Facebook Twitter

საქმე N 330100124009362109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №780აპ-25 ქ. თბილისი

მ-ი, №780აპ-25 31 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე, მსჯავრდებულ ა–ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 81-ე, 274-ე, 286-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

2.1. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს – 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

2.2. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს – 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

2.3. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს – 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

2.4. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამკ-ის 76-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, რომელიც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს – 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი, 7 თვე და 6 დღე.

2.6. ნივთიერი მტკიცებულებები:

2.6.1. შპს „გ–ან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული – 2 ცალ ლაზერულ დისკზე, სს „ნ–ან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები განთავსებული – 1 ცალ ლაზერულ დისკზე, მაღაზია „ს–ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები განთავსებული – 1 ცალ ლაზერულ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

2.6.2. 19 ცალი სიგარეტის კოლოფი და ა–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ალკოჰოლური სასმელები დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

2.6.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი ქვის ნატეხი, სუნის კვლები, ხელის კვლები და ა–ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუში განადგურდეს;

2.7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ამკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე