Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №252აპ-25 6 აგვისტო, 2025 წელი

ა-ი გ., №252აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე გ. ა-ისა და ი. მ-ას ადვოკატების – ს. ა-ის, გ. მ-ისა და ი. გ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ა-ს ბრალად ედებოდა:

ა) დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტები, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია);

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია);

გ) ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი).

1.2. გ. ა-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა – 4000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 6 ოქტომბერს, თ-ში, --ის ქუჩის --ს მიმდებარედ, გ. ა-მა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,4779 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა – 4000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ა-მა ი. მ-ასთან წინასწარი შეთანხმებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს, თ-ში, მ. ი. პ-ის გამზირის N--ის მიმდებარედ, მათ მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1877 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ყავისფერი ფხვიერი ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღეს ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა – 4000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, გ. ა-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების – ოპიუმის – ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

1.3. ი. მ-ას ბრალად ედებოდა:

ა) დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტები, სამი ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია);

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.4. ი. მ-ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 28 სექტემბერს, თ-ში, მეტრო „ს-ის“ მიმდებარედ, ი. მ-ამ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,2740 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ნაჭერსა და მოთეთრო-მოყავისფრო წარწერებიან ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 2 ოქტომბერს, თ-ში, მ. ი. პ-ის გამზირის N--ის მიმდებარედ, ი. მ-ამ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,30406 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰერონის შემცველი თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 400 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 4 ოქტომბერს, თ-ში, -ის ქუჩის N--ის მიმდებარედ, ი. მ-ამ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,3734 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰერონის შემცველი მოთეთრო და მოშავო პოლიმერული მასალის თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) ნაჭრებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, 350 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 12 ოქტომბერს, თ-ში, მ. ი. პ-ის გამზირის N--ის მიმდებარედ, ი. მ-ამ გ. ა-თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1877 გრამი, ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის შემცველი თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ყავისფერი ფხვიერი ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღეს ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენით:

· გ. ა-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი);

· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი);

· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გ. ა-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

· ი. მ-ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელაად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 6 თვით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი);

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. მ-ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 11 თვე და 22 დღე და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. მ-ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 6 თვით;

· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ი. მ-ას 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. გ. ა-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2.2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით და, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 6 ოქტომბერს, თ-ში, -ის ქუჩის --ს მიმდებარედ გ. ა-მა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,4779 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის შემცველი გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით და, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, გ. ა-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების – ოპიუმის –ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

2.2.2. ი. მ-ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2.2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 28 სექტემბერს, თ-ში, მეტრო „ს-ის“ მიმდებარედ ი. მ-ამ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,2740 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ნაჭერსა და მოთეთრო-მოყავისფრო წარწერებიან ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 2 ოქტომბერს, თ-ში, -კის გამზირის N--ის მიმდებარედ, ი. მ-ამ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,30406 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰერონის შემცველი თეთრი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 400 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 4 ოქტომბერს, თ-ში, --ის მიმდებარედ, ი. მ-ამ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,3734 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰერონის შემცველი მოთეთრო და მოშავო პოლიმერული მასალის თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) ნაჭრებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, 350 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა.

2.2.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. მ-ამ 2023 წლის 12 ოქტომბერს, თ-ში, ---ის მიმდებარედ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1877 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის შემცველი თეთრი პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ყავისფერი ფხვიერი ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ი. მ-ას ადვოკატმა – ი. გ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში ი. მ-ასთან მიმართებით, ხოლო მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატებმა – ს. ა-მა და გ. მ-ემ – მათი დასაცავი პირის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით:

· მსჯავრდებულების ადვოკატების – ი. გ-ის, ს. ა-ისა და გ. მ-ის – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენი;

· გ. ა-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი);

· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 4 დეკემბრიდან;

· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გ. ა-ს 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

· ი. მ-ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი);

· ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

· ი. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 6 თვით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი);

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. მ-ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი. მ-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვისა და 22 დღის – მოხდისგან. მასვე, აღუდგა 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები, გარდა – იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა. ი. მ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა და 6 თვით, რაც აეთვალა 2023 წლის 4 დეკემბრიდან;

· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ი. მ-ას 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

3.2.1. მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატები – ს. ა-ი და გ. მ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი), შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: გ. ა-ის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს ვარაუდი; საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა; არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გ. ა-მა ფულადი თანხა მატერიალურად აიღო ან სხვას გადასცა; ზ. გ-ი აგენტ-პროვოკატორია.

3.2.2. მსჯავრდებულ ი. მ-ას ადვოკატი – ი. გ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში და, შესაბამისად, ი. მ-ას უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრადშერაცხილ ყველა ეპიზოდში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არაობიექტურად, წინასწარდადგმული სცენარით წარიმართა; ი. მ-ა აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლია; ი. მ-ას მიზანი და მოტივი არა ნარკოტიკული საშუალების გასაღება, არამედ – ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ჯგუფურად შეძენა იყო.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმსჯელებს ი. მ-ასთვის მსჯავრდშერაცხილ დანაშაულებზე – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (2023 წლის 28 სექტემბრის, 2023 წლის 2 ოქტომბრისა და 2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდები).

4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის სექტემბერში, მეტროსადგურ „ს-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. გ-ს საერთო ნაცნობმა გააცნო ი. მ-ა, რომელმაც თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემა შესთავაზა ზ. გ-ს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ფაქტი აცნობა სამართალდამცველებს და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, ითანამშრომლა გამოძიებასთან. გამოძიების მიმდინარეობისას შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც დაევალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების – საკონტროლო შესყიდვის – ჩატარება. იმავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც საგამოძიებო მოქმედების წინ გადაეცა ზ. გ-ს. ეს უკანასკნელი ი. მ-ასთან შესახვედრად ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი მიდიოდა. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ზ. გ-მა ი. მ-ასგან სამჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – 2023 წლის 28 სექტემბერს, 2023 წლის 2 ოქტომბერსა და 2023 წლის 4 ოქტომბერს. მათგან არცერთ შემთხვევაში ყოფილა რაიმე შეთანხმება ნარკოტიკის ერთობლივად შეძენაზე. მეტიც, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები ადასტურებს, რომ ნარკოტიკის გადაცემისას ი. მ-ას ამოძრავებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტება, რომ ი. მ-ა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დაეხმარა ზ. გ-ს, არ უნდა იქნეს გაზიარებული.

4.4. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული) მიმართებით და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30).

4.5. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება გ. ა-ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი). კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალა და მოწმე ზ. გ-ის ჩვენება ცალსახად ადასტურებს, რომ გ. ა-მა ზ. გ-ს მიასაღა ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი. შეხვედრის ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია გ. ა-ის მიერ ზ. გ-ისთვის დაფასოებული ნივთიერების გადაცემის ფაქტი, რაც ვიდეოჩანაწერის შინაარსის გათვალისწინებით, არ იძლევა აღნიშნულის სხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას (გ. ა-ი და ი. მ-ა მიდიან ზ. გ-ის ავტომანქანასთან, რა დროსაც გ. ა-ი ზ. გ-ს ეუბნება, რომ არ გადმოვიდეს მანქანიდან და უწვდის ხელს, სადაც უჭირავს მობილური ტელეფონი და პატარა მრგვალი შეკვრა. ზ. გ-ი გ. ა-ს ართმევს მხოლოდ პატარა შეკვრას (ნარკოტიკულ საშუალებას). გ. ა-ს ტელეფონი უკან მიაქვს. ამის შემდეგ გ. ა-ს გადააქვს საუბარი სხვა თემაზე და ზ. გ-ს ეკითხება, თუ რა სჭირს ფეხზე. ი. მ-ა კი, ზ. გ-ს ესაუბრება თანხასთან დაკავშირებით).

4.6. მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების გასაღებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაზე, თუმცა ამგვარი შემთხვევების საფუძველი მსჯავრდებულის ქმედებაში გასაღების მიზნის დაუდასტურებლობა იყო, განსხვავებით მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, რომელთა ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. გ-ისთვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის დროს მსჯავრდებულებს გააჩნდათ რეალიზაციის მიზანი.

4.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გ. ა-მა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ქმედების ჩადენის მომენტში გ. ა-ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით იყო ნასამართლევი.

4.8. რაც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას არაერთგზის და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული, ამ ეპიზოდთან მიმართებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ზ. გ-სა და გ. ა-ს შორის ნარკოტიკის შესაძენად მოლაპარაკება არ შემდგარა. ამასთან, ზ. გ-ს გ. ა-ისათვის თანხაც არ ჩაურიცხავს. წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. ა-მა იცოდა ი. მ-ას განზრახვის შესახებ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზ. გ-ს გ. ა-მა უთხრა, რომ ი. მ-ა მივიდოდა მალე და ი. მ-ას მიერ ზ. გ-ისთვის ნარკოტიკის გადაცემის დროს იდგა ავტომანქანასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ ადასტურებს გ. ა-ის მიერ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას.

4.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა, როგორც გ. ა-ის, ისე – ი. მ-ას ქმედებები და დაცვის მხარის ძირითადი (მათ შორის, დანაშაულის პროვოკაციასთან დაკავშირებული) არგუმენტები დასაბუთებულად უარყო. ამასთან, ორივე მსჯავრდებულს დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი სასჯელი, რა დროსაც მართებულად გაითვალისწინა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნები.

4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი გ. ა-ისა და ი. მ-ას მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ისა და ი. მ-ას ადვოკატების – ს. ა-ის, გ. მ-ისა და ი. გ-ის – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე