საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №389აპ-25 თბილისი
ა. გ., 389აპ-25 6 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ა-ეს ბრალად ედებოდა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯგუფურად, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის ნაწილი); ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის ნაწილი), ხოლო ხ. ა-ესა და ზ. გ-ეს – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯგუფურად, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, თ-ის დასახლებაში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა-ემ, ხ. ა-ესა და ზ. გ-ესთან ერთად, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ასევე, ცივი იარაღის – დანის – გამოყენებით რ. ლ-ეს, მარცხენა ფეხის არეში ჭრილობის სახით, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· მანვე, 2023 წლის 15 აპრილს, დაახლოებით, 21:40 საათზე, ქ. ბ-ში, მ. შ-ის ქუჩის მე-- ჩიხის სახლი ---ის მიმდებარედ, რ. ღ-ის მფლობელობაში არსებულ, „Ford Fusion-ის“ მარკისა და მოდელის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი – --), ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით რ. ღ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
· გ. ა-ე 2023 წლის 15 აპრილს, დაახლოებით, 21:40 საათზე, ქ. ბ-ში, მ. შ-ის ქუჩის მე-- ჩიხის სახლი ---ის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ. ღ-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· მანვე, 2023 წლის 15 აპრილს, დაახლოებით, 21:40 საათზე, ქ. ბ-ში, მ. შ-ის ქუჩის მე-- ჩიხის სახლი ---ის მიმდებარედ, იმ მიზნით, რომ რ. ღ-ე მობილური ტელეფონით არ დაჰკავშირებოდა 112-ის სამსახურს და არ გამოეძახებინა პოლიცია, რ. ღ-ის მფლობელობაში არსებული „Ford Fusion-ის“ მარკისა და მოდელის ავტომობილიდან (სახელმწიფო ნომერი – --), აიღო რ. ღ-ის „Samsung-ისა“ და „Motorola-ს“ მობილური ტელეფონები, რითაც რ. ღ-ეს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და ფიზიკური იძულებით არ მისცა მობილური ტელეფონით სარგებლობისა და დარეკვის საშუალება, რა დროსაც დაზარალებულმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
· 2023 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, თ-ის დასახლებაში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხ. ა-ემ, გ. ა-ესა და ზ. გ-ესთან ერთად, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში ჭრილობის სახით, რ. ლ-ეს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· 2023 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, თ-ის დასახლებაში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ. გ-ემ, ხ. ა-ესა და გ. ა-ესთან ერთად, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით რ. ლ-ეს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. ა-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო ხ. ა-ის და ზ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. ა-ე (პირადი №-) - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ა-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 17 მაისიდან.
ხ. ა-ე (პირადი №-), - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხ. ა-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი, ასევე – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 17 მაისიდან.
ზ. გ-ე (პირადი №-), - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 8000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2023 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, თ-ის დასახლებაში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა-ემ ცივი იარაღის – დანის – გამოყენებით რ. ლ-ეს მარცხენა ფეხის არეში ჭრილობის სახით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).
· 2023 წლის 15 აპრილს, დაახლოებით, 21:40 საათზე, ქ. ბ-ში, მ. შ-ის ქუჩის მე-- ჩიხის სახლი ---ის მიმდებარედ, რ. ღ-ის მფლობელობაში არსებულ, „Ford Fusion-ის“ მარკისა და მოდელის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი – --), ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა-ემ თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით რ. ღ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).
· 2023 წლის 15 აპრილს, დაახლოებით, 21:40 საათზე, ქ. ბ-ში, მ. შ-ის ქუჩის მე-- ჩიხის სახლი ---ის მიმდებარედ, გ. ა-ე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ. ღ-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).
· 2023 წლის 15 აპრილს, დაახლოებით, 21:40 საათზე, ქ. ბ-ში, მ. შ-ის ქუჩის მე-- ჩიხის სახლი ---ის მიმდებარედ, იმ მიზნით, რომ რ. ღ-ე მობილური ტელეფონით არ დაჰკავშირებოდა 112-ის სამსახურს და არ გამოეძახებინა პოლიცია, გ. ა-ემ რ. ღ-ის მფლობელობაში არსებული, „Ford Fusion-ის“ მარკისა და მოდელის ავტომობილიდან (სახელმწიფო ნომერი – --), აიღო რ. ღ-ის „Samsung-ისა“ და „Motorola-ს“ მობილური ტელეფონები, რითაც რ. ღ-ეს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და ფიზიკური იძულებით არ მისცა მობილური ტელეფონით სარგებლობისა და დარეკვის საშუალება, რა დროსაც დაზარალებულმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).
· 2023 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, თ-ის დასახლებაში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხ. ა-ემ ზ. გ-ესთან ერთად, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით რ. ლ-ეს განზრახ მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც დაზარალებულის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
· 2023 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, თ-ის დასახლებაში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ. გ-ემ ხ. ა-ესთან ერთად, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით რ. ლ-ეს განზრახ მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც დაზარალებულის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი რამაზ შანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ა-ის, ხ. ა-ისა და ზ. გ-ის დამნაშავეებად ცნობას ბრალდებით წარდგენილი მუხლებით და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, რომლებსაც მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად.
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ხ. ა-ისა და ზ. გ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო გ. ა-ის – სხვა მუხლებთან ერთად, სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ნაცვლად სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შესაბამისად, სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს გ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდების შესახებ (კვალიფიკაციის ნაწილში).
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივაციას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ რ. ლ-ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეების – რ. ლ-ის, ლ. ს-ის, ლ. შ-ის, მ. თ-ის, რ. ბ-ის, უ. გ-სა და სხვათა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩანაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსები და ფონოგრამები, ექსპერტების ჩვენებები და საქმის სხვა მასალები, რომელთა გაანალიზების საფუძველზეც, მსჯავრდებულთა ქმედებები სწორად დააკვალიფიცირა და მათ განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები.
9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებითა და ბრალდებულ გ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მხოლოდ გ. ა-ეს ჰქონდა ცივი იარაღი და მხოლოდ და მხოლოდ მან მიაყენა რ. ლ-ეს ჭრილობა ბარძაყის არეში, რის გამოც, გ. ა-ეს სწორად ამოერიცხა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ხოლო სხვა მტკიცებულებები (დაზარალებულის ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) ადასტურებს, რომ, ხ. ა-ისა და ზ. გ-ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად, რ. ლ-ემ მიიღო მსუბუქი ხარისხის სხვადასხვა დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. შესაბამისად, ხ. ა-ისა და ზ. გ-ის ქმედებები სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
10. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – გ. ა-ეს, ხ. ა-ესა და ზ. გ-ეს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მსჯავრადშერაცხილი მუხლების (მუხლის ნაწილის) სანქციებით გათვალისწინებული სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მათი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
11. გამომდინარე ზემოთქმულიდან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხ. ა-ისა და ზ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ა-ის მიერ – სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო დანიშნული სასჯელები კანონიერი, პროპორციული და სამართლიანია. ამასთან, სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხ. ა-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაასაბუთა ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რომელიც ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ მოცემულობას ქმნის.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე