Facebook Twitter

საქმე N 330100124010040370

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №759აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი

ფ. ხ., №759აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ხ. ფ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1.1. 2024 წელს 28 აპრილს, ღამის საათებში, ხ. ფ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ. მ–ს. კერძოდ დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, ასევე გადააგდებდა ფანჯრიდან. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელებულის საფუძვლიანი შიში.

1.1.2. 2024 წლის 29 აპრილს, ხ. ფ–ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, თ. მ–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემულ იქნა №......... შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ხ. ფ–ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც თ. მ–ი (მსხვერპლი) ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით, კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ხ. ფ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 29 აპრილს, მივიდა თ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....

1.1.3. 2024 წლის 29 აპრილს, ხ. ფ–ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, თ. მ–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემულ იქნა №..... შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ხ. ფ–ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც თ. მ–ი (მსხვერპლი) ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით, კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ხ. ფ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 15 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, მივიდა თ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....ში, დაამყარა მასთან სიტყვიერი კომუნიკაცია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

1.1.4. 2024 წლის 15 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....ში ხ. ფ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ. მ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც თ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.1.5. 2024 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....-ში თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, უსაფუძვლოდ, ხ. ფ–მა მეუღლეს თ. მ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ორივე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. ხ. ფ–ის ქმედებების შედეგად, თ. მ–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

1.1.6. 2024 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....-ში თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ხ. ფ–ი მეუღლეს თ. მ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ ფანჯრიდან გადააგდებდა. თ. მ–მა მუქარა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

2.1.1. 2024 წელს 28 აპრილს, ღამის საათებში, ხ. ფ–ი ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ. მ–ს. კერძოდ დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, ასევე გადააგდებდა ფანჯრიდან. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელებულის საფუძვლიანი შიში.

2.1.2. 2024 წლის 29 აპრილს, ხ. ფ–ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, თ. მ–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემულ იქნა №....... შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ხ. ფ–ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც თ. მ–ი (მსხვერპლი) ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით, კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ხ. ფ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 29 აპრილს, მივიდა თ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №.....

2.1.3. 2024 წლის 29 აპრილს ხ. ფ–ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, თ. მ–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემულ იქნა №.... შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ხ. ფ–ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც თ. მ–ი (მსხვერპლი) ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით, კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ხ. ფ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 15 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, მივიდა თ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №...., დაამყარა მასთან სიტყვიერი კომუნიკაცია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

2.1.4. 2024 წლის 15 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....-ში ხ. ფ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ. მ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც თ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.1.5. 2024 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....-ში თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, უსაფუძვლოდ, ხ. ფ–მა მეუღლეს თ. მ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ორივე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. ხ. ფ–ის ქმედებების შედეგად, თ. მ–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

2.1.6. 2024 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ი, .... ... ქუჩა №.., ბინა №....-ში თავიანთ საცხოვრებელ მისამართზე, ხ. ფ–ი მეუღლეს თ. მ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ ფანჯრიდან გადააგდებდა. თ. მ–მა მუქარა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით, ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ხ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ხ. ფ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 15 დღით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 15 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 15 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

ხ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ხ. ფ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 15 დღით.

2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გამოიცა დამცავი ორდერი, რითაც მსჯავრდებულ ხ. ფ–ს 2 თვითა და 15 დღით აეკრაძალა დაზარალებულ თ. მ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება თ. მ–ი იმყოფებოდეს; დაზარალებულ თ. მ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

3.2. 2025 წლის 18 ივლისს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილება და ხ. ფ–ის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ ხ. ფ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ-მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ ძირითადად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ხ. ფ–ის ქმედებებს, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით დიკრიმინაციის მოტივით, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე მითითება უპირობოდ მოიაზრებს გენდერის ნიშნის შერაცხვის მოთხოვნას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებული პირის ქმედებაში გენდერის ნიშნის შერაცხვას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების/გამართლების უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარე არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს ხ. ფ–ის დანაშაულებრივი ქმედებების გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის დამადასტურებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, არ ავითარებს სათანადო მსჯელობას და არ წარმოაჩენს დასკვნებს, შეფასებებსა და არგუმენტაციას, თუ რომელი მტკიცებულება ადასტურებს ქმედების ზემოხსენებული მოტივით ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები, კი უნდა დადგინდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

5.3. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში იგი უფლებამოსილი იყო სწორედ აღნიშნულ ფარგლებში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა შებოჭილია საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ხ. ფ–ის ქმედების გენდერის ნიშნით ჩადენასთან დაკავშირებით, რისი გათვალისწინებითაც მსჯელობას იქონიებს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ხ. ფ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე