Facebook Twitter

საქმე # 330100123007511484

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №420აპ-25 ქ. თბილისი

გ-ი ქ. 420აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ქ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით:

1.1. ქ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე.

1.2. ქ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (0,2468 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (0,2468 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (0,2508 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (0,2508 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ქ. გ-ს შეეფარდა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ქ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 მაისიდან

1.4. ქ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმ პირის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით და იმ პირის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე, უკანონოდ გაასაღა 0,2727 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 13 აპრილს ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე, უკანონოდ გაასაღა 0,2392 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 20 აპრილს ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე, უკანონოდ გაასაღა 0,2468 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 21 აპრილს საღამოს საათებში, ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე, უკანონოდ გაასაღა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის საწყისი ოდენობის, 0,189 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 26 აპრილს შუადღის საათებში ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე, უკანონოდ გაასაღა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის საწყისი ოდენობის, 0,182 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 26 აპრილს საღამოს საათებში, ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე, უკანონოდ გაასაღა 0,46248 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 27 აპრილს ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

· წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა ქ. გ-მა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე, ასევე უკანონოდ გაასაღა 0,2508 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 21 აპრილს, შუადღის საათებში, ქ.მ-ში, შ. რ-ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. ზ-საგან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ქ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე.

3.3. ქ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (0,189 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (0,182 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (0,2468 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (0,2468 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (0,2508 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (0,2508 გრამი ჰეროინის, 2023 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ქ. გ-ს შეეფარდა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ქ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 მაისიდან

3.5. ქ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ქ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ქ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შვიდი ეპიზოდი).

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს ქ. გ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვას. თუმცა, სადავოდ არის გამხდარი მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება, კერძოდ, დაცვის მხარის პოზიციით, ქ. გ-ი მხოლოდ ეხმარებოდა რ. ზ-ს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და მას არ ამოძრავებდა ნარკოტიკის გასაღების მიზანი

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატ რ. ა-ის ზემოაღნიშნულ მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ქ. გ-მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და რ. ზ-ზე 200 ლარად 2023 წლის 13 და 20 აპრილს, ხოლო 21 და 26 აპრილს ორჯერ, ასევე 2023 წლის 27 აპრილს უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: მოწმე რ. ზ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ქ. გ-ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას. ქ. გ-ს გაეცნო გამოგონილი სახელით, მოიპოვა მისი ნდობა და შეუთანხმდა, რომ ნარკოტიკის შესაძენად მისწერდა „ჩ-ის“ სახელწოდებით. მსჯავრდებულს უკავშირდებოდა ტელეფონის ნომერზე ... ,,WhatsApp”-ში. 2023 წლის 13 აპრილს, გამომძიებლის დავალებით, მიწერა ქ. გ-ს და განახორციელა საკონტროლო შესყიდვა. ამის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ექვსჯერ განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - ,,ფარული აუდიოვიდეოგადაღება“. საკონტროლო შესყიდვისას შედიოდა სს „ს-ს ბ-ი“ და ქ. გ-ს ანგარიშზე რიცხავდა თანხას, რის შემდეგაც იღებდა ქვითარს. თანხის ჩარიცხვის შემდეგ მსჯავრდებული ,,WhatsApp-ში” უგზავნიდა ლოკაციას და მითითებულ ლოკაციაზე მისვლისას იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. ჯამში განხორციელდა შვიდი საკონტროლო შესყიდვა, ხოლო მერვე იყო ქ. გ-სგან საჩუქარი, როგორც კარგი გადამხდელისათვის. მოწმე რ. ზ-ის ჩვენება სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შეესაბამება როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას (ფარულ აუდიოვიდეოჩანაწერებთან), ასევე ფულადი თანხის გადაცემის ოქმებს, ამოღების ოქმებს, ქიმიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

8. 2023 წლის 20 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, სს „ს-ს ბ-ი-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით ქ. გ-ის ანგარიშის ნომერზე რ. ზ-მა 2023 წლის 13 აპრილს ჩარიცხა 200 ლარი, 2023 წლის 20 აპრილს - 200 ლარი, 2023 წლის 21 აპრილს ორ ეტაპად ჩარიცხულია 200-200 ლარი; 2023 წლის 26 აპრილს ორ ეტაპად ჩარიცხულია 200-200 ლარი და 2023 წლის 27 აპრილს ჩარიცხულია 200 ლარი.

9. 2023 წლის 21 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, მოწმე რ. ზ-ის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილია რ. ზ-სა და ქ. გ-ის კომუნიკაციის ამსახველი ე.წ. „სქრინშოტები“, ასევე სამი ხმოვანი შეტყობინება. აპლიკაცია ,,WhatsApp”-ში ქ. გ-ი კონტაქტებში შეყვანილია როგორც „m-i“, ტელეფონის ნომერი +995 ... . რ. ზ-სა და ქ. გ-ს კომუნიკაცია: „სალამი, ძმაო ჩ-ი, მივდივარ 200 ლარზე, ყველაფერი ნორმალურად არის ხო“ (ხმოვანი შეტყობინება) ,,გელოდებით თქვენ, მე დრო არ მაქვს“. ,,2 წუთი და ჩავრიცხავ“ (ჩარიცხვის ქვითარი) „კეთილი ძმა“, ფოტოსურათი წარწერით მარადისი (ხმოვანი შეტყობინება). „სალამი ძმაო, ჩ-ი, მივდივარ 200 ლარზე, ყველაფერი ნორმალურად არის“. ,,კეთილი“. (ჩარიცხვის ქვითარი, ფოტოსურათი). „ჩ-ი, ისევ მე ვარ. კიდე 200 ლარის მინდა. ძმაო, ყველაფერი წესრიგშია. ძმაო ჩ-ი“. ,,ხო წესრიგშია“. ,,ჩავრიცხო ხო“. ,,კი“. ,,ჩავრიცხავ, ახლა მალე, და წამოვალ (ჩარიცხვის ქვითარი) ჩავრიცხე ძმაო“. (ხმოვანი შეტყობინება). ,,სალამი ჩ-ი, ძმაო მივდივარ 200 ლარზე“ ,,კარგი“ (ჩარიცხვის ქვითარი) ,,ჩავრიცხე ძმაო“. ,,კეთილი“ (ფოტოსურათი წარწერით მ-სი). ,,ჩ-ი, ძმაო, კიდე მინდა 200 ლარის, ძმაო ყველაფერი კარგად არის ხო, ჩ-ი ძმაო“. ,,არა ქორწილში ვარ“. ,,ძმაო, შემიძლია ერთი წუთის მერე ჩავრიცხო, გააკეთე ძმურად ჩ-ი, აპარატთან ვარ და უცებ ჩავრიცხავ“. ,,200 ზე ხო“. ,,ხო“. ,,კარგი მიდი, ჩარიცხე“. (ჩარიცხვის ქვითარი, წაშლილი შეტყობინება) ,,მადლობა ძმაო. სალამი ჩ-ი, ძმაო მივდივარ 200 ლარზე, ძმაო ჩ-ი, ყველაფერი წესრიგშია“. ,,ხო ძმაო თანხა ჩარიცხე“. „მალე ჩაგირიცხავ ძმაო, თითქმის მივედი აპარატთან (ჩარიცხვის ქვითარი) ჩავრიცხე ძმაო“. ,,კარგი“ ფოტოსურათი წარწერით 12. „როგორ ხარ ჩ-ი, ყველაფერი წესრიგში გაქვს, კარგად არის ყველარი ჩ-ი, ძმაო, ოქრო, მითხარი, რომ წესრიგშია ყველაფერი, სად ხარ ჩ-ი. სალამი ძმაო მივდივარ 200 ლარზე, ყველაფერი რიგზეა ხო, მე ვარ ჩ-ი“. „კეთილი“. (ჩარიცხვის ქვითარი) „ყველაფერი წესრიგშია ძმა, ყველაფერი კარგადაა ჩ-ი“ (ფოტოსურათი, ხმოვანი შეტყობინება).

10. საგულისხმოა, რომ ქ. გ-ს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „პარლამენტის“ სიგარეტის კოლოფი, 2500 ლარი (ასლარიანი კუპიურები), 25 ლარი, 90 თეთრი ხურდა ფული და სხვა პირადი ნივთები, ასევე თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მცენარეული მასა.

11. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნით დადასტურებულია, რომ ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ქ. გ-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ N1-N6 დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; ექსპერტიზაზე წარდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „REC001“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე N12, N5 დისკზე საქაღალდეში სახელწოდებით: „2“ მოთავსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „REC001“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე N13, N6 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებებით: „1“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე N14, N6 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებებით: ,,2“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე N15 და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, ქ. ზ-ის ძე გ-ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე მოთავსებულ ფოტოგამოსახულებებზე N16- N17 დაფიქსირებულია ერთიდაიმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნის (უდავო) თანახმად, ირკვევა რომ გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადასტურებულია, რომ ,,... სიგარეტის, თეთრი ფერის, გახსნილ კოლოფზე(ობ.N7 წარწერით: ,,PARLIAMENT Night Blue”) და კოლოფში მოთავსებულ მომწვანო ფერის, გამჭვირვალე, პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობN8) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N7-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ქ. გ-ს (ობN17). ობ.N8-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის N1 უცნობ პირს. ობ N7,8-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; - პაკეტში, შტრიხკოდით: ,,FCD22010513’’ და წარწერით: ,,...შესაფუთი მასალა“, მოთავსებულ სიგარეტის, თეთრი ფერის, გახსნილ კოლოფზე (ობN11, წარწერით: ,,PARLIAMENT Aqua Blue’’) და კოლოფში მოთავსებულ მონაცისფრო, პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის პატარა ფრაგმენტებზე (ობN12) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N11-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ქ. გ-ს(ობ.N17). ობ. N12- ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი არ ეკუთვნის ქ. გ-ს და განსხვავდება N1 უცნობი პირის გენეტიკური პროფილისგან, ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს(უცნობი პირი N2). ობ.N11, 12-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. - სიგარეტის, მოლურჯო ფერის, გახსნილ დეფორმირებულ კოლოფზე ( ობ.N15 ,,EXEL BLEND Winston compact) და აღნიშნულ კოლოფში მოთავსებულ მომწვანო ფერის, გამჭვირვალე, პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ.N16) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N16-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ქ. გ-ს (ობ.N17), მინორული წილი და ობ.N15-ის გენტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; N1 უცნობი პირი და ქ. გ-ი არ არის გამორიცხული წარმოადგენდნენ პირველი რიგის ბიოლოგიურ ნათესავებს მამაშვილს ან ძმებს).

13. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ თითქოსდა ქ. გ-ი მხოლოდ ეხმარებოდა რ. ზ-ს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დაცვის მხარეს აღნიშნულ პრეტენზიაზე დასაბუთებული პასუხი აქვს გაცემული, რის გამოც, საკასაციო სასამართლო ამ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. გ-ს მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ქ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე