საქმე # 270100124010096373
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№905აპ-25 ქ. თბილისი
ლ. ლ. 905აპ-25 21 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ლ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. წ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული პროკურორის – ლევან სალიას თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის შორენა გვილავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
1.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას, ბრალდებულ ლ. ლ–ასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ნ–ას შორის;
1.2. ლ. ლ–ა (პ/ნ:) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (24 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
1.2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობითად;
1.2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (25 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
1.2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 თვით ჩაეთვალა პირობითად;
1.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ლ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, გამოსაცდელვადად დაუდგინდა 1 წელი;
1.3. მასვე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განესაზღვრა დამატებითი ვალდებულება, არ მიუახლოვდეს დაზარალებულს – ლ. მ–ს, მის საცხოვრებელ სახლს და სამუშაო ადგილს და არ განახორციელოს მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია მისივე ნებართვის გარეშე;
1.4. ლ. ლ–ას სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 25 სექტემბრიდან.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ:
2.1. 2024 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, წ–ში, სოფელ ლ–ში მდებარე №.. საბავშვო ბაღის დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც წარმოადგენს მათ დროებით საცხოვრებელს, განთავსებული ბინის საძინებელ ოთახში, ლ. ლ–ამ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ლ. ლ–ას სტერეოტიპულ მოსაზრებაში, რომლის მიხედვითაც ლ. მ–ი, როგორც ქალი და ცოლი, ვალდებულია მისი ნებისმიერი დავალება შეასრულოს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ. მ–ს, რის შემდეგაც რამდენიმეჯერ გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2024 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 09:15 საათზე, წ–ში, სოფელ ლ–ში მდებარე №.. საბავშვო ბაღის დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც წარმოადგენს მათ დროებით საცხოვრებელს, განთავსებული ბინის მისაღებ ოთახში, ლ. ლ–ამ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ლ. ლ–ას სტერეოტიპულ მოსაზრებაში, რომლის მიხედვითაც ლ. მ–ი, როგორც ქალი და ცოლი, ვალდებულია მისი ნებისმიერი დავალება შეასრულოს, არასრულწლოვანი შვილის –2022 წელს დაბადებული ე. ლ–ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ. მ–ს, კერძოდ, კისრის არეში დაარტყა მუშტი, ამის შემდეგ საძინებელ ოთახში საწოლზე მწოლიარეს რამდენიმეჯერ მუშტები დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ლ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2024 წლის 25 სექტემბერს, დილის საათებში, წ–ში, სოფელ ლ–ში მდებარე №.. საბავშვო ბაღის დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც წარმოადგენს მათ დროებით საცხოვრებელს, განთავსებული ბინის მისაღებ ოთახში, ლ. ლ–ამ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ლ. ლ–ას სტერეოტიპულ მოსაზრებაში, რომლის მიხედვითაც ლ. მ–ი, როგორც ქალი და ცოლი, ვალდებული იყო ჩვეულებრივ მოვლენად აღექვა მისი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და აღნიშნული ვინმესთვის არ გაემხილა, მეუღლეს - ლ. მ–ს ესროლა ამ უკანასკნელისვე კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც მას მოხვდა თვალის არეში, რის შედეგადაც ლ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2024 წლის 25 სექტემბერს, დილის საათებში, წ–ში, სოფელ ლ–ში მდებარე №.. საბავშვო ბაღის დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც წარმოადგენს მათ დროებით საცხოვრებელს, განთავსებული ბინის მისაღებ ოთახში, ლ. ლ–ა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ლ. ლ–ას სტერეოტიპულ მოსაზრებაში, რომლის მიხედვითაც ლ. მ–ი, როგორც ქალი და ცოლი,ვალდებული იყო ჩვეულებრივ მოვლენად აღექვა მისი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და აღნიშნული ვინმესთვის არ გაემხილა,მეუღლეს - ლ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, დანით აჩეხავდა, არ აცოცხლებდა, რაც ლ. მ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზუგდიდის რაიონული საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენი 2024 წლის 4 ოქტომბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ლ–ამ. აპელანტი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ლ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენი, ლ. ლ–ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ლ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. წ–. კასატორი ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვინაიდან მსჯავრდებული ლ. ლ–ა თვლის, რომ იგი არის მოტყუებული და ,,ეგონა”, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა – პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად 6 თვე, ხოლო პირობითად ჩაეთვლებოდა 1 წელი. შესაბამისად, იგი აღნიშნულ პირობაზე იყო თანახმა და ფიქრობდ, რომ ასეთ პირობაზე აწერდა ხელს, როდესაც გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის მოტყუებას. კერძოდ:
7.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ლ. ლ–ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ნ–ას განცხადება, რომლის თანახმადაც, განმცხადებლები მიმართავენ ზუგდიდის რაიონულ პროკურორს ლევან სალიას და ითხოვენ საპროცესო შეთანხმების დადებას შემდეგი პირობით: ლ. ლ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს
– თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. განცხადება ხელმოწერილია, როგორც მსჯავრდებულის, ასევე – მისი ადვოკატის მიერ (ტ. N1; ს.ფ.118-119);
7.2. საპროცესო შეთანხმების ოქმისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ლ. ლ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
7.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (24 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
7.2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალოს პირობითად;
7.2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (25 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
7.2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით ჩაეთვალოს პირობითად;
7.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ლ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
7.2.6. მასვე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განესაზღვრება დამატებითი ვალდებულება, არ მიუახლოვდეს დაზარალებულს – ლ. მ–ს, მის საცხოვრებელ სახლს და სამუშაო ადგილს და არ განახორციელოს მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია მისივე ნებართვის გარეშე (ტ. N1; ს.ფ. 110-117).
7.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმების საკითხის განხილვისას, მოსამართლემ ლ. ლ–ას განუმარტა, არა მხოლოდ ბრალდების არსი და ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახე და ზომა (17:09:58), არამედ, –პროკურორის მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მოსმენისა და ადვოკატის განმარტების (სადაც ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურაში დაცვის მხარის მიერ იქნა შეტანილი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე განცხადება, რომელიც ხელმოწერილი იყო თავად ლ. ლ–ას მიერ; მან, როგორც ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ლ. ლ–ას განუმარტა საპროცესო შეთანხმების არსი და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივი შედეგები. არანაირ მუქარას ან/და ცრუ დაპირებას ადგილი არ ჰქონია და ლ. ლ–ას სურვილია დაფიქსირებული განცხადებაში. დაცვის მხარეს სურს, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის პირობებით დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება (17:16:54)) შემდეგ, ლ. ლ–ას მოსამართლემ დაუსვა შეკითხვები, რომლებზეც ლ. ლ–ამ განმარტა, რომ: ნებაყოფლობით გააფორმა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესთან; იძულებას, მუქარას ან/და კანონსაწინააღმდეგო დაპირებას ადგილი არ ჰქონია; დაცვის მხარემ მიმართა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებით; ადვოკატისგან მიიღო იურიდიული კონსულტაცია; სასჯელის სახეს, ზომას, არსს, ნასამართლობის პირობებს აცნობიერებს და ეთანხმება (17:17:56); გარდა ამისა, მოსამართლის განმარტებაზე, რომ მას შეუძლია უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე, რის შემდეგაც საქმის განხილვა არსებითად გაგრძელდება, ლ. ლ–ამ განმარტა, რომ აღნიშნულის სურვილი არ აქვს (17:18:24). ასევე შეკითხვაზე, დამტკიცდეს თუ არა საპროცესო შეთანხმება იმ პირობებით, როგორც ის სხდომაზე გააჟღერა პროკურორმა, ლ. ლ–ამ უპასუხა: ,,დიახ” (17:18:32). ამასთან, მხარეებმა განმარტეს, რომ რაიმე დასამატებელი ან შეკითხვები არ აქვთ (17:18:36).
8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ლ. ლ–ას თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
9. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
9.1. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად ადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძვლებს და განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას სხვა რაიმე გარემოების საფუძველზე არ ადგენს.
10. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულმა ადვოკატთან ერთად საკუთარი ინიციატივით მიმართა პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების დადების თხოვნით; სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ იძულებას, მუქარას ან/და კანონსაწინააღმდეგო დაპირებას ადგილ არ ჰქონია და სასჯელის სახეს, ზომას, არსს, ნასამართლობის პირობებს აცნობიერებს და ეთანხმება, საპროცესო შეთანხმება დადებულია/დამტკიცებულია ზუსტად იმ პირობებით, რაც იყო მითითებული დაცვის მხარის განცხადებაში საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 118-119), სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ლ. ლ–ას გაეწია არაადეკვატური იურიდიული მომსახურება ან/და იგი არ ეთანხმებოდა/უკმაყოფილო იყო თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურებით/მისთვის გაუგებარი/უცნობი იყო საპროცესო შეთანხმების პირობები, – საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, – საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, მსჯავრდებული ლ. ლ–ას შეცდომაში შეყვანის – მოტყუების – თაობაზე, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებითა და სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება ლ. ლ–ასათვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების პირობები, სურდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მხარეებს შორის მიღწეული პირობებით, აცნობიერებდა შეთანხმების სამართლებრივ შედეგს და შესაბამისად – საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებულ სასჯელს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების რომელიმე საფუძვლის არსებობა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ლ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. წ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე