Facebook Twitter

საქმე # 080100123006743978

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №390აპ-25 ქ. თბილისი

თ. დ. 390აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიას, ასევე დ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. ნ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13 მუხლებით და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენში:

3.1. დ. თ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. დ. თ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი;

3.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. თ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

3.3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დ. თ–ეს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელები, კერძოდ:

3.3.1. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღაზია ა. გ–ს“ ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობითად;

3.3.2. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღაზია „დ-ს“ ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობითად;

3.3.3. საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღაზია „ე-ს“ ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობითად;

3.3.4. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დ. თ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე;

3.3.5. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 4000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. თ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა – 4000 ლარი.

3.3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული, დ. თ–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო (მიმდინარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 3878.5 ლარი;

3.4.1. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. თ–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 19 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 3878.5 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

3.5. დ. თ–ეს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2022 წლის 16 დეკემბრიდან;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე