,ხ-ში, ნა-ს ქუჩის №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ.ღ-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის –ლ. ნ-ს – მიმართ. კერძოდ, ხელები და ფეხები რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ლ. ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.1. საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა, რომ ვ.ღ-მ დანაშაულებრივი ქმედება (გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩაიდინა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა მოითხოვა ვ.ღ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და თავისუფლების აღკვეთის, შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული, მაქსიმალურთან მიახლოებული ვადებით, განსაზღვრა (ნაწილობრივ ან მთლიანად პირობითად ჩათვლის გარეშე), განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას – სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპის გამოყენება.
5.1.2. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ვ.ღ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ი-მ და მოითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივრი.
5.2. მსჯავრდებულმა ვ.ღ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ი-მა მოითხოვეს ვ.ღ-ს უდანაშაულოდ ცნობა.
5.2.1. დაცვის მხარემ, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ვ.ღ-მ აღიარა და მოინანია მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა და მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, ვ.ღ-ს მიმართ, დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა. კასატორი ითხოვს ვ.ღ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მაქსიმალურ ვადასთან მიახლოებული ხანგრძლივობით განსაზღვრას (ნაწილობრივ ან მთლიანად პირობითად ჩათვლის გარეშე) და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელის სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებას.
7.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ვ.ღ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ლ-მ და მოითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრი.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ვ.ღ-ს , მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას. ასევე – მისთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მაქსიმალურ ვადასთან მიახლოებული ხანგრძლივობით განსაზღვრას (ნაწილობრივ ან მთლიანად პირობითად ჩათვლის გარეშე) და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელის სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია კასატორი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) მიმართებით, საკასაციო საჩივრის დასაბუთების ნაწილში უთითებს – ძალადობის ,,გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით” ჩადენაზე და მოთხოვნის ნაწილში – ითხოვს ვ.ღ-ს , მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრდებას, თუმცა საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას და მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული მსჯავრდებიდან დანაშაულის – ,,გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით” ჩადენის ამორიცხვის თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ვ.ღ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრდება და ამ ნაწილში დავის საგანია მხოლოდ სასჯელის კანონიერება. გარდა ამისა, დავის საგანია, ვ.ღ-მ ჩაიდინა თუ არა ბრალადწარდგენილი სხვა დანაშაულები (რომელთა ჩადენაშიც, გასაჩივრებული განაჩენით, უდანაშაულოდ არის ცნობილი).
10.1. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, საეჭვო გახადოს ვ.ღ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრდება, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულზე არ იმსჯელებს.
11. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ამ დოკუმენტების შემდგენი მოწმე მ. წ-ს ჩვენება, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცება და ამ ჩხრეკის ჩამტარებელ პირთა ჩვენებები, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112-ში” შესული შეტყობინება), რომლებიც ბრალდების მხარის პოზიციით უთითებს ვ.ღ-ს მიერ სადავო დანაშაულების ჩადენაზე, შეეხება მხოლოდ 2024 წლის 2-3 თებერვლის ღამეს მომხდარ შემთხვევას და შესაბამისად, არ მიემართება კასატორის მიერ სადავო (ძველ – 2023 წლის: აგვისტოს, სექტემბრის, ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2024 წლის იანვრის) ეპიზოდებს.
12.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა – ლ. ნ-მ(მსჯავრდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი) უარი განაცხადა ვ.ღ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვ.ღ-ს სადავო ეპიზოდებში – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის იანვრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის იანვრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) – დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მამხილებელი მტკიცებულება/ები, რომელიც საკმარისი იქნებოდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
12.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის (ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12.2.1. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება სადავო ეპიზოდებში დაზარალებულის მიერ ტკივილის/შიშის განცდა არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
13. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ვ.ღ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
15. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გათვალისწინებით, რომ ვ.ღ-მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული; ასევე– რეციდივი (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით ვ.ღ. მსჯავრდებულია: საქართველოს სსკ-ის 126-ე, 150-ე, 143-ე მუხლებით) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.
16.1. გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით – არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების დანაწესებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
17. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით, ვ.ღ.ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ვ.ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი) და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 11 თვითა და 25 დღით – ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ.ღ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.
17.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, ვ.ღ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის (როგორც კონკრეტული დანაშაულისათვის, ისე – საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელის ნაწილში) უკანონობის თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს ჩხრეკისას ამოღებულ დანაზე (სახლის, ეზოს და დამხმარე სათავსის ჩხრეკის 2024 წლის 3 თებერვლის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იატაკზე ნანახი და შემდგომში ამოღებულ იქნა საშუალოზე დიდი ზომის დანა; გამომძიებელმა ა. ც-მ განმარტა, რომ პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში არეულობა იყო – ნივთები იყო გადმოყრილი. იატაკზე ნახეს დანა და რადგან უჩვეულო გარემოში – იატაკზე ეგდო – იყო ამოიღეს; დეტექტივმა გ. კა--მ დაადასტურა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობის ფაქტი და, მათ შორის, ის გარემოება, რომ სახლის მისაღები ოთახი იყო არეული – ,,ყველაფერი იყო აყრილ-დაყრილი“), როგორც დანაშაულის იარაღზე, მაშინ როცა აღნიშნულის შესახებ არ არის მითითებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში (ტ. N1; ს.ფ. 207-212). მხოლოდ მუქარის ეპიზოდებში მითითებული ფრაზები – ,,თავს მოაჭრიდა/ყელს გამოჭრიდა”, ვერ ჩაითვლება დანაშაულის დანის გამოყენებით ჩადენად, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც.
18.1. იმავდროულად, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, წარმოადგენს საყოფაცხოვრებო დანიშნულების დანას, იგი დაზიანებულ მდგომარეობაშია, ცივ იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება.
18.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა), ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
18.3. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული“ (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი აქტები: 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი N426აპ-23, II-9.1, 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი N745აპ-24, II-3.4, 2024წლის 11 მარტის N1009აპ-23 განაჩენი, II-23, 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22 განჩინება) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი №426აპ-23, II-9.1.).
19. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს (ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა), მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე), მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), ამავე მუხლის მე-5 პუნქტს (იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე);
19.1. იმავდროულად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით დადგენილ მსჯავრდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11-ელი ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12-ელი ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია), მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს (გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით), მე-7 მუხლის პირველ პუნქტს (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით);
19.2. იმ პირობებში, როდესაც, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, დაზარალებული უარს აცხადებს ამნისტიის აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოში გამოცხადებაზე (ტ. N3; ს.ფ. 30), ხოლო დაცვის მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ამნისტიის გამოყენებაზე, ამასთან, არც მსჯავრდებულ ვ.ღ-ს მოუმართავს სასამართლოსათვის და არ განუცხადებია თანხმობა, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მსჯავრდებული ვ.ღ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ლ. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრი. იმავდროულად, შესაგებელში მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ – ,,რაც შეეხება ამნისტიას, არ მსურს შეღავათების გავრცელება”. ვ.ღ-ს მიმართ, როგორც მიმდინარე საქმის ფარგლებში (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 2-3 თებერვლის ეპიზოდი)), ისე – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით (ვ.ღ. მსჯავრდებულია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანიშული სასჯელების მიმართ არ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
20. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის – თორნიკე ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი, ვ.ღ-ს მიმართ, დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი