Facebook Twitter

საქმე # 190100124009481036

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №569აპ-25 ქ. თბილისი

გ. ე. 569აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ს-მ–ისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

2. მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ს-მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ვ. გ–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აპრილის თვის ბოლოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აპრილის თვის ბოლოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს;

3.2. ვ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 27 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რომლის მოხდისგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;

3.2.5. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

3.2.6. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რომლის მოხდისგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;

3.2.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით ვ. გ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი – არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

3.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) განსაზღვრული ძირითადი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და დამატებითი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათი – მოხდისაგან გათავისუფლდეს ვ. გ–ი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

3.4.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ვ. გ–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს (რომლის მოხდისაგანაც თავისუფლდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ–ს, განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;

3.4.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი – ვ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელს სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1/6-ით შემცირებული 100 საათი;

3.5.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ვ. გ–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის – განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

3.5.2. ვ. გ–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთბლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადა განესაზღვროს 2 წლითა და 2 თვით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1/6-ით შემცირებული 100 საათი;

3.5.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ვ. გ–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის შედეგად შემცირებული პირობითი მსჯავრი – 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შემდეგ მოსახდელად დარჩენილი სასჯელიდან – 10 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ–ს მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 10 თვითა და 12 დღით;

3.7. ვ. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 12 მაისიდან;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე