Facebook Twitter

საქმე N 010100123007918991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№233აპ-25 ქ. თბილისი

შ. გ., 233აპ-25 24 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 12 აგვისტოს ღამის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის 12 აგვისტოს ღამის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 9 აგვისტოს – ი. ლ-ს – ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 9 აგვისტოს – გ. შ-ს – ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 9 აგვისტოს – გ. შ-ს – ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც, ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2021 წლის ეპიზოდი), რაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გამოიხატა შემდეგით:

1.1. გ. შ-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ქოთნებში უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუწია და მოიყვანა – 1855,45 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი – მცენარე კანაფი, რომელიც 2023 წლის 12 აგვისტოს, ღამით, ამოიღეს ... მდებარე მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკისას.

1.2. 2013 წლის 12 აგვისტოს, ღამით, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ. სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მეუღლეს – ი. ლ-სა და შვილებს – გ. და გ. შ-ებს. აღნიშნულის შემდეგ სანადირო იარაღიდან რამდენჯერმა გასროლით სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის შვილებს – გ. და გ. შ-ებს. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2023 წლის 12 აგვისტოს, ღამით, .... მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ-მ ხელის არეში ხელის მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს – ი. ლ-ს – რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის 9 აგვისტოს, დღისით, სატელეფონო კომუნიკაციისას, გ. შ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ, თავის მეუღლეს – ი. ლ-ს – რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2023 წლის 9 აგვისტოს, დღისით, სატალეფონო კომუნიკაციისას, გ. შ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ, თავის შვილს – გ. შ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2023 წლის 9 აგვისტოს, დღისით, სატალეფონო კომუნიკაციისას, გ. შ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ, თავის შვილს – გ. შ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.7. 2022 წლის აგვისტოში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ-მ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს – ი. ლ-ს – რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.8. 2022 წლის აგვისტოში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ი. ლ-ს – რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.9. 2021 წელს ... ბინაში ყოფნისას, გ. შ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ი. ლ-ს – რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გ. შ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენით გ. შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აგვისტოს – ირმა ლორთქიფანიძის –ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აგვისტოს – გიგა შეშელიძის – ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აგვისტოს – გუგა შეშელიძის – ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 აგვისტოს ღამის ეპიზოდი) – 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 12 აგვისტოს ღამის ეპიზოდი) – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა – 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, 2 წლით აეკრძალა: იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. შ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 12 აგვისტოს ღამის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის 12 აგვისტოს ღამის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2023 წლის 12 აგვისტოს, ღამით, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ. სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს – ი. ლ-ს, შვილებს – გ. და გ. შ.-ს. აღნიშნულის შემდეგ, სანადირო იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა შვილებს – გ. და გ.ა შ-ებს. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.2. 2023 წლის 12 აგვისტოს, ღამით, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ-მ ხელის არეში ხელის მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა თავის მეუღლეს – ი. ლ-ს – რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა – რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – გამოყენება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა – რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – გამოყენებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით – შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური, ბალისტიკური, სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნებით, „112-დან“ გამოთხოვილი შეტყობინების აუდიოჩანაწერით, მოწმეების: ი. შ-ს, ო. ჯ-ს, მ. გ-ს, ი. ო-ს, თ. ლ-ს, ს. ლ-სა და თ. ლ-ს ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმებით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გ. შ-ს წარდგენილი ბრალდებების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან არ ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, საქმეში არსებული სამხილების კვალდაკვალ, უტყუარად დადგინდა გ. შ-ს მიერ 2023 წლის 12 აგვისტოს ოჯახის წევრებზე ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რისთვისაც მას კანონიერად დაედო მსჯავრი, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ. შ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი სხვა დანაშაულების ჩადენა. კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ დაზარალებულებმა: ი. ლ-მ, გ. და გ შ-ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი ახლო ნათესავის – გ. შ-ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ნაწილი – ადასტურებს 2023 წლის 12 აგვისტოს გ. შეშელიძის მიერ კონკრეტული ოჯახური დანაშაულების ჩადენას, რისთვისაც მსჯავრი აქვს დადებული, თუმცა მისთვის ბრალადშერაცხილ სხვა ქმედებებთან მიმართებით – არაფრისმთქმელია და, შესაბამისად, ამ ბრალდებების დასადასტურებლად ვერ გამოდგება; ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ დანაშაულის საგნის იმ ფართიდან ამოღების შემთხვევაში, რომლითაც სარგებლობენ სხვა პირებიც (მაგ. ოჯახის წევრები) და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის საგნის მსჯავრდებულის მიერ უშუალოდ შეძენა/შენახვა/სარგებლობა, დასკვნა რომ ამოღებული ობიექტი შეინახა მსჯავრდებულმა/გამართლებულმა პირმა არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №563აპ-19, პუნქტი 9). შესაბამისად, 2023 წლის 12 აგვისტოს, ... მდებარე, ი. ლ-ს სახელზე რეგისტრირებული, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას კუთვნილებასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრონციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. კასატორის მიერ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 300-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ, მათ შორის, გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას, თუმცა ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარში კასატორმა უნდა განმარტოს, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს, ასევე უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, ხაზგასასმელია, რომ ბრალმდებულის საკასაციო საჩივარში გაცხადებული სასჯელის გამკაცრების მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის საუარესოდ გასცდეს საჩივრის ფარგლებს და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაამძიმოს გ. შ-სათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელი.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი