Facebook Twitter

საქმე # 020100124010077198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №435აპ-25 ქ. თბილისი

ქ–ა ლ., 435აპ-25 22 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუასა და მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ლ. ქ–ას, პირადი ნომერი: ............., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ექვსი ეპიზოდი).

ლ. ქ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ზ–ში, გ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ლ. ქ–ამ მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. მ–ს ამ უკანასკნელზე განაწყენებულმა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ქალისგან მიღებული შენიშვნით გაღიზიანებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ აგინა უწმაწური სიტყვებით, რის შემდეგაც რამდენჯერმე ხელი ძლიერად დაარტყა სახისა და თავის არეში, შედეგად ნ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2024 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. ზ–ში, გ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ლ. ქ–ა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ორივე ხელით სწვდა ყელში, ძლიერად მოუჭირა, ასწია მაღლა, დააგდო სავარძელზე და ძლიერად უჭერდა ყელზე ხელებს, რის შედეგადაც ნ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2022 წლის ოქტომბერში, ქ. თ–ში, გ–ში მდებარე კორპუსში, დაახლოებით 23:00 საათზე ლ. ქ–ამ მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მუშტი ერთხელ ძლიერად დაატყა ნ. მ–ს სახის არეში, რა დროსაც მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2023 წლის აგვისტოში, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ–ში ვ–ს ქუჩაზე (კ–ს მოედანზე) ლ. ქ–ამ მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, რომ დაოჯახებულ მამაკაცს შესაძლოა ჰყავდეს მეგობარი ქალი, რის შესახებაც მეუღლემ არ უნდა გამოხატოს პრეტენზია და მას არ აქვს ხმის ამოღების და კითხვის დასმის უფლებაც, ნ. მ–ს მიერ მისი მეგობარი ქალის სახელის ხსენების გამო, ამ უკანასკნელზე გაბრაზებულმა მას ავტომანქანაში ყოფნის დროს გაშლილი ხელი ერთხელ დაარტა სახის არეში, რის შედეგად ნ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის თებერვალში, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, ქ. თ–ში გ-ს „.. “ მიკრორაიონში, მეორე კორპუსის ბინა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ქ–ამ მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის ავტომანქანაში ყოფნის დროს, ნ. მ–ს შენიშვნით გაბრაზებულმა თუ რატომ ახსენა მან მისი მეგობარი ქალის სახელი, რომლის თქმის უფლება მას არ ჰქონდა და აღნიშნულის გამო კითხვის დასმასაც უკრძალავდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ სწვდა ყელში, მოუჭირა ძლიერად, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ სწვდა თმებში და მოჰქაჩა ძლიერად, რის შედეგად ნ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის მაისში, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, ზ–ში გ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ყოფნის დროს, ლ. ქ–ამ მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ბრძანების კილოთი მიმართა მას საწოლიდან ამდგარიყო, მოულოდნელად მუშტი დაატყა სახის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ნ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2015 წლის ივლისიდან ნ. მ– იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ლ. ქ–ასთან. 2019 წლიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში ლ. ქ–ა ქ. თ–ში გ–ს .. მიკრორაიონში, მე-..კ.-ის ბინა ..-ში და ქ. ზ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მეუღლეს-ნ. მ–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, შენიშვნას აძლევდა ყველაფერზე, ლანძღავდა და აგინებდა მას, რამაც გამოიწვია დაზარალებულ ნ. მ–ს ტანჯვა;

1.3. ოოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

ლ. ქ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის თებერვალში, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე ქ. თ–ში, გ–ს „.. “ მიკრორაიონში, მეორე კორპუსში, ბინა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. მ–ს ამ უკანასკნელის კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნის დროს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული და სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ნ. მ–ს შენიშვნით გაბრაზებულმა თუ რატომ ახსენა მან მისი მეგობარი ქალის სახელი, რომლის თქმის უფლება მას არ ჰქონდა და აღნიშნულის გამო კითხვის დასმასაც უკრძალავდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფიზიკური რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. მ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ზ–ში, გ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ლ. ქ–ა, მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელზე განაწყენებული, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. მ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. ზ–ში, გ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ლ. ქ–ა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. მ–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ დააახრჩობდა, რაც ნ. მ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ლ. ქ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (შვიდი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. გამართლებულ ლ. ქ–ას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. აპელანტმა მოითხოვა ლ. ქ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (შვიდი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ყ–მა და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ლ. ქ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

4.2. ლ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.4. მსჯავრდებულ ლ. ქ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან - 2025 წლის 31 იანვრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 14 აგვისტოდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა ითხოვს, ლ. ქ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.

5.2. მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ. ყ–ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმებას და ლ. ქ–ას სრულად უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ლ. ქ–ას დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარე სრულად გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.

8. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ლ. ქ–ას დამნაშავედ ცნობის შესახებ მისთვის ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში, ვინაიდან, დაზარალებულ ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის, ლ. ქ–ას წინააღმდეგ) სარგებლობის პირობებში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ლ. ქ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

9. იმავდროულად, უსაფუძვლოა კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა ლ. ქ–ას სრულად გამართლების შესახებ, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა: ლ. ა–ს, გ. ს–ს, თ. ე–ს და კ. ლ–ს ჩვენებები, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი – შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი და N..... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ლ. ქ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

10. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).

11. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

12. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუასა და მსჯავრდებულ ლ. ქ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ყ–ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენზე ლ. ქ–ას მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე