Facebook Twitter

საქმე # 140100123007785172

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №297აპ-25 ქ. თბილისი

ც. ჯ. 297აპ-25 5 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბარბარა ჩხეიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით: ჯ. ც-ს (პირადი ნომერი: ....), მ. მ-ს (პირადი ნომერი: ....), გ. ფ-ს(პირადი ნომერი: .. ), ნ. ც-ს (პირადი ნომერი: ..), ბ. ხ-ს (პირადი ნომერი: ...), – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-ს რაიონის ს. მ-ში, მ.-ა-ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ. მ-მ, ბ. ხ-მა, გ. ფ-მ და ნ. ც-მ ფიზიკურად იძალადეს ლ. ტ-ზე, კერძოდ, ხელებისა და ფეხების გამოყენებით ტანისა და თავის არეში მიაყენეს დარტყმები. კონფლიქტის მიმდინარეობისას ლ. ტ-თან დასახმარებლად მისულ ე. ტ-ს, მ. მ-მ ყელში მოუჭირა ხელი და მუშტი დაარტყა სახის არეში, ხოლო ჯ. ც-მ მუშტი დაარტყა თავში. შემთხვევის ადგილზე მყოფი ი. კ. და თ. ბ. ცდილობდნენ კონფლიქტის განეიტრალებას, რა დროსაც ჯ. ც-მ ი. კ-ს ხელი დაარტყა მხრის არეში, ხოლო თ. ბ-ს მუშტი დაარტყა მარცხენა ხელში. ზემოხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ლ, ტ-მ, ე. ტ-მ, ი. კ-მ და თ. ბ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ჯ. ც-მ ჩაიდინა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორზე მეტი პირის მიმართ, მ. მ-მ ჩაიდინა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ფ-მ, ნ. ც-მ და ბ. ხ-მ – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. ჯ. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედებები ასევე გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. 2023 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-ს რაიონის ს. მ-ში, მ.-ა-ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ. მ-მ, ბ. ხ-მ, გ. ფ-მ, ნ. ც-მდა ჯ. ც-მ ფიზიკურად იძალადეს ლ. ტ-ზე, კერძოდ, ხელებისა და ფეხების გამოყენებით ტანისა და თავის არეში მიაყენეს დარტყმები. ფიზიკური დაპირისპირების დროს ჯ. ც-მ მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო „GLOCK-ის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი შიგ არსებული ვაზნებით, რის შემდეგაც იარაღის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და ტანის არეში და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი;

1.2.1.1. აღნიშნული ქმედებით ჯ. ც-მ ჩაიდინა – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.2.2. 2023 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-ს რაიონის ს. მ-ში, მ.-ა-ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ. ც-მ ლ. ტ-სგასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო „GLOCK-ის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც იარაღის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა კეფის არეში და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

1.2.2.1. აღნიშნული ქმედებით ჯ. ც-მ ჩაიდინა – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2.2. მ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედება ასევე გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-ს რაიონის ს. მ-ში, მ.-ა-ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მ. მ-მ თ. ბ-საშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა “SAMSUNG GALAXY-ის” მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

1.2.2.1. აღნიშნული ქმედებით მ. მ-მ ჩაიდინა – ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენით:

2.1. ჯ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.1.1. ჯ. ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა და ჯ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.1.2. ჯ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ჯ. ც. ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.1.4. ჯ. ც. ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 ივლისიდან;

2.2. მ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა და მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.2.1. მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, მ. მ. ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.2.3. მ. მ. ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 ივლისიდან;

2.3. გ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

2.3.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის №... განაჩენით გ. ფ-სმიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

2.3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, გ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;

2.3.3. გ. ფ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 ივლისიდან;

2.4. ნ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

2.4.1. ნ. ც-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 ივლისიდან;

2.5. ბ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

2.5.1. ბ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

3.1. პროკურორმა ოთარ დოხნაძემ მოითხოვა ჯ. ც-ს,მ. მ-ს, ნ. ც-ს, ბ. ხ-ს და გ. ფ-სდამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში და მათთვის უფრო მკაცრი – თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული – სასჯელის განსაზღვრა.

3.2. ჯ. ც-ს და მ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ც-მ მოითხოვა ჯ. ც-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ელი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; ასევე – მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ჯ. ც. ცნობილ იქნა უდანაშაულოთ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.1.1. ჯ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.1.2. ჯ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ჯ. ც-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.1.4. ჯ. ც-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 ივლისიდან; სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4.2. მ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.2.1. მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით;

4.2.2. მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, მ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.2.4. მ. მ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 ივლისიდან; სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4.3. გ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.3.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის №... განაჩენით გ. ფ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და გ. ფ. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

4.3.2. საბოლოოდ, გ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.3.3. გ. ფ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 ივლისიდან; სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4.4. ნ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 15 დღით;

4.1. ნ. ც-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 ივლისიდან (შესაბამისად, სასჯელი მოხდილია და გათავისუფლებულია).

4.5. ბ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 15 დღით;

4.5.1. ბ. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 ივლისიდან (შესაბამისად, სასჯელი მოხდილია და გათავისუფლებულია).

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბარბარა ჩხეიძემ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით. კერძოდ: ჯ. ც-ს – საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ნ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ. ხ-ს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას. ასევე – მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras.37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს, ჯ. ც-ს – საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. მ-ს – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას. ასევე – მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელების გამკაცრებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). ასევე – „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8.1. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია, იმ საკითხის გარკვევა ჯ. ც-მ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გასაჩივრებული განაჩენით აღნიშნულ ეპიზოდში ჯ. ც. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი), ხოლო მ. მ-მ – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აღნიშნულ ეპიზოდში მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით) გათვალისწინებული დანაშაული.

8.2. იმავდროულად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ძალადობის ჩადენა და ამ ნაწილში, კასატორი ბრალდების მხარის საჩივრის შესაბამისად, დავის საგანია მხოლოდ მსჯავრდებულების – ჯ. ც-ს,მ. მ-ს, გ. ფ.ს, ნ. ც.სა და ბ. ხ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელების კანონიერება.

9. ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების, კერძოდ, ჯ. ც-ს – საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. მ-ს – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის არგუმენტებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9.1. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ჯ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში (პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით აღნიშნული ეპიზოდში ჯ. ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა და ჯ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით ჯ. ც. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში) გამართლება, მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაცვლად, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება, ასევე – ჯ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მ. მ-ს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გ. ფ-ს– საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ნ. ც-ს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ. ხ-ს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მსჯავრდებულების – ჯ. ც-სა და მ. მ-ს მიერ მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების, კერძოდ, ჯ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

11. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას/მტკიცებას, ჯ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი და ითვალისწინებს, რომ:

12. ჯ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების დასადასტურებლად კასატორი ბრალდების მხარე უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული: ლ. ტ., ე. ტ., ი. კ., ნ. კ. და თ. ბ. ადასტურებენ, რომ ჯ. ც-მ ლ. ტ-სათვის წართმეული იარაღი თან წაიღო, რაც ადასტურებს მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს და შესაბამისად, ძარცვის ჩადენას.

12.1. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ. ც-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, ვინაიდან მხოლოდ დაზარალებულ ლ. ტ-ს ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დატოვების დროს ჯ. ც-ს ხელში ეჭირა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ლ. ტ-სთვის იარაღის წართმევის მომენტი, თუმცა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით უტყუარად არ დგინდება შემთხვევის ადგილის დატოვების დროს ჯ. ც-მ თან წაიღო თუ არა ლ. ტ-ს ცეცხლსასროლი იარაღი. კერძოდ, მათ შორის:

12.1.1. მოწმე ი. კ-მ განმარტა, რომ მისმა დამ – ნ. კ-ამ, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ლ. ტ-სმაისურის ქვემოთ გამოუჩნდა იარაღი, რომლისკენაც ხელი წაიღო მათთვის უცნობმა პირმა, დაიძახა: ,,-ლ., იარაღი”. ჭიდაობის შემდეგ, საბოლოოდ, ჯ. ც-მ ლ. ტ-ს წაართვა იარაღი, ორჯერ ჩაარტყა თავში და თანამსჯავრდებულებთან ერთად ავტომანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი (15:34:45; 15:46:50; 15:48:35; 17:26:17). კონფლიქტის დასრულების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღი ძირს დაგდებული არ დაუნახავს და იგი გაიტაცა ჯ. ც-მ . პროკურორის კითხვაზე (აკვირდებოდა თუ არა, სად იყო იარაღი), განმარტა, რომ ლ. ტ. ყვიროდა, რომ იარაღი წაართვეს (15:53:50), იარაღის წართმევისა და თავში ჩარტყმის შემდეგ ჯ. ც-მ დატოვა შემთხვევის ადგილი (15:54:32). ,,ML-ი“ წავიდა, მას შემდეგ, რაც გაიტაცეს იარაღი (16:27:30). დედამთილის ყვირილზე: ,,- პოლიცია, პოლიცია“, მსჯავრდებულები ჩასხდნენ ავტომანქანებში და გაიქცნენ (16:39:42). ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, განმარტა, რომ მსჯავრდებულების მიერ შემთხვევის ადგილის დატოვებისას მას არ ჰქონდა საშუალება ეყურებინა რომელ ხელში გადაიტანა/ეჭირა იარაღი. მან მსჯავრდებულის ხელში მისი მეუღლის იარაღი დაინახა თავში ჩარტყმისას, ასევე გაქცევისას, თუმცა გაქცევისას რომელ ხელში ეჭირა (,,მარჯვენა ხელში ეჭირა თუ მარცხენაში, თუ უბრალოდ იხუტებდა, ეს არ ჩანდა) ვერ დაინახა, მაგრამ ხელში ეჭირა, როცა გაიქცა (17:04:45). ჩარტყმის შემდეგ, ხელში იარაღით გაიქცა, რა დროსაც მას ხედავდა ზურგის მხრიდან. ამ დროს რომელ ხელში ეჭირა, არ იცის, ვინაიდან ამ დროს ეხმარებოდა დასისხლიანებულ მეუღლეს (17:04:00). მოწმემ დაადასტურა, რომ იგი ვერ დაინახავდა სხვა პირისათვის იარაღის გადაცემის ფაქტს. ასეთი რამ არც დაუნახავს, მან დაინახა მხოლოდ ის, რომ იარაღი, რომელიც მის მეუღლეს ჩაარტყა, ხელში ეჭირა გაქცევისას (17:07:05). იმავდროულად, მან დაინახა ჯ. ც-ს ავტომანქანისკენ გაქცევა, თუმცა არ დაუნახავს ავტომანქანაში ჩაჯდომის მომენტი (17:10:00).

12.1.1.1. მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ტელეფონის წართმევის ფაქტი, თუმცა დედამთილისაგან იცის, რომ როდესაც ის ცდილობდა სსიპ ,,112-ში“ დარეკვას წაართვეს ტელეფონი (17:13:01).

12.1.2. მოწმე ი. კ-მ განმარტა, რომ ფიზიკური დაპირისპირებისას დაინახა, რომ მის მეუღლეს – ლ. ტ-ს– აეწია მაისური და გამოუჩნდა იარაღი, რომლისკენაც ჯ. ც-მ წაიღო ხელი, რის გამოც მეუღლეს დაუძახა: ,,-ლ., იარაღი, იარაღი“. ჯ. ც. და მ. მ. ცდილობდნენ ლ. ტ-სათვის, რომელმაც მკერდთან დაიჭირა იარაღი, წაერთმიათ. ლ. ტ. წააქციეს და საბოლოოდ ჯ. ც-მ წაართვა და თავში ორჯერ ჩაარტყა იარაღი, რის შემდეგაც ყველანი გაიქცნენ ავტომანქანით და იარაღიც წაიღეს (14:35:25; 14:42:00; 14:45:31; 15:34:05). რომელ ავტომანქანაში ჩაჯდა ჯ. ც. , არ ახსოვს. მათი გაქცევისას ლ. ტ. ყვიროდა – ,,იარაღი, იარაღი”. მსჯავრდებულები – ,,ვითომ იქ რაღაცას ეძებდნენ” და ყვიროდნენ – ,,იარაღი, ბიჭო, იარაღი”, ისინიც ეძებდნენ თუ არა, არ იცის (14:45:50; 14:51:27). მოწმემ განმარტა, რომ გაქცევისას ჯ. ც. ს ხელში ეჭირა იარაღი, თუმცა რომელ ავტომანქანაში ჩაჯდა იგი, არ ახსოვს (14:46:53). ი. კ. რეკავდა სსიპ ,,112-ში“ (14:48:51).

12.1.2.1. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თ. ბ. რეკავდა სსიპ ,,112-ში“, რა დროსაც დაინახა, რომ ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და იარაღთან ერთად წაიღეს, თუმცა უშუალოდ როგორ წაიღეს არ დაუნახავს (არ უდევნებია თვალი), დაინახა მხოლოდ წართმევის ფაქტი (14:50:17; 14:55:39; 14:56:42). მოწმემ განმარტა, რომ ლ. ტ. ჩხუბის დროს წააქციეს, რა დროსაც ჯ. ც-მ წაართვა, თავში ორჯერ ჩაარტყა იარაღი და თავდამსხმელებთან ერთად გაიქცა (15:39:42; 16:03:24). მოწმემ დაადასტურა, რომ მას ჯ. ც-ს ავტომანქანაში ჩაჯდომა არ დაუნახავს, თუმცა დაინახა იარაღით ხელში მისი გაქცევის ფაქტი (16:06:45).

12.1.3. მოწმე თ. ბ-მ განმარტა, რომ ი-ს დამ – ნ. დაუძახა ლ-ს, რომ მსჯავრდებულებს იარაღის წართმევა უნდოდათ, რის გამოც, ლ-მ ხელში დაიჭირა იარაღი, რათა არ წაერთმიათ. მსჯავრდებულებმა ლ. ტ. წააქციეს და ურტამდნენ. ც-მ (რომლის სახელიც არ იცის) წაართვა იარაღი (16:28:45), თავში ჩაარტყა ლ. ტ-ს, რის შემდეგაც ავტომანქანებით წავიდნენ. წასვლისას ც-მ თან წაიღო იარაღი, თუმცა არ იცის, რომელ ხელში ან რა ფორმით ეჭირა იგი (16:33:55; 16:36:55; 16:57:14; 17:37:37). მსჯავრდებულების გაქცევისას, ერთმანეთს ეუბნებოდნენ – ,,ბიჭო, პისტოლეტი ხომ მოგაქვს?!” (16:52:38). მსჯავრდებულები როგორ ჩასხდნენ ავტომანქანაში, არ დაუნახავს (სალონის წინა მხარეს თუ – უკან) – ,,ესენი ყველა მახსოვს, ყველა ჩაჯდა მანქანაში და გაიქცნენ, იქ, რომ მოვიხედე, არავინ არ იყო და აბა სად წავიდნენ” (17:10:39). ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები ბუჩქებში ეძებნენ რაღაცას, პისტოლეტი იყო დაკარგული, თუმცა შეიძლება სხვა რამე იყო დაკარგული. თავად ადგილზე არ უთქვამს, რომ იარაღი ც-ს ჰქონდა წაღებული, რადგან არავის უკითხავს (17:53:18).

12.1.3.1. მოწმე თ. ბ-მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს ხელში ეჭირა ტელეფონი და ყვიროდა – ,,პოლიცია, პოლიცია“, მ-მ იფიქრა, რომ პოლიციაში რეკავდა, რის გამოც დაეტაკა ხელში და წაართვა ტელეფონი (16:33:00; 16:52:13). მ-მ, იმიტომ წაგლიჯა ტელეფონი, რომ მას პოლიციაში არ დაერეკა და არა იმიტომ, რომ მსჯავრდებულს მოეწონა მისი ტელეფონი (17:42:33). აღნიშნულის შემდეგ მ. ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა (17:43:56).

12.2. შესაბამისად, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, თუ ვინ, რა ფორმით და რა მიზნისთვის წაიღო შემთხვევის ადგილიდან სადავო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, მოწმეთა განმარტებით, ლ. ტ-სჯ. ც-მ წაართვა და რომელიც საბოლოოდ კ-ს რაიონის ს. მ-ის სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი; ასევე, – როდესაც მტკიცებულებებით არ დასტურდება იარაღის სწორედ ჯ. ც-ს მიერ შემთხვევის ადგილიდან წაღების ფაქტი (აღმოჩენილ იარაღზე არ აღმოჩნდა ჯ. ც-ს ხელის კვლები (ანაბეჭდები)), – არარელევანტურია ბრალდების მხარის მტკიცება ჯ. ც-ს მიერ იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან დაკავშირებით. მით უფრო, მოწმე პ. კ-ს ჩვენების პირობებში, რომლის თანახმად, კონფლიქტის ადგილიდან მსჯავრდებულების წასვლიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, ბალახებში ფეხი დაადგა პისტოლეტს, რომელსაც ფეხი დაარტყა და გადააგდო ბალახებში (14:53:40), ხოლო მოწმე ი. კ-ს განმარტებით, მსჯავრდებულების გაქცევისას ლ. ტ. ყვიროდა – ,,იარაღი, იარაღი”. მსჯავრდებულებიც – ,,ვითომ იქ რაღაცას ეძებდნენ” და ყვიროდნენ – ,,იარაღი, ბიჭო, იარაღი”. ისინიც ეძებდნენ თუ არა არ იცის (14:45:50; 14:51:27). ასევე – მოწმე თ. ბ-ს ჩვენების თანახმად, ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები ბუჩქებში ეძებნენ რაღაცას, პისტოლეტი იყო დაკარგული (თუმცა, შეიძლება, სხვა რამე იყო დაკარგული). თავად არ უთქვამს, რომ იარაღი ც-მ წაიღო, რადგან არავის უკითხავს (17:53:18).

12.2.1. სასამართლო ითვალისწინებს კასატორის მტკიცებას, რომ სარწმუნოობას/სანდოობას მოკლებულია პ. კ-ს ჩვენება, თითქოს ფეხი დაადგა, შემდეგ დაარტყა და ბალახებში გადააგდო პისტოლეტი, იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილზე არაერთი პირი ეძებდა სადავო იარაღს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმის დადასტურების შემთხვევაშიც კი, რომ პ. კ-ს შემთხვევის ადგილზე არ უნახავს ძირს დაგდებული სადავო იარაღი, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ჯ. ც-ს მიერ იარაღის მხოლოდ დაუფლების ფაქტი, მაგრამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება შემთხვევის ადგილიდან უშუალოდ ჯ. ც-ს მიერ იარაღის თან წაღების ან/და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო.

13. საკასაციო სასამართლო, თვითმხილველი მოწმეების, მათ შორის, დაზარალებულ თ. ბ-სჩვენების მხედველობაში მიღებით (შემთხვევის დროს ხელში ეჭირა ტელეფონი და ყვიროდა – ,,პოლიცია, პოლიცია“, მ-მ იფიქრა, რომ პოლიციაში რეკავდა, რის გამოც დაეტაკა ხელში და წაართვა ტელეფონი (16:33:00; 16:52:13). მოწმემ დაადასტურა, რომ ტელეფონი იმიტომ წაგლიჯა მ-მ, რომ მას პოლიციაში არ დაერეკა და არა იმიტომ, რომ მსჯავრდებულს მოეწონა მისი ტელეფონი (17:42:33). აღნიშნულის შემდეგ მ. ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა (17:43:56). ამასთან, განმარტა, რომ მსჯავრდებულები როგორ (სალონის წინა მხარე თუ უკან) ჩასხდნენ ავტომანქანაში არ დაუნახავს – ,,ესენი ყველა მახსოვს, ყველა ჩაჯდა მანქანაში და გაიქცნენ, იქ, რომ მოვიხედე, არავინ არ იყო და აბა სად წავიდნენ” (17:10:39)), ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას მ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მობილური ტელეფონის მ. მ-ს მიერ შემთხვევის ადგილიდან წაღების ფაქტი. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოწმე ბ. კ-მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახა ძირს დაგდებული მობილური ტელეფონი, რომელზეც იფიქრა, რომ ის ეკუთვნოდა მამამისის რომელიმე მეგობარს და წაიღო სახლში, მოგვიანებით მესაკუთრის დადგენის და გადაცემის მიზნით. სწორედ ამ მიზნებისთვის ტელეფონი სახლში მისვლისას გადასცა მამამისს (16:43:17; 16:48:02), რაც ასევე დაადასტურა მოწმე პ. კ-ლმა, რომელმაც საბოლოოდ სადავო ტელეფონი გადასცა თ. ბ-ს, რათა გამოერკვია მესაკუთრე და დაებრუნებინა (14:55:23), რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს, მ. მ-ს მიერ მობილური ტელეფონის თ. ბ-სთვის ხელიდან გატაცების შემდგომ, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანწაღებას.

13.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებული თ. ბ-ს და მოწმე ი. კ-ს ჩვენებით დასტურდება მ. მ-ს მიერ დაზარალებულისთვის მობილური ტელეფონის ხელიდან გატაცების ფაქტი, თუმცა არ დგინდება აღნიშნული ტელეფონის მისაკუთრების მიზანი.

13.2. ზემოაღნიშნულისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ თ. ბ-მ. მ-მ მობილური ტელეფონი ხელიდან გასტაცა მაშინ, როცა თ. ბ. აპირებდა პოლიციაში დარეკვას, რითაც დაზარალებულს არ მისცა პილიციაში დარეკვის შესაძლებლობა (დაზარალებულის ჩვენებით, – ტელეფონი, იმიტომ წაგლიჯა მ-მ, რომ მას პოლიციაში არ დაერეკა და არა იმიტომ, რომ მსჯავრდებულს მოეწონა მისი ტელეფონი (17:42:33)) საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილშიც.

14. რაც შეეხება კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელების გამკაცრების, კერძოდ, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელების შეფარდების ნაწილში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

14.1. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არათუ რაიმე მტკიცებულება/არგუმენტიც, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების გამკაცრება, არამედ საერთოდ არ ასაბუთებს აღნიშნულ მოთხოვნას (სასჯელის დამძმების მოთხოვნა მითითებულია მხოლოდ საკასაციო საჩვრის მოთხოვნაში, ხოლო მოთხოვნის დასაბუთება მიემართება მხოლოდ განაჩენის გამამართლებელ ნაწილის უკანონობას), რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის („საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:“) და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის („საკასაციო საჩივარში კასატორმა ... ასევე უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა“).

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების – ჯ. ც-ს,მ. მ-ს, გ. ფ.ს, ნ. ც.სა და ბ. ხ-ს, როგორც მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში, ასევე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების ნაწილშიც.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბარბარა ჩხეიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი