საქმე # 330100124009350127
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №296აპ-25 ქ. თბილისი
ნ. ლ.296აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ლ. ნ-ს, – პირადი ნომერი: … – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით.
ლ. ნ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 12 აპრილს, ღამის საათებში, ქ.თ.. , დ..უ-ს ქ.№-ში მდებარე მაღაზია „ს..-“ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ლ. ნ. თავს დაესხა თ. ბ-ს - დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოსთხოვა სალაროს გახსნა და ფულის გადაცემა, რის შედეგადაც სალაროდან დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ 420 ლარს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით:
2.1. ლ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ , ,,დ’’ ქვეპუნქტებზე;
2.2. ლ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. ლ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 13 აპრილიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
2024 წლის 12 აპრილს, ღამის საათებში, ქ.თ., დ. უ-ს ქ.-ის №---ში მდებარე მაღაზია „ს..“ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ. ნ-მ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეაღწია სალაროს ტერიტორიაზე, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, თ. ბ-ს მოსთხოვა სალაროს გახსნა და ფულის გადაცემა. თ. ბ-მა გახსნა სალარო, რომლიდანაც ლ. ნ. აშკარად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ 420 ლარს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოგა კაკოჩიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, ლ. ნ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ლ. ნ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჭ-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ლ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებზე;
5.2. ლ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - განაჩენთა ერთობლიობით) დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.4. ლ. ნ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 13 აპრილიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა, რომელიც ითხოვს ლ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ლ. ნ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებას და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
2. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია და ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასევე საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირის მიზანს წარმოადგენს დაზარალებულის მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პირი იყენებს თავდასხმას (რომელიც ხორციელდება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთივე ძალადობის გამოყენების მუქარით). იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლისათვის/ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა უნდა იყოს როგორც იმწუთიერი, ასევე რეალური. მუქარის რეალურობის შეფასებისათვის გამოიყენება ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები. მოცემულ შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს ლ. ნ-ს მიერ დანის დემონსტრირება/გამოყენება, მხოლოდ დაზარალებული უთითებს დანაზე, თავდასხმისას სავარაუდოდ გამოყენებული დანა არ იქნა ამოღებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, ლ. ნ-ს განმარტებით მას ხელში ეკავა მანქანის გასაღები.
3. მოცემულ შემთხვევაში, როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, მოვლენათა განვითარების დინამიკით (მათ შორის, მაგალითად, ლ. ნ-ს მიერ, სალაროსთან, დანის გამოყენებით დამუქრების მიუხედავად, დაზარალებული მას უწევს აქტიურ წინააღმდეგობას, ძალით გაჰყავს სალაროს მიმდებარე ტერიტორიიდან), ასევე დაზარალებულ თ. ბ-ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულმა რეალურად აღიქვა ძალადობის მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ლ. ნ-ს მიერ იმ ინტენსივობის ძალადობა ან/და ძალადობის მუქარა, რომელიც ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია. ამასთან, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
7. ლ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია სააპელაციო სასამართლოს განაჩენით და შესაბამისად, სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს.
8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ნ-ს სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობის წესით.
8.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩინება; 2025 წლის 14 ივლისის 11აპ-25 განაჩენი). ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა აღსრულდეს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით შეფარდებულ და მოუხდელ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
8.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იმსჯელებს ლ. ნ-ს მიმართ გამოტანილ წინარე განაჩენებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით:
9.1. ლ. ნ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე;
9.2. ლ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა – 1 წლით;
9.3. ლ. ნ-ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით:
10.1. დამტკიცდა პროკურორსა და ლ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
10.2. ლ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
10.3. ლ. ნ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან 2021 წლის 15 აპრილიდან.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით:
11.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენმა N1/2308-21 სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით 1/4171-20 დანიშნული სასჯელი, შინაპატიმრობა 1 წელი;
11.2. საბოლოოდ, ლ. ნ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი;
11.3. ლ. ნ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2021 წლის 15 აპრილიდან.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
12.1. დამტკიცდა პროკურორსა და ლ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
12.2. ლ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
12.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი;
12.4. მსჯავრდებულ ლ. ნ-ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2023 წლის 13 სექტემბრიდან.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით:
13.1. დამტკიცდა პროკურორსა და ლ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
13.2. ლ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
13.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
13.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ლ. ნ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ. ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
14.1. ლ. ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მას ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – 1 წელი შინაპატიმრობა უნდა შემცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 9 თვითა და 18 დღით შინაპატიმრობა.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით კი ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
15.1. ლ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მას ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, ლ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.
15.2. იმავდროულად, ლ. ნ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელებზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება).
15.3. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს ამავე განაჩენით ლ. ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ პირობით მსჯავრზე (3 წელი), რაც უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 2 წელი და 6 თვე პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ლ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობის წესით დაენიშნა სასჯელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
16.1. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებაში. კერძოდ,
16.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი.
16.3. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
16.3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ლ. ნ-ს განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, დღეის მდგომარეობით სრულად მოხდილია და შესაბამისად მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი (როგორც მოხდილ სასჯელზე).
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ლ. ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე (რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა)) გამომდინარე ამნისტია არ ვრცელდება.
17.1. შესაბამისად, ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 10 თვე.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით, ლ.ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა)) გამომდინარე ამნისტია არ ვრცელდება.
18.1. ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის 1/3. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის პროპორციული (1/3) წილი – 11 თვე და 10 დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ. ნ-ს განესაზღვროს – 3 წელი, 11 თვე და 10 დღე თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64, 67-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო (2025 წლის 25 თებერვლის) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. ლ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე;
2.2. ლ. ნ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.3.1. ლ. ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წელი შინაპატიმრობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით შემცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს – 9 თვითა და 18 დღით შინაპატიმრობა;
2.3.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.4.1. ლ. ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
2.4.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
2.5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა სრულად შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი.
2.5.2. საბოლოოდ, ლ. ნ-ს განესაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.6.1. ლ.ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;
2.6.2. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, და საბოლოოდ, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 10 თვე.
2.6.3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.7.1. ლ.ნ-სათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;
2.7.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის პროპორციული (1/3) წილი – 11 თვე და 10 დღე. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ. ნ-ს განესაზღვროს – 3 წელი, 11 თვე და 10 დღე თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
2.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - განაჩენთა ერთობლიობით) დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 11 თვე და 10 დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. ლ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2024 წლის 13 აპრილიდან;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი ლ. ნ-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი