Facebook Twitter

საქმე # 330100124009698179

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №631აპ-25 ქ. თბილისი

ქ. ლ. 631აპ-25 8 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ლ. ქ–ას (პირადი ნომერი: ..........) და ა. ფ–ის (N.........) მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1.1. 2024 წლის 30 მაისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, თ–ში ...ს ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე მ. ო–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „TOSHIBA-ს” ფირმის ტელევიზორს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 500 ლარის ქონებრივი ზიანი;

1.1.2. 2024 წლის 31 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ლ. ქ–ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, თ–ში ...ს ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე მ. ო–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „TOSHIBA-ს” ფირმის ტელევიზორს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 450 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.1.3. 2024 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, თ-ში, თ–ში ...ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, ასევე ბინა N...-ში და ბინა N...-ში მდებარე შ. ც–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლებიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „HONDA”-ს, „TCL”-ს და „NEOS”-ს ფირმის ტელევიზორებს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 950 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.1.4. 2024 წლის 31 მაისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, ქ. თ–ში, ......... ქუჩის N..., ბინა N...-ში მდებარე ა. ჩ–ს საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „SONI-ს “ფირმის, „PLAYSTATIO 5-ს” და „MARSHALL-ის “ფირმის დინამიკს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 500 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.1.5. 2024 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, თ–ში, ……. ქუჩის N.., ბინა N...-ში მდებარე ა. ჩ–ს საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „XIAOMI-ს “ფირმის ელექტრო მტვერსასრუტს, „GUCCI-ის “მოდელის ფეხსაცმელს და ტელევიზორის დამტენს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 2200 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.1.6. 2024 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, თ–ში, …ს ქუჩის N.., მ. ო–ის მფლობელობაში არსებული, ა– ჯ–ს კუთვნილი 194-ე ბინიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 1000 ლარად ღირებულ „Sansung-ის“ ფირმის ტელევიზორს და 350 ლარის ღირებულების „Hisense-ს“ ფირმის ტელევიზორს. აღნიშნული ქმედებით, მ. ო–ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 1350 ლარის ოდენობით.

1.1.7. 2024 წლის 6 ივნისს, ლ. ქ–ა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, თ–ში, ……..ის ქუჩა N..., ბინა N..-ში მდებარე თ. ნ–ს მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „TOSHIBA-ს “ფირმის ტელევიზორს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 999 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.2. აღნიშნული ქმედებებით ლ. ქ–ამ და ა. ფ–ემ ჩაიდინეს – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (7 ეპიზოდი);

1.3. 2024 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის წევრ ა. ფ–ესთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ–ში, თ–ს ქუჩის N.., მე-.. ბლოკი, თ. ა–ს კუთვნილ N...-ე ბინის სადარბაზოში განთავსებულ ორ ცალ ჰოვერბორდს. აღნიშნული ქმედებით, თ. ა–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 300 ლარის ოდენობით.

1.3.1. აღნიშნული ქმედებებით ლ. ქ–ამ და ა. ფ–ემ ჩაიდინეს – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;

1.4. 2024 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ლ. ქ–ამ უკანონოდ შეაღწია თ–ში, …..ას ქუჩის N.., ბინა N...-ში მდებარე ე. წ–ს მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „XIAOMI-ს ფირმის ტელევიზორს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 800 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.4.1. აღნიშნული ქმედებებით ლ. ქ–ამ ჩაიდინა – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენით:

2.1. ა. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა:

2.1.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 მაისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ნ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 მაისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. ც–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 მაისის დაზარალებულ ა. ჩ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ ა. ჩ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ ა. ჯ–ის ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ თ. ა–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ფ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 2706,7 ლარი და საბოლოოდ, ა. ფ–ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა –2706,7 ლარით;

2.2. ლ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა:

2.2.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 მაისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 მაისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. ც–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. წ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 მაისის დაზარალებულ ა. ჩ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ ა. ჩ–ს ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ თ. ა–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ნ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.2.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6 და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.3. ა. ფ–ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 7 ივნისიდან;

2.4. ლ. ქ–ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 7 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ:

3.1. მსჯავრდებულ ა. ფ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. მ–მ მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

3.2. მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ს–მა მოითხოვა ლ. ქ–ას მიმართ სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ. ქ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის, პირობით მსჯავრად ჩათვლა.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის განაჩენით:

4.1. მსჯავრდებულ ა. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

4.2. მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენში ლ. ქ–ას მიმართ შევიდა ცვლილება:

4.3. ლ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.3.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 მაისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;

4.3.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 მაისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. ც–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. წ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 მაისის დაზარალებულ ა. ჩ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ ა. ჩ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ მ. ო–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 6 ივნისის დაზარალებულ თ. ა–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ნ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4.3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.

4.3.10. მსჯავრდებულ ლ. ქ–ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 7 ივნისიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ს–მა. კასატორი ითხოვს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ. ქ–ას მიმართ შეფარდებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ნაწილის პირობითად ჩათვლას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ს–მა, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი ნაწილის პირობითად ჩათვლა.

7.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ა. ფ–ისა და ლ. ქ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ ლ. ქ–ას მიმართ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ:

10.1. კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასამართლო ითვალისწინებს ლ. ქ–ას პოზიციას გამოძიებისას, ასევე – სასამართლოში საქმის განხილვისას საწყის ეტაპზე, კერძოდ:

10.1.1. მოწმე ლ. ქ–ას 2024 წლის 7 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. ფ–ემ არ იცოდა, რომ იგი (ლ. ქ–ა) ტელევიზორებსა და სხვა ნივთებს იპარავდა და მას ეუბნებოდა, რომ აღნიშნულ ნივთებს მას (ლ. ქ–ას) ჩუქნიდნენ მეგობრები (ტ. N1; ს.ფ. 184-190); ბრალდებულ ლ. ქ–ას 2024 წლის 9 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ლ. ქ–ა სრულად ეთანხმება გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, იმავდროულად, განმარტავს, რომ სრულად ცნობს თავს დამნაშავედ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში (დადგენილების თანახმად, მას ბრალი წარედგინა ა. ფ–ესთან წინასწარი შეთანხმებით ქურდობის ჩადენაში) აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში (ტ. N2; ს.ფ. 233-236); ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომის 2024 წლის 29 ივლისის ოქმის თანახმად, ლ. ქ–ამ კითხვაზე, ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს წარდგენილ ბრალდებებში და რა მოცულობით, განმარტა, რომ იყენებს დუმილის უფლებას (14:16:15); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, ლ. ქ–ამ ასევე გამოიყენა დუმილის უფლება (12:16:15);

10.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის №878აპ-22 განჩინება; 2023 წლის 30 ივნისი №444აპ-23 განაჩენი, 2025 წლის 22 აპრილის №13აპ-24 განჩინება).

11. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ამავე ნაწილით მკაფიოდ არის განსაზღვრული განაჩენის უკანონოდ მიჩნევის საფუძვლები და სასჯელის ნაწილში განაჩენის უკანონობის გადასინჯვის წინაპირობად დადგენილია ისეთი სახის ან ზომის სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას ,,გ)” ქვეპუნქტი) .

12. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენის გარემოებების (ხერხი, მოტივი), მათ შორის, დანაშაულის სიმრავლისა და პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

13. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე ან/და ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის N411აპ-25 განჩინება).

14. სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში ,,მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ს–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი