Facebook Twitter

საქმე # 330100124010450548

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №552აპ-25 ქ. თბილისი

გ. ც. 552აპ-25 11 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. ს. ბ-ს, – პირადი ნომერი: …., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. ს. ბ. და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ., ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ლ. ნ-ს და 30 400 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, დ. გ-ს გ-ს N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. ს. ბ-მ და ც. გ-მ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ლ. ნ-ს ნდობა და 2022 წლის 5 მაისს თ-ში, გ. რ-ს ქუჩის N..-ში მდებარე ზ.. ბ-ს სანოტარო ბიუროში ც. გ-თან დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 30 400 ლარს.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ს. ბ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

1.2. ა. ს-ს, – პირადი ნომერი: .., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი ე. გ. და ა. ს. ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ თ. კ-ს და 17500 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, ც. დ-ს ქუჩა N..-ის N.. ბინაში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაგირავება წელიწადნახევრით. 2021 წლის 4 აპრილს ა. ს-მ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ თ. კ-ს ნდობა და თ-ში, დ-ს მ-ში, გრ-. რ-ს ქუჩის N.-ში მდებარე ზ. ბ-ს სანოტარო ბიუროში თ. კ-ს ძმასთან – დ. კ-სთან გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, ვითომდა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 17 500 ლარს;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. ს-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

1.3. ც. გ-ს, – პირადი ნომერი: …, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.3.1. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი ე. გ. და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ. ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ბ. ჭ-ს და 20700 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, ჩ-ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. ც. გ-მა და ჯგუფის სხვა წევრებმა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ბ. ჭ-ს ნდობა და 2021 წლის 7 მაისს თ-ში, გ. რ-ს ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ-ს სანოტარო ბიუროში ც. გ-თან დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 20 700 ლარს;

1.3.1.1. აღნიშნული ქმედებით ც. გ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

1.3.2. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი ე. გ. და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ., ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ზ. გ-ს და 15 800 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, გ-ს „ა“ მ/რ-ის, N.. კორპუსის N.. ბინაში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. ც. გ-მა და ჯგუფის სხვა წევრებმა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ზ. გ-ს ნდობა და 2021 წლის 27 ოქტომბერს თ-ში, გ. რ-ს ქუჩის N.-ში მდებარე ზ. ბ-ს სანოტარო ბიუროში ც. გ-თან დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას –15800 ლარს;

1.3.2.1. აღნიშნული ქმედებით ც. გ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

1.3.3. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი ე. გ. და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ., ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ნ. ხ-ს და 16000 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, თ. მ-ს გ-ს N..-ის ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. ც. გ-მ და ჯგუფის სხვა წევრებმა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ნ. ხ-ს ნდობა და 2021 წლის 2 ივლისს თ-ში, გ. რ-ს ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ-ს სანოტარო ბიუროში ც. გ-თან დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 16 000 ლარს;

1.3.3.1. აღნიშნული ქმედებით ც. გ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

1.3.4. თაღლითურიჯგუფის ორგანიზატორი ე. გ. და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ., ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ი. ხ-ს და 12 500 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, ზ-ს უ-ში, მე-.. მ/რ-ის, მე-.. კ-ს, N..კორპუსის N.. ბინაში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება 2 წლით. ც. გ-მ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ი. ხ-ს ნდობა და 2021 წლის 29 ივნისს თ-ში, გ. რ-ს ქუჩა N..-ში მდებარე ზ.. ბ-ს სანოტარო ბიუროში ც. გ-თან დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 12 500 ლარს;

1.3.4.1. აღნიშნული ქმედებით ც. გ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

1.3.5. ს. ბ., ი. მ. და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ., ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ლ. ნ-ს და 30 400 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თ-ში, დ. გ-ს გ- N..-ის N.. ბინაში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. ს. ბ-მ და ც. გ-მა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ლ. ნ-ს ნდობა და 2022 წლის 5 მაისს თ-ში, გ. რს ქუჩის N.-ში მდებარე ზ. ბ-ს სანოტარო ბიუროში ც. გ-ლთან დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 30 400 ლარს;

1.3.5.1. აღნიშნული ქმედებით ც. გ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით:

2.1. ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით;

2.1.1. ს. ბ-ს სასჯელი აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან;

2.2. ა. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვით და 6 დღით;

2.2.1. ა. ს-ს სასჯელი აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან;

2.3. ც. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა:

2.3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ჭ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით;

2.3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ. გ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით;

2.3.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ხ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით;

2.3.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ნ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით;

2.3.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ხ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით;

2.3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ჭ-ს ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით.

2.3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით („ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე) განსაზღვრულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით.

2.3.8. ც. გ-ს სასჯელი აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 29 მარტიდან 2025 წლის 21 იანვრამდე.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ. აპელანტმა მოითხოვა ს. ბ-ს, ა. ს-ს და ც. გ-ს მიმართ უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ. კასატორი ითხოვს ს. ბ-ს, ა. ს-ს და ც. გ-ს მიმართ მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას.

5.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 25 ივნისს შემოვიდა მსჯავრდებულების – ს. ბ-ს, ა. ს-ს, ც. გ-სინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ბ-სა და რ. მ-ს განცხადება. განცხადების თანახმად, დაცვის მხარეს არ აქვს მომხსენელი მოსამართლის ( ლ. ფაფიაშვილის) აცილების რაიმე საფუძველი და თანხმობას აცხადებენ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნეს მითითებული მოსამართლის თავმჯდომარეობით.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

7.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის ს. ბ-ს, ა. ს-ს და ც. გ-ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები/საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე.

9. ს. ბ-მ, ა. ს-მ და ც. გ-მა აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრათ შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ერთადერთი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – მინიმალური ხანგრძლივობით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

10. კასატორის მტკიცებაზე, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ამ დრომდე არ არის ანაზღაურებული დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება, წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 განჩინება; 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი; 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22 განჩინებები). ამასთან, „დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინებები).

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

13. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

14. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე ს. ბ-ს, ა. ს-ს და ც. გ-ს მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი