Facebook Twitter

საქმე # 130100123008378643

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №732აპ-25 ქ. თბილისი

მ. მ., 732აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენზე;

2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე