საქმე # 200100124009575252
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №680აპ-25 ქ. თბილისი
ღ. ე. 680აპ-25 12 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ღ–ს, – პ/ნ .......... - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
ე. ღ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 27 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქალაქ თ–ში, ...... ქუჩის, მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევმა, ე. ღ–მა ფიზიკურად იძალადა დედაზე - მ. ი–ზე, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნ. ღ–ის თანდასწრებით, კერძოდ, თმებით მოქაჩა იგი, რის შედეგადაც მ. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
ე. ღ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 2 მაისიდან, 27 მაისის ჩათვლით პერიოდში, თ–ში, ...... ქუჩის, მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თელავის რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი, ე. ღ–ი სისტემატურად, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დედას - მ. ი–ს. აღნიშნულ მუქარას მ. ი–ი აღიქვამდა რეალურად და უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ე. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ე. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ღ–ს განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ე. ღ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან 2024 წლის 27 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა მოითხოვა ცვლილება თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ე. ღ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და ე. ღ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის გამკაცრებას (უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას), პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par.31, ECtHR, 11/11/2011).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ე. ღ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. კასატორის მტკიცებით, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ე. ღ–ის მიერ ჩადენილ ქმედებას, მის პიროვნულ მახასიათებლებს, არის უსამართლო და უკანონო, ვინაიდან სასჯელის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით – რეციდივის გათვალისწინებით.
7.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ე. ღ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის მე-111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, ე. ღ–ი კი მსჯავრდებულია ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ჩადენისათვის.
9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ე. ღ–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, რომელიც აღიარა, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არის შეზღუდული შერაცხადი – ე. ღ–ს ჩადენილი დანაშაულებისათვის განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რომლის დამძიმების საფუძველიც სასამართლოს არ აქვს.
10. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლზე კასატორის აპელირებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ღ–ის წინა ნასამართლობები მოცემულ შემთხვევაში კვალიფიკაციის შემადგენელი ნაწილია – ე. ღ–ი მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობისა და მუქარის არაერთგზის ჩადენის გამო (იხ.: მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N659აპ-21 განაჩენი; 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი საქმეზე N1259აპ-23).
11. ,,არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებების არსებითი მსგავსებების გათვალისწინებით, არაერთგზისობის მხედველობაში მიღებასთან ერთად, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას;“ ამასთან, ,,რამდენიმე განაჩენით დადგენილი ნასამართლობის ვადების მიმდინარეობის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბოლო განაჩენით სასჯელის დანიშვნისას მხოლოდ ერთი მათგანი – რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციისას კი არაერთგზისობა – მიიღება მხედველობაში“ (იხ: მაგალითისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N659აპ-21 განაჩენი).
12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ე. ღ–ს მსჯავრადშერაცხილი თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
13. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ხოლო, განაჩენი უკანონოდ ითვლება მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება N 401აპ-25).
14. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ღ–ს დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მოხდილი აქვს სრულად (სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან 2024 წლის 27 მაისიდან), რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება)
17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენზე ე. ღ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე