საქმე N 330100124010310754
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №554აპ-25 ქ. თბილისი
გ–ი ც., 554აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
1.1. ს. ბ–ა, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 3 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 13 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 09 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 19 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ს. ბ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
ს. ბ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2025 წლის 28 თებერვლიდან.
1.2. ა. ს–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა, შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ა. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
ა. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2025 წლის 28 თებერვლიდან.
1.3. ც. გ–ი, – დაბადებული 1963 წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2021 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2021 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2021 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2021 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 08 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 9 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 16 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 19 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა, შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ც. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 6 (ექვსი) დღის ვადით.
ც. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2025 წლის 28 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი:
2.1. ს. ბ–ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ცამეტი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1.1. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და ე. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ გ. წ–ს და 32 500 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, ქ. თ–ში, ...(ყოფილი ხ–ს) ქუჩის №.., ბინა № ..–ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 3 მარტს, ს. ბ–ამ და ე. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ გ. წ–ის ნდობა და ქ. თ–ში, დ–ს მასივში, ...... ქუჩის №..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება, სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 32 500 ლარს.
2.1.2. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ც. გ–ი და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნო დაზარალებულ ნ. ჯ–ს, რომელსაც, 22 200 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, ქ. თ–ში, ....... ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 8 ივნისს, ს. ბ–ამ, ც. გ–მა და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ნ. ჯ–ის ნდობა, კერძოდ, ქ. თ–ში, ..... ქუჩის №...-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ს. ბ–ამ ნ. ჯ–ს გააცნო, ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე – ც. გ–ი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 22 200 ლარს.
2.1.3. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ე. მ–ე და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, კვლავ დაუკავშირდნენ დაზარალებულ ნ. ჯ–ს, რომელსაც შესთავაზეს ე. მ–ისათვის 14 300 ლარის სესხის სახით გადაცემა, რომელიც, თავის მხრივ, ხსენებულ თანხას დააბრუნებდა უკან 600 აშშ დოლარიანი ნამატით. 2022 წლის 14 ივლისს, ს. ბ–ამ, ე. მ–ემ და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ნ. ჯ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ე. მ–ესთან გააფორმებინეს მხოლოდ სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას – 14 300 ლარს.
2.1.4. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნო დაზარალებულ ა. ც–ს და 29 600 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზა ქ. თ–ში, ... ქუჩის №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ერთი წლის ვადით. 2022 წლის 13 ივნისს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ ა. ც–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ს. ბ–ამ ა. ც–ს გააცნო პარტნიორი – ც. გ–ი, რომელთანაც, მისივე მოთხოვნით, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 29 600 ლარს.
2.1.5. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ე. გ–ი და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ა. ბ–ს, რომელსაც 33 300 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში ..... ქუჩის №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 1 ივნისს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ ა. ბ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ამ ა. ბ–ს გააცნო, ვითომდა პარტნიორი – ც. გ–ი, რომელთანაც, მისივე მოთხოვნით, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ამ საფუძველზე, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 33 300 ლარს.
2.1.6. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და ე. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ უ. ლ–ეს, რომელსაც 27 000 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ...ს მასივში მე-.. მ/რ, ...... ქუჩის, კორპუსი №.. ბინა №..-ში მდებარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 13 მარტს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ უ. ლ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ას მითითებით, უ. ლ–ემ ე. გ–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 27 000 ლარს.
2.1.7. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ც. გ–ი და ი. მ–ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ნ. გ–ეს, რომელსაც 36 600 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .... მასივის „..“ მ/რ, კორპუსი №.. ბინა №..-ში მდებარე სხვისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 20 აპრილს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ ნ. გ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ს. ბ–ამ ნ. გ–ეს გააცნო პარტნიორი – ც. გ–ი, რომელთანაც მისივე მოთხოვნით, დაიდო სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით. მითითებულ საფუძველზე, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 36 600 ლარს.
2.1.8. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, კვლავ დაუკავშირდნენ დაზარალებულ ნ. გ–ეს და დამატებით, 24 400 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .....ის მასივი მე-.. მ/რ, ...... ქუჩის, კორპუსი №.. ბინა №1..-ში მდებარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 28 აპრილს, ს. ბ–ამ კვლავ, ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ ნ. გ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ას მითითებით, ნ. გ–ეს პარტნიორ ც. გ–თან გააფორმებინა სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით. აღნიშნულის საფუძველზე, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 24 400 ლარს.
2.1.9. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ა. ს–ე და ც. გ–ი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცვნენ დაზარალებულ ჯ. დ–ს და 40 900 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ...ის ქუჩის N.. ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ერთი წლის ვადით. 2022 წლის 18 ნოემბერს, ს. ბ–ამ, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ჯ. დ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... გამზირის №..-ში მდებარე, დ. მ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 40 900 ლარს.
2.1.10. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნო დაზარალებულ გ. ე–ეს და 30 300 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ...ს მე-..მ/რ, კვარტლის .., კორპუსი №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ერთი წლის ვადით. 2022 წლის 9 მაისს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ გ. ე–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 30 300 ლარს.
2.1.11. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ა. ს–ე და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ გ. ყ–ს, რომელსაც 39 200 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .... დასახლებაში ჯ...ს მე-.. შესახვევი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 16 მაისს, ს. ბ–ამ, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ გ. ყ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 39 200 ლარს.
2.1.12. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ი. მ–ე და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ვ. ნ–ს, რომელსაც 35 500 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ....ში, ... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 19 მარტს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა მათ მიმართ ვ. ნ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ვ. ნ–ის მშობელთან – ე. ნ–თან, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 35 500 ლარს.
2.1.13. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი, ა. ს–ე და ს. ბ–ა, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ა. გ–ს და 35 700 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თბ–ში გ. ჭ–ის ქუჩის №..., ბინა №..-ში, მდებარე საცხოვრებელი ბინის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 2 მარტს, ე. გ–მა, ა. ს–ემ და ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ა. გ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... მასივი, ... ქუჩის №..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება, სხვის საკუთრებაში არსებული ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 35 700 ლარს.
2.2. ა. ს–ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (შვიდი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.2.1. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ მ. ბ–ეს, რომელსაც 18 800 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაგირავება ერთი წლის ვადით. 2021 წლის 19 ოქტომბერს, ე. გ–მა და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ მ. ბ–ის ნდობა და ქ. თ–ში, .. მასივი, ....... ქუჩის №..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, სხვის საკუთრებაში არსებული ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 18 800 ლარს.
2.2.2. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ გ. ზ–ს, რომელსაც, 30 700 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს, ქ. თ–ში, ჩ––ს ქუჩის №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 11 აპრილს, ე. გ–მა და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ გ. ზ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ...ის მასივი, ... ქუჩის №..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება, სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 30 700 ლარს.
2.2.3. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი – ე. გ–ი, ა. ს–ე და ს. ბ–ა, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ა. გ–ს, რომელსაც 35 700 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, ქ. თ–ში გ. ჭ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, მდებარე საცხოვრებელი ბინის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 2 მარტს, ე. გ–მა, ა. ს–ემ და ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ა. გ–ის ნდობა და ქ. თ–ში, .. მასივში, ..ქუჩის №..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება, სხვის საკუთრებაში არსებული ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 35 700 ლარს.
2.2.4. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი, ა. ს–ე და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ ს. ს–ეს, რომელსაც 18 700 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .........ის გამზირის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. ე. გ–მა, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ს. ს–ის ნდობა და 2021 წლის 1 სექტემბერს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დადეს სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 18 700 ლარს.
2.2.5. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ პ. ჩ–ს, რომელსაც შესთავაზეს 15 500 ლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის №.. ბინა, №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლის ვადით. ე. გ–მა და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს პ. ჩ–ის ნდობა და 2021 წლის 27 ივლისს, ქ. თ–ში, ...ის ქუჩის №..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში პ. ჩ–სა და ე. გ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 15 500 ლარს.
2.2.6. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ც. გ–ი და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ნ. ჯ–ს, რომელსაც 22 200 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ...ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 8 ივნისს, ს. ბ–ამ, ც. გ–მა და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ნ. ჯ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ამ ნ. ჯ–ს გააცნო, ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე – ც. გ–ი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 22 200 ლარს.
2.2.7. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ე. მ–ე და თაღლითობისათვის ნასამართლევი ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, კვლავ დაუკავშირდნენ დაზარალებულ ნ. ჯ–ს და შესთავაზეს 14 300 ლარის სესხის სახით გადაცემა ე. მ–ისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ხსენებულ თანხას დააბრუნებდა უკან 600 აშშ დოლარიანი ნამატით. 2022 წლის 14 ივლისს, ს. ბ–ამ, ე. მ–ემ და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ნ. ჯ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ე. მ–ესთან გააფორმებინეს მხოლოდ სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 14 300 ლარს.
2.2.8. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, თაღლითობისათვის ნასამართლევი ა. ს–ე და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცვნენ დაზარალებულ ჯ. დ–ს და 40 900 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ..... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლის ვადით. 2022 წლის 18 ნოემბერს, ს. ბ–ამ, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ჯ. დ–ის ნდობა და ქ. თ–ში, .... გამზირის №..-ში მდებარე დ. მ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 40 900 ლარს.
2.2.9. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ა. ს–ე და ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნო დაზარალებულ გ. ყ–ს, რომელსაც 39 200 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ......ის დასახლება ....ს მე-.. შესახვევის, კორპუსი №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 16 მაისს, ს. ბ–ამ, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ გ. ყ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 39 200 ლარს.
2.3. ც. გ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ცხრამეტი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.3.1. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი, ი. მ–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ე. ნ–ეს, რომელსაც 38 700 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .... ქუჩის, კორპუსი №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. ე. გ–მა, ი. მ–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ე. ნ–ის ნდობა და 2022 წლის 6 ივნისს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ე. გ–ის თხოვნით, შუამავალმა ი. მ–ემ ე. ნ–ეს გააცნო ც. გ–ი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 38 700 ლარს.
2.3.2. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი – ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ შ. ა–ეს და 28 500 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს, ქ. თ–ში, .... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. ე. გ–მა და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს შ. ა–ის ნდობა და 2021 წლის 6 ნოემბერს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 28 500 ლარს.
2.3.3. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ლ. წ–ს და 20 000 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .....ის ქუჩის №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლის ვადით. ე. გ–მა და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ლ. წ–ის ნდობა და 2021 წლის 9 სექტემბერს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ლ. წ–სა და ც. გ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 20 000 ლარს.
2.3.4. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ მ. ბ–ს და 25 000 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ..ის ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ერთი წლის ვადით. ე. გ–მა და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მ. ბ–ის ნდობა და 2021 წლის 6 ნოემბერს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 25 000 ლარს.
2.3.5. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ გ. კ–ს, რომელსაც 23 800 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ვ–ნში წ–ს მე-..შესახვევი, კორპუსი №.. ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. ე. გ–მა და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს გ. კ–ის ნდობა და 2022 წლის 14 ივნისს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გ. კ–სა და ც. გ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 23 800 ლარს.
2.3.6. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი, ა. ს–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ ს. ს–ეს და შესთავაზეს 18 700 ლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ...... გამზირი №.. ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. ე. გ–მა, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ს. ს–ის ნდობა და 2021 წლის 1 სექტემბერს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 18 700 ლარს.
2.3.7. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ თ. მ–ს და 35 500 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ლეხ ....ის ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. ე. გ–მა და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს თ. მ–ის ნდობა, რა დროსაც 2022 წლის 12 თებერვალს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში თ. მ–სა და ც. გ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 35 500 ლარს.
2.3.8. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ მ. ნ–ეს და 29 300 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩის №.., ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. ე. გ–მა და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს მ. ნ–ის ნდობა, რა დროსაც, 2022 წლის 12 აპრილს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, მ. ნ–ესა და ც. გ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 29 300 ლარს, ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემდეგ 1 500 აშშ დოლარი დაუბრუნეს უკან.
2.3.9. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი და ა. ს–ე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ნ. ჯ–ს და 22 200 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .......ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 8 ივნისს, ს. ბ–ამ, ც. გ–მა და ა. ს–ემ ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ ნ. ჯ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ს. ბ–ამ ნ. ჯ–ს გააცნო, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე – ც. გ–ი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 22 200 ლარს.
2.3.10. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი – ს. ბ–ა და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ა. ც–ს, რომელსაც 29 600 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ....... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლის ვადით. 2022 წლის 13 ივნისს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა ა. ც–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ს. ბ–ამ ა. ც–ს გააცნო პარტნიორი ც. გ–ი, რომელთანაც, მისივე მოთხოვნით, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 29 600 ლარს.
2.3.11. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ე. გ–ი და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ ა. ბ–ს და 33 300 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ...... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 1 ივნისს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა ა. ბ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ამ ა. ბ–ს გააცნო, ვითომდა პარტნიორი – ც. გ–ი, რომელთანაც, მისივე მოთხოვნით, დაიდო სესხის ხელშეკრულება, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დიდი ოდენობით, დაზარალებულის კუთვნილ, 33 300 ლარს.
2.3.12. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი და ი. მ–ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ნ. გ–ეს, რომელსაც შესთავაზეს 36 600 ლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ...... მასივი „ა“ მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე სხვისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 20 აპრილს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა ნ. გ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ამ ნ. გ–ეს გააცნო – პარტნიორი ც. გ–ი, რომელთანაც, მისივე მოთხოვნით, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 36 600 ლარს.
2.3.13. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, კვლავ დაუკავშირდნენ დაზარალებულ ნ. გ–ეს და 24 400 ლარის სანაცვლოდ, დამატებით შესთავაზეს ქ. თ–ში, ...ს მასივი მე-.. მ/რ-ის, ...ის ქუჩის, კორპუსი №.. ბინა №..-ში მდებარე, სხვის საკუთრებაში არსებული, საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 28 აპრილს, ს. ბ–ამ კვლავ ბოროტად გამოიყენა ნ. გ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ას მითითებით, ნ. გ–ეს პარტნიორ – ც. გ–თან გააფორმებინეს სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 24 400 ლარს.
2.3.14. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ა. ს–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ჯ. დ–ს და 40 900 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ერთი წლის ვადით. 2022 წლის 18 ნოემბერს, ს. ბ–ამ, ა. ს–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ჯ. დ–ის ნდობა და ქ. თ–ში, აკ. წ–ს გამზირი №...-ში მდებარე დ. მ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 40 900 ლარს.
2.3.15. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ გ. ე–ეს და 30 300 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ...ნის მე-.. მ/რ, კვარტალი .., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლის ვადით. 2022 წლის 9 მაისს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა გ. ე–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 30 300 ლარს.
2.3.16. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ა. ს–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით გაეცნენ დაზარალებულ გ. ყ–ს და 39 200 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, ....ს დასახლება ...ს მე-.. შესახვევი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლის ვადით. 2022 წლის 16 მაისს, ს. ბ–ამ, ა. ს–ემ და ც. გ–მა, ბოროტად გამოიყენეს მათ მიმართ გ. ყ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 39 200 ლარს.
2.3.17. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ს. ბ–ა, ი. მ–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ დაზარალებულ ვ. ნ–ს და 35 500 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, .... ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. 2022 წლის 19 მარტს, ს. ბ–ამ ბოროტად გამოიყენა ვ. ნ–ის ნდობა და ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ვ. ნ–ის მშობელთან – ე. ნ–თან, ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 35 500 ლარს.
2.3.18. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ი. მ–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ ნ. ყ–ს და 44 000 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში,.....ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლის ვადით. ი. მ–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ნ. ყ–ის ნდობა და 2022 წლის 22 ივნისს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე, ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 44 000 ლარს.
2.3.19. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები – ი. მ–ე და თაღლითობისთვის ნასამართლევი ც. გ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოტყუებით, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, გაეცნენ ი. მ–ს და 30 400 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზეს ქ. თ–ში, გ–ს გამზირის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება, ორი წლის ვადით. ი. მ–ემ და ც. გ–მა ბოროტად გამოიყენეს ი. მ–ის ნდობა და 2022 წლის 26 აპრილს, ქ. თ–ში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე ზ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, ც. გ–თან დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით, რის საფუძველზეც, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით – 30 400 ლარს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულების – ს. ბ–ას, ა. ს–ისა და ც. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი, ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების – ს. ბ–ას, ა. ს–ისა და ც. გ–ის მიმართ – უფრო მკაცრი, ადეკვატური და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულების – ს. ბ–ას, ა. ს–ისა და ც. გ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულებს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
12. საკასაციო პალატის აზრით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულების – ს. ბ–ას, ა. ს–ისა და ც. გ–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, ხასიათისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებასთან ერთად, ასევე მხედველობაში მიიღეს: მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მსჯავრდებულებმა სრულად გააცნობიერეს მათ მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივი ხასიათი, აღიარეს და მოინანიეს, უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მათ რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელი არ შეუშლიათ), ს. ბ–ას, ა. ს–ის, ც. გ–ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მსჯავრდებულების პიროვნება, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, შეუფარდეს მათ მიმართ მსჯავრად შერაცხილი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
13. პროკურორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ამ დრომდე არ არის ანაზღაურებული დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება, წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად. ამასთან, მსჯავრდებულებმა გამოხატეს მზაობა, რომ აანაზღაურონ ზიანი. გარდა ამისა, არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი შესაძლებლობა, კერძოდ, დაზარალებულებს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინებები).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ს. ბ–ას, ა. ს–ისა და ც. გ–ისათვის განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი