Facebook Twitter

საქმე # 020100124008658910

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №516აპ-25 ქ. თბილისი

ჯ. დ., 516აპ-25 21 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძისა და მსჯავრდებულ დ. ჯ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: დ. ჯ–ს – პირადი ნომრით ........., – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

დ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე ზ.....ი, თ....ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთხაში მყოფმა დ. ჯ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ნ. ჯ–ს – ნ. ჯ–ს არასრულწლოვანი შვილების: ი. კ–სა და ვ. ჯ–ს თანდასწრებით, კერძოდ სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში. ნ. ჯ. წაიქცა, რა დროსაც დ. ჯ–მ წაქცეულ ნ. ჯ–ს ჩაარტყა ფეხი სახეში, ითრია თმით, რის შედეგად ნ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ.....ი, თ....ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მყოფმა დ. ჯ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ნ. ჯ–ს, ნ. ჯ–ს არასრულწლოვანი შვილების: ი. კ–სა და ვ. ჯ–ს თანდასწრებით, კერძოდ, დაარტყა მუშტი თავის მიდამოში, ითრია თმით და ხელი ძლიერად მოუჭირა სხეულზე, რის შედეგად ნ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენით:

2.1. დ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ ქვეპუნქტით (19:00 საათზე ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. დ. ჯ. ცნობილ იქნა დამანაშავეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ ქვეპუნქტით (19:30 საათზე ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ ქვეპუნქტით (19:30 საათზე ჩადენილი ქმედება) დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ ქვეპუნქტით (19:00 საათზე ჩადენილი ქმედება) დანიშნული სასჯელი, კერძოდ – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ჯ–ს განესაზღვრა – 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დამატებითი სასჯელის სახით – ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 2000 ლარი და დ. ჯ–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2000 ლარი და ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

2.5. დ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 7 იანვრიდან. დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჯ–მ, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, დ. ჯ–სათვის ბრალდების ორივე ეპიზოდის მოხსნა და მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა დ. ჯ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (19:30 საათზე ჩადენილი ქმედება) მსჯავრადშერაცხილ ქმედებაში, ხოლო 2024 წლის 7 იანვრის 19:00 საათის ეპიზოდში - გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენით:

4.1. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, თ. ჯ–ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.3. დ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის 19:00 საათის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის 19:30 საათის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დამატებით სასჯელად – ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დამატებით სასჯელად - ჯარიმა 2000 ლარი და ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

4.6. დ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 7 იანვრიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა დაცვის მხარეებმა:

5.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ქორიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, დ. ჯ–სათვის დანაშაულთა ერთობლიობის წესით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებას (ნაცვლად შთანთქმისა) და სასჯელის სახით დანაშაულთა ერთობლიობით – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5.2. მსჯავრდებული დ. ჯ– ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას;

5.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჯ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. 2025 წლის 17 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა დაზარალებულ ნ. ჯ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

7. 2025 წლის 18 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა დ. ჯ–ს განცხადება, რომლის თანახმად, მსჯავრდებული თანახმაა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდების მხარემ და მსჯავრდებულმა.

2.1. კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს დ. ჯ–სათვის სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით. კასატორის შეფასებით, დ. ჯ–სათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან, დ. ჯ. გასამართლებულია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, მსჯავრდებულის აღიარება არ არის გულწრფელი, მას სრულადაც კი არ უღიარებია მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.

2.2. მსჯავრდებული დ. ჯ. ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის თანხმობა.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ბრალდების მხარისა და მსჯავრდებულის საკასაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ დანაშაულთა ერთობლიობის წესით (შთანთქმის პრინციპით გამოყენებით) შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა და დ. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენება.

5. სასჯელის გამკაცრების შესახებ კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის რეციდივი) გათვალისწინებით განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა(პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით), საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

9. სააპელაციო სასამართლომ დ. ჯ–ს მსჯავრადშერაცხილი თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

10. დანაშაულთა ერთობლიობისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე კასატორის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/ინფორმაცია, რაც მიუთითებდა/დაადასტურებდა დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნისას შთანთქმის პრინციპის გამოყენების უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რაც არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დანაშაულთა ერთობლიობისათვის სასჯელის განსაზღვრისას და რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება (სასჯელთა შთანთქმის პრინციპის ნაცვლად სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენება). გარემოებები, რომელზეც ბრალდების მხარე უთითებს (მაგალითად: განზრახი ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ/დანაშაულის რეციდივი) დ. ჯ–სთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების კვალიფიკაციის შემადგენელი ნაწილია/გათვალისწინებულია სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას; ბრალადწარდგენილი დანაშაულების ნაწილობრივი აღიარება კი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს და სასჯელის გამკაცრება, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის საფუძველზე დაუშვებელია.

11. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით – იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სახმედრო წოდების ჩამორთმევისა). ამავე მუხლის მე-2 პუნქტით - ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, დ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მას ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დაზარალებულის თანხმობა დ. ჯ–ს მიმართ ამნისტიის გამოყენების შესახებ, ასევე თავად მსჯავრდებულ დ. ჯ–ს თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

15.1. სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ ნ. ჯ–ს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიმართ არ აქვს პრეტენზია და თანახმაა დ. ჯ–ს მიმართ გამოყენებული იქნას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

15.2. 2025 წლის 18 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ დ. ჯ–ს თანხმობა - მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი.

15.3. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე დ. ჯ–სათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით.

15.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის 19:00 საათის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

15.3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის 19:30 საათის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს - 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

15.3.3. დ. ჯ–სათვის დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრულ - 5 წლით იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ამნისტია არ ვრცელდება.

14.3.4. ამასთან, დ. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი - 5 თვით. დამცავი ორდერის გამოცემისას სასამართლო ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად, დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, დ. ჯ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა – ჯარიმა 2000 ლარი.

16.1. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს 2023 წლის 27 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ დ. ჯ–ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა დაუმთავრდა 2023 წლის 24 ნოემბერს.

16.2. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 29 იანვრის წერილით დასტურდება, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2022 წლის 24 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი დ. ჯ–ს მიმართ ჯარიმის - 2000 ლარის დაკისრების თაობაზე, რომელიც არ არის გადახდილი.

16.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ–ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა მოხდილი აქვს სრულად, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება). დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრულ – ჯარიმა 2000 ლარზე კი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე) გამომდინარე ამნისტია არ ვრცელდება.

17. საკასაციო სასამართლო ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტისას ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს (სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება) და „ე“ ქვეპუნქტს (დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.)

18. შესაბამისად, პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

51. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. დ. ჯ– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის 19:00 საათის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე შეუმცირდეს - 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის 19:30 საათის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს - 1/6-ით და განესაზღვროს - 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.3. მასვე, დამატებითი სასჯელად განესაზღვროს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა - 5 წლით, რაზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით დ. ჯ–ს განესაზღვროს – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა; დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2000 ლარი და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა – 5 წლით;

3.4. დ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 7 იანვრიდან;

3.5. ნ. ჯ–ს ტანსაცმელი (მორუხო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოლურჯო ფერის ნაჭრის შარვალი) და დ. ჯ–ს მოკლემკლავიანი მაისური დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;

3.6. ნ. ჯ–ს ნერწყვის ნიმუში და 2024 წლის 7 იანვარს, ზ.....ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მინის ჭიქის ფრაგმენტები – განადგურდეს;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დ. ჯ–ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი – 5 თვით, შემდეგი პირობებით - დამცავი ორდერის მოქმედების ვადაში:

4.1. დ. ჯ–ს (პ/ნ ........., ფაქტობრივად მცხოვრები – ზუგდიდის რაიონი, სოფელი ჭითაწყარი, თ.........) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობს ნ. ჯ– (პ/ნ ........., ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ.........;

4.2. დ. ჯ–ს აეკრძალოს ნ. ჯ–სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება;

4.3. დ. ჯ–ს აეკრძალოს ნ. ჯ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ასევე მესამე პირების მეშვეობით;

4.4. დ. ჯ–ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა; 4.5. დამცავი ორდერის ვადის ათვლა დაიწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან დ. ჯ–ს გათავისუფლების მომენტიდან;

4.6. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე