საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№371აპ-25 თბილისი
კ. პ., 371აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. პ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის ზაფხულის ეპიზოდი, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ო.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის ზაფხულის ეპიზოდი, ჩ-ს მუნიციპალიტეტის სოფ. ლ.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის შემოდგომის ეპიზოდი, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ო.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის ეპიზოდი, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ო.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის შემოდგომის ეპიზოდი, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ო.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 24 მაისის ეპიზოდი, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ო.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ზაფხულის ეპიზოდი, ჩ-ს მუნიციპალიტეტის სოფ. ლ.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის აპრილის ეპიზოდი, ჩ-ს მუნიციპალიტეტის სოფ. ლ.) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის მაისის ეპიზოდი, ჩ-ს მუნიციპალიტეტის სოფ. ლ-) – 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აპრილის ეპიზოდი ა. კ-ას მიმართ) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2023 წლის მაისის ეპიზოდი ა. კ-ს მიმართ) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. კ-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 8 მაისისდან;
4. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ პ. კ-ას 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
მსჯავრდებულ პ. კ-ას ამ შეზღუდვების მოქმედების ვადა აეთვალოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
5. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ტანსაცმელი, ტელეფონი, ზეწარი, ბალიშის პირი და საბნის პირი – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მესაკუთრეებს;
აღებული ბიოლოგიური (ნაცხის და ნერწყვის) ნიმუშები, ანაწმენდები – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
5 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
.
6. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე