Facebook Twitter

საქმე № 330100124008717689

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №365აპ-25 ქ. თბილისი

ჩ. ი. 365აპ-25 6 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ხ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენზე;

2. არასრულწლოვან დაზარალებულს – ბ. ჩ–სა და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ;

3. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.ვასაძე

ლ. თევზაძე