Facebook Twitter

საქმე # 010100123007886397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №363აპ-25 ქ. თბილისი

კ. უ. 363აპ-25 8 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ უ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. შ–ისა და დ. ჩ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 87-ე, 89-ე მუხლებით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ უ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. შ–ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენზე;

2. მსჯავრდებულ უ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე