Facebook Twitter

საქმე # 330100123008208860

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №343აპ-25 ქ. თბილისი

კ. ლ. 343აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ს–ას, ფ. ს–ის და მ. ი–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ს–ას, ფ. ს–ის და მ. ი–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ლ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

2.1.1. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.3.1. ლ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (05.02.2021 წლის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს, 1/5-ით და განესაზღვროს 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

2.3.2. ლ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (08.02.2021 წლის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

2.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას, თანაბარი სასჯელის დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ლ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით, განესაზღვროს 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი, 7 თვე და 6 დღე.

2.3.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ლ. კ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული პირობითი მსჯავრი;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვითა და 18 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.6. ლ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 5 ოქტომბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე