საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №467აპ-25 ქ. თბილისი
ბ.ი გ. 467აპ-25 13 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე,
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ.ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ-სა და მსჯავრდებულ ქ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. გ. ბ.ს, - - ბრალად ედებოდა:
1.1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ. ბ.ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის სახით (440,54 გრამი) და მინის ფლაკონის შიდა ზედაპირზე არსებული ნივთიერების (0,00022 გრამი) სახით, საერთო რაოდენობით – 440,54022 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 374,47 გრამს. აღნიშნული რაოდენობიდან: ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის (234,05 გრამი) და მინის ფლაკონის შიდა ზედაპირზე არსებული ნივთიერების (0,00022 გრამი) სახით, საერთო რაოდენობით – 234.05022 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 262,14 გრამს, ინახავდნენ 2024 წლის 9 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №-, სართული -, ბინა №--ში, რაც სპეციალურ პაკეტებში სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს და გაამზადეს გასასაღებლად; ასევე, 2024 წლის 8 მარტს გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი „სუბარუს“ მარკის ავტომანქანაში (-) უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 112,33 გრამს; ასევე, 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 206,49 გრამს, რომელიც განათავსეს თ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-აში არსებულ ტყის მასივში მათი გასაღების მიზნით.
1.1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ. ბ.ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში, სართული -, ბინა №--ში მდებარე ბინაში, 2024 წლის 9 მარტამდე დროის პერიოდში, გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, სპეციალურ პაკეტებში სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 234,05 გრამი, ასევე ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 262,14 გრამი და მოამზადეს ლოკაციებზე განსათავსებლად, რითაც შექმნეს პირობები ნარკოტიკული საშუალებების გასასაღებლად.
1.1.3. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
გ. ბ.ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში, სართული -, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2024 წლის 9 მარტის ჩათვლით დროის პერიოდში, უკანონოდ ინახავდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება კეტამინს, რაოდენობით 4,34 გრამს, რაც ამოიღეს 2024 წლის 9 მარტს, 06:30 საათიდან 12:15 საათამდე, ქ.თ-ში, ც. დ-ის ქუჩა №-, სართული -, ბინა №--ში ჩატარებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
1.1.4. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღების მომზადება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
გ. ბ.ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №-, სართული -, ბინა №--ში მდებარე ბინაში, 2024 წლის 9 მარტამდე დროის პერიოდში, გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალურ პაკეტში სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი, რაოდენობით 4,34 გრამი და მოამზადეს ლოკაციაზე განსათავსებლად, რითაც შექმნეს პირობები ფსიქოტროპული ნივთიერების გასასაღებლად.
1.1.5. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. ბ.ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ.მა უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 8 მარტს მისი მართვის ქვეშ მყოფი სუბარუს მარკის ავტომანქანაში (-) უკანონოდ ინახავდა პოლიეთილენის ორ ცალ პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით 5,26 გრამს და ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებულ 0,02 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს სითხის სახით, რაც ამოიღეს 2024 წლის 8 მარტს, 18:36 საათიდან 20:04 საათამდე დროის შუალედში ქ. თ-ში, --ის დასახლება, ს-ის მე-- შესახვევი №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი სუბარუს მარკის ავტომანქანის (-) ჩხრეკის შედეგად.
1.1.6. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ. ბ.ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩა №-, სართული -, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, 2024 წლის 9 მარტამდე დროის პერიოდში, გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, სპეციალურ 2 პაკეტში, სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით 206,49 გრამი და გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი სუბარუს მარკის ავტომანქანით (-) გადაადგილდნენ თ-ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ც-ში, სადაც რესტორან „ს-ის“ მოპირდაპირედ არსებულ საავტომობილო გზიდან დაახლოებით 30 მეტრში ტყის მასივში და რესტორან „ს-დან“ ც-ის მიმართულებით დაახლოებით 400 მეტრში, გზის სავალი ნაწილიდან 12 მეტრში არსებულ ტყის მასივში, ჯამში 2 ლოკაციაზე განათავსეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მათი გასაღების მიზნით, რითაც განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.
2. ქ. ჩ-ეს, –– ბრალად ედებოდა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ქ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის სახით (440,54 გრამი) და მინის ფლაკონის შიდა ზედაპირზე არსებული ნივთიერების (0,00022 გრამი) სახით, საერთო რაოდენობით – 440,54022 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 374,47 გრამს. აღნიშნული რაოდენობიდან: ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის (234,05 გრამი) და მინის ფლაკონის შიდა ზედაპირზე არსებული ნივთიერების (0,00022 გრამი) სახით, საერთო რაოდენობით – 234.05022 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 262,14 გრამს, ინახავდნენ 2024 წლის 9 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში, სართული -, ბინა №--ში, რაც სპეციალურ პაკეტებში სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს და გაამზადეს გასასაღებლად; ასევე, 2024 წლის 8 მარტს გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი სუბარუს მარკის ავტომანქანაში (-) უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 112,33 გრამს; ასევე, 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 206,49 გრამს, რომელიც განათავსეს თ-ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ც-ში არსებულ ტყის მასივში მათი გასაღების მიზნით;
2.1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ქ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში, სართული -, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში, გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, სპეციალურ პაკეტებში სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 234,05 გრამი, ასევე ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონი ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით 262,14 გრამი და მოამზადეს ლოკაციებზე განსათავსებლად, რითაც შექმნეს პირობები ნარკოტიკული საშუალებების გასასაღებლად.
2.1.2. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ქ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №-, სართული -, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2024 წლის 9 მარტის ჩათვლით დროის პერიოდში, უკანონოდ ინახავდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება კეტამინს, რაოდენობით – 4,34 გრამს, რაც ამოიღეს 2024 წლის 9 მარტს, 06:30 საათიდან 12:15 საათამდე დროის შუალედში ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №-, სართული -, ბინა №--ში ჩატარებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
2.1.3. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღების მომზადება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.
ქ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №-, სართული -, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, 2024 წლის 9 მარტამდე დროის პერიოდში, გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალურ პაკეტში სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი, რაოდენობით 4,34 გრამი და მოამზადეს ლოკაციაზე განსათავსებლად, რითაც შექმნეს პირობები ფსიქოტროპული ნივთიერების გასასაღებლად.
2.1.4. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ქ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №-, სართული -, ბინა №--ში მდებარე ბინაში, 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში, გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, სპეციალურ 2 პაკეტში, სასწორის და წებოლენტების გამოყენებით დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით – 206,49 გრამი და გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი სუბარუს მარკის ავტომანქანით (---) გადაადგილდნენ თ-ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ც-აში, სადაც რესტორანი ს-ის მოპირდაპირედ არსებულ საავტომობილო გზიდან დაახლოებით 30 მეტრში ტყის მასივში და რესტორანი ს-დან ც-ის მიმართულებით დაახლოებით 400 მეტრში, გზის სავალი ნაწილიდან 12 მეტრში არსებულ ტყის მასივში, ჯამში 2 ლოკაციაზე განათავსეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მათი გასაღების მიზნით, რითაც განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
2.1. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად დარჩა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად დარჩა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად გ. ბ.ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;
2.6. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ.ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.8. გ. ბ.ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს;
2.9. გ. ბ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 8 მარტიდან;
2.10. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად დარჩა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.11. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.12. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად დარჩა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.13. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.14. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.15. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ქ. ჩ-ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.16. ქ. ჩ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20 წლით ჩამოერთვა – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.17. ქ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 8 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი გურამ კრავეიშვილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ცვლილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში და გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მიმართ როგორც თითოეულ მუხლთან მიმართებით, ისე საბოლოოდ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
3.2. მსჯავრდებულ ქ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ჯ-ა ითხოვდა ქ. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას მსჯავრადშერაცხილ ყველა ეპიზოდში;
3.3. მსჯავრდებული გ. ბ.ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ჩ- ითხოვდნენ გ. ბ.ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, მსჯავრადშერაცხილი ყველა დანაშაულისათვის.
3.4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ბ.ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ-მა, რომელიც ითხოვდა, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად დარჩა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად დარჩა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად გ. ბ.ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;
4.7. გ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ.ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.9. გ. ბ.ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4.10. გ. ბ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 8 მარტიდან;
4.11. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად დარჩა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.12. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.13. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
4.14. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.15. ქ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ქ. ჩ-ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.17. ქ. ჩ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
4.18. ქ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 8 მარტიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:
5.1. მსჯავრდებულ ქ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ჯ. ითხოვს ქ. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას;
5.2. მსჯავრდებული გ. ბ.ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ჩ- ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გ. ბ.ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას. იმავდროულად, უთითებენ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება გ. ბ.ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას მსჯავრადშერაცხილ ყველა ეპიზოდში; გ. ბ.ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებენ, რომ გ. ბ.ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება გ. ბ.ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს.
8. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა: დ. ვ-ის, გ. თ-ის, ა. ჩ-ის, დ. ბ-ის, ნ. ბ-ის, დ. გ-ის, ლ. ვ-ის, ბ. ბ-ის, დ. ხ-ის, ნ. ს-ის, გ. ს-ის, ნ. მ-ის, კ. მ-ას ჩვენებებით, დ. ვ-ის პატაკით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ქ. ჩ-ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2024 წლის 9 მარტის ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, 2024 წლის 9 მარტის და 22 მარტის ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნებით, ავტომანქანის ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და ბინის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების, ხოლო გ. ბ.ის მიერ ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. დანაშაულის შეტყობინების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-ის მე-- სამმართველოს დეტექტივ დ. ვ-ის პატაკით, დგინდება, რომ 2024 წლის 8 მარტს, ქ. თ-ში, --ის დასახლებაში, ს-ის მე-- შესახვევის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სუბარუს“ მარკის ვერცხლისფერ ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით – -, იმყოფებოდა -- წელს დაბადებული გ. გ.ს ძე ბ.ი, რომელსაც თან ახლდა -- წელს დაბადებული ქ. დ-ის ა. ჩ., რომლებსაც თან ჰქონდათ და ასევე ავტომანქანაში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე, თავადაც იყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები.
9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ვ. მოწმის სახით გამოიკითხა 2024 წლის 8 მარტს 16:35-16:50 დროის შუალედში, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილება და ჩატარდა ქ. ჩ-ისა (17:09-17:27 საათზე) და გ. ბ.ის (17:15-17:42 საათზე) პირადი ჩხრეკა.
10. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის პირადი ჩხრეკის ვიდეოჩანაწერითა და ოქმით დგინდება, რომ, გ. ბ.სა და ქ. ჩ-ეს გაეცნოთ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების დადგენილება, განემარტათ უფლებები, რის შემდეგაც ჩატარდა მათი პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას მათგან ნარკოტიკული საშუალებები არ ამოუღიათ (იხ.: 2024 წლის 8 მარტის გ. ბ.ის პირადი ჩხრეკის ოქმი ტ.1, ს.ფ. 21-25; 2024 წლის 8 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმი ტ.1, ს.ფ. 8-12). რის შემდეგაც მიღებულ იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის წარმოების შესახებ.
11. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული გ. ბ.ის ავტომობილის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ავტომობილის 2024 წლის 8 მარტს 18:36 საათიდან 20:04 საათამდე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის მე-- სამმართველოს გამომძიებელ ა. ჩ-ის მიერ, გამომძიებლების გ. თ-ის, დ. ხ-ის, დეტექტივ ნ. ს-ის და მოწმე ქ. ჩ-ის მონაწილეობით ქ. თ-ში, --ის დასახლება, ს-ის მე---შესახვევი №--ის მიმდებარედ ტერიტორიაზე ჩატარდა გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკა, სახელმწიფო ნომრით – -. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს მობილური ტელეფონით მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სალონის წინა ნაწილიდან ამოიღეს მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი ჩამკეტიანი გამჭვირვალე პაკეტი მოთეთრო ფერის ფხვიერი მასით, ყვითელი ფერის მწებავ ლენტში გახვეული მეტალის საგანი და ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული თეთრი ფერის ფხვიერი მასით – 25 ცალი; მოწითალო ფერის წებოლენტი, მასში არსებული მეტალის საგნით და ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული თეთრი ფხვიერი მასით – 50 ცალი; ავტომანქანის საბარგულში აღმოაჩინეს ერთი ცალი ჩამკეტიანი პაკეტი, მასში არსებული მომწვანო ფერის ფხვიერი მასით. ერთი ცალი შედარებით მცირე ზომის ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული თეთრი ფერის კრისტალური მასით. ორი ცალი გაუხსნელი ინსულინის შპრიცი პაკეტებში. ერთი ცალი გახსნილი ინსულინის შპრიცი და ერთი ცალი 2.5 მილიგრამიანი შპრიცი, მასში არსებული გამჭვირვალე ფერის სითხით, შპრიცს ასევე აქვს ნემსიც. ერთი ცალი მცირე ზომის ნიჩაბი შავ და ყვითელ ფერებში გაწყობილი, სახელურზე წარწერით „--“, ხოლო ნიჩბის პირზე არის მიწის მასა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ნივთიერებები მოთავსდა პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით, რომლებზეც გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე გ. ბ.ის მიერ გაკეთებული შენიშვნით – ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის მას და ქ. ჩ-ეს. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე ქ. ჩ-ის მიერ გაკეთებული შენიშვნით – ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის მას და გ. ბ.ს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 35-45).
11.1. გ. ბ.ის ავტომობილის ჩხრეკისას სალონის წინა ნაწილიდან ამოღებული ნივთიერებები არის ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის ფხვნილი, საერთო რაოდენობით – 112,35 გრამი, ხოლო ავტმობილის საბარგულში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ, საერთო რაოდენობით 5,26 გრამი და ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული 0,02 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის სითხის სახით (იხ.: 2024 წლის 22 მარტის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ტ. 2, ს.ფ. 67-88).
12. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოსდა ავტომობილის ჩხრეკისას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ყუთიდან ამოღებულ წებოლენტებს (რომელშიც შიგნით რა დევს არავინ იცის) ისე დებენ პარკში და ისე უჭირავთ პარკი, რომ ნახევარი პარკი ჩანს და გვერდიდან ვინ რას დებს ან ამოიღებს გაურკვეველია. ამასთან ხელმოწერისას გამომძიებელი კარნახობს გ. ბ.სა და ქ. ჩ-ეს რა უნდა დაწერონ.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ავტომობილის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერს, რომელიც ნაწარმოებია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოჩანაწერის თანახმად, გამომძიებელმა ა. ჩ-ემ გ. ბ.ს გააცნო დადგენილება ავტომობილის გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის შესახებ, ვიდეოჩანაწერზე სრულადაა აღბეჭდილი ჩხრეკის პროცესი, მანქანის წინა სალონში ყუთში ნარკოტიკული საშუალებების პოვნის შემდეგ, კადრში მთლიანად ჩანს პაკეტი, რომელშიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა მოათავსეს წებოლენტში გახვეული ნარკოტიკული საშუალებები, დალუქეს შესაბამისი წესით. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების პროცესში მსჯავრდებულებმა თავად განმარტეს ნარკოტიკული საშუალებების სახეობაც და კუთვნილების საკითხიც (წინა სალონიდან ამოღებულ ნარკოტიკებზე მიუთითეს, რომ ეკუთვნოდათ ორივეს, ხოლო საბარგულიდან ამოღებული ნარკოტიკის შესახებ როგორც გ. ბ.მა ასევე ქ. ჩ-ემ განმარტეს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა გ. ბ.ს და ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი) და სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, ოქმის შევსებისას გამომძიებელმა მიუთითა ქ. ჩ-ესა და გ. ბ.ს, რომ მათი წინარე განმარტებების შესაბამისად, უნდა გაეკეთებინათ ჩხრეკის ოქმზე შენიშვნა, რომელშიც მიუთითებდნენ მათ მიერ უკვე ჩხრეკის პროცესში გაჟღერებულ ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებების კუთვნილების შესახებ, შესაბამისად, გამომძიებლის აღნიშნული მითითება რაიმე სახის კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება. ამასთან, დაცვის მხარეც სადავოდ არ ხდის ოქმზე ხელმოწერის ნებაყოფლობითობას.
13. ასევე დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა, საგამოძიებო მოქმედება – ავტომობილის ამოღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ავტომობილის ჩხრეკის შემდეგ, რა დროსაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა შეძენა, შენახვა და გასაღების მომზადებაც მსჯავრად აქვთ შერაცხილი ქ. ჩ-ესა და გ. ბ.ს დამატებით მანქანიდან სხვა რაიმე მტკიცებულების მოპოვება, რომელიც გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მსჯავრდების საფუძველი გახდებოდა არ მომხდარა, შესაბამისად, თუნდაც ავტომობილის ამოღების ოქმზე ტექნიკურად არასწორი დროის მითითება, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ირელევანტურია და გავლენას ვერ მოახდეს გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მსჯავრდებაზე. ამასთან, გამომძიებელ ა. ჩ-ის განმარტებით ავტომობილის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს გ. ბ.ი და ქ. ჩ-ე და შემდეგ დაილუქა და ამოღებულ იქნა ავტომობილი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:34:15-16:35:03) დაკავების შემდეგ გ. ბ.ი გადაიყვანეს განყოფილებაში, მანქანის ამოღების მიზნით იგი კვლავ ჩამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე. ამ პერიოდში პოლიციის თანამშრომელი იდგა გ. ბ.ის მანქანასთან, რათა არ დაზიანებულიყო მანქანა, გ. ბ.ის მიყვანის შემდეგ კი ამოიღეს მანქანა გ. ბ.ისაგან (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:44:29-16:45:40).
14. სასამართლო ითვალისწინებს, 2024 წლის 8 მარტს ქ. ჩ-ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვითარების აღდგენა, რა დროსაც ქ. ჩ-ემ თ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-ას გზაზე მიუთითა რესტორან „ს-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ის და გ. ბ.ი მივიდნენ ნარკოტიკული საშუალების დასადებად. თავად გადავიდა იქვე არსებულ ტყეში და ერთ-ერთი ხის გვერდით დადო ერთი პაკეტი ნარკოტიკული საშუალება გახვეული თეთრი ფერის ლენტში. ქ. ჩ-ის მითითებით ნახეს და ამოიღეს ტყის მასივში ერთ-ერთ ხესთან დადებული თეთრი ფერის ლენტში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება. ქ. ჩ-ემ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში ტყის მასივში განათავსა მეორე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, რომელიც ასევე ამოიღეს და დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მასში მონაწილე პირებთან ერთად ასევე ხელს აწერს ქ. ჩ-ე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება.
14.1. საქმეზე წარმოდგენილი ამოღების ოქმებით დგინდება, რომ 2024 წლის 9 მარტს 00:38 საათიდან 00:55 საათამდე სოფელ ც-ას გზაზე რესტორან „ს-ის“ მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საავტომობილო გზიდან დაახლოებით 30 მეტრში ხის ძირას იპოვეს და ამოიღეს თეთრი ფერის წებოლენტში შეხვეული გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული გამჭვირვალე პაკეტით და მოყვითალო ფერის ფხვიერი მასით. ხოლო, 2024 წლის 9 მარტს 01:18 საათიდან 01:45 საათამდე სოფელ ც-ას გზაზე რესტორან „ს-ის“ მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საავტომობილო გზიდან დაახლოებით 12 მეტრში, ხის ძირიდან ამოიღეს თეთრი ფერის წებოლენტში შეხვეული გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული მოყვითალო ფერის ფხვიერი მასით, რომლებიც დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, მათ შორის ოქმის სისწორე დადასტურებული აქვს ქ. ჩ-ეს.
14.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ქ. ჩ-ის მითითებით ამოღებული 2 ცალი თეთრი ფერის მწებავ ლენტში შეხვეული გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული გამჭვირვალე პაკეტით და მოყვითალო ფერის ფხვიერი მასით ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობით 206,49 გრამს (იხ.: 2024 წლის 22 მარტის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ტ. 2, ს.ფ. 67-88).
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას გ. ბ.მა და ქ. ჩ-ემ განმარტეს, რომ უარს აცხადებენ გამოძიების ეტაპზე მათ მიერ მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებასა და მტკიცებულებად გამოყენებაზე.
16. სასამართლოში შეცვლილი პოზიციის მიუხედავად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ვითარების აღდგენისას ქ. ჩ-ის მითითებით ორ ლოკაციაზე ნაპოვნი იქნა ნარკოტიკული საშუალებები, რომელზეც ვერ გავრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი (რომლის ფარგლებშიც ნაპოვნია დანაშაულის საგანი – ნარკოტიკული ნივთიერებები), რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში (მაგალითად: იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი საქმეზე N 561აპ-15, პარ. 44).
16.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დასაშვებია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც „საგამოძიებო ექსპერიმენტი ასახავს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 28 სექტემბრის განაჩენი N 682აპ-21).
16.2. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით – ქ. ჩ-ემ მიუთითა ის ორი ლოკაცია, სადაც გ. ბ.თან ერთად დადო ნარკოტიკული საშუალებები (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 106-110). შესაბამისად, არ არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების არ გაზიარების საფუძველი.
17. გადაუდებელი აუცილებლობით 2024 წლის 9 მარტს ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმით, დგინდება, რომ 06:30 საათიდან 12:15 საათამდე პერიოდში ჩატარდა ქ. თ-ში, ც. დ-ს ქუჩა №--ში მდებარე ქ. ჩ-ისა და გ. ბ.ის დროებითი საცხოვრებელი სახლის (ბინა №,,) ჩხრეკა, რა დროსაც უწყვეტად მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. ჩხრეკის შედეგად:
ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებული კარადიდან ამოიღეს სხვადასხვა ზომისა და ფერის მწებავი ლენტები, ერთი ცალი მოშავო ფერის და ერთი ცალი მოთეთრო ფერის ელექტროსასწორი, ორი ცალი ნიჩბის მსგავსი ხელსაწყო, მცირე ზომის ერთმანეთზე მიკრული მაგნიტები, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკში არსებული სხვადასხვა ზომის გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტები, ერთი ცალი დასვრილი ხელთათმანი, ერთი ცალი მოყვითალო სახელურიანი საკანცელარიო დანა, ერთი ცალი მოყვითალო ფერის მაკრატლის მსგავსი ხელსაწყო. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესით და ლუქებზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები.
საძინებელში, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მუყაოსა და ცელოფნის პარკებში ნანახი იქნა მოშავო ფერის მწებავ ლენტში გახვეული მყარი მასა, გარედან ნაცრისფერი მწებავი ლენტის ფრაგმენტით. აგრეთვე ნანახი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, ერთი შედარებით მცირე ზომის მასში არსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი მასით, ხოლო მეორეში მოყავისფრო ფხვიერი მასით. აღნიშნული ნივთიერებები და მათი შესაფუთი მასალა დაილუქა კანონით დადგენილი წესით და ლუქებზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. პარკებში ასევე ნანახი იქნა გამჭვირვალე პაკეტი, მასში არსებული მცირე ზომის მინის ქილა სითხის ნაჟღენთებით. ასევე ნანახი იქნა შპრიცები ნარინჯისფერი თავსახურით, პოლიეთილენის პაკეტები, შპრიცის გახსნილი პაკეტები, ორი ცალი ფოლგის ფრაგმენტი, სამი ცალი მწებავი ლენტი, ასევე მეტალის საგანი ცალ მხარეს კომპასით. აღნიშნული ნივთები დაილუქა ერთად და ლუქებზე გაკეთდა ხელმოწერები. ამავე საძინებელში საწოლზე მუყაოს პარკში ნანახი იქნა ოთხი ცალი გამჭვირვალე პაკეტი ორ ცალში არსებული ღია ფერის ფხვიერი მასით, ერთ ცალში კი მყარი კრისტალისებური მასით. პარკში ასევე ნანახი იქნა ორი ცალი ფოლგის ფრაგმენტი და ერთი ცალი მოწითალო ფერის მწებავი ლენტი. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად. საძინებელ ოთახში ასევე ნანახი იქნა ორი ცალი მოშავო-მომწვანო ფერის ნიჩაბი, ასეთივე ფერის მოკლე ფოცხი და ერთი ცალი საკანცელარიო დანა, რომლებიც დაილუქა ერთად და მონაწილე პირების მიერ ლუქებზე გაკეთდა ხელმოწერები.
აივანზე, კარიდან ხელმარჯვნივ ელექტროღუმელის თავზე შავ პარკში ნანახი იქნა სამი ცალი პლასტმასის კონტეინერი, ერთი მოწითალო, ერთი მოცისფრო და ერთიც გამჭვირვალე სახურავით. აღნიშნულ კონტეინერებში შიგნით შეინიშნება ნადები, ფხვიერი მასების სახით. სამივე კონტეინერი მოთავსდა იმავე შავ პარკში და დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესით. აივანზე გათბობის ქვაბის ქვემოთ ნანახი იქნა გამჭვირვალე კონტეინერი მომწვანო ფერის სახურავით. კონტეინერში მოთავსებული სხვადასხვა ზომის გამჭვირვალე პაკეტები, ჯამში 18 ცალი, რომელთაგან რამდენიმეში კიდევ მოთავსებულია პაკეტები სხვადასხვა ფერის ფხვიერი და კრისტალისებური მასებით. სამი ცალი პაკეტი კი არის ცარიელი. აღნიშნული პაკეტები კონტეინერთან ერთად დაილუქა და ლუქებზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. სამზარეულოში ერთ-ერთ თაროზე ნანახი იქნა ორი ცალი მცირე ზომის კოლოფი, რომლებშიც დევს ვაზნები, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. სამზარეულოში ონკანის ზემოთ არსებული თაროებიდან ამოღებული იქნა მინის გამჭვირვალე კონტეინერი ხის თავსახურით, რომელშიც არის ღია ფერის ფხვიერი, კრისტალისებური სპეციფიკური სუნის მქონე მასა, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ მასში მონაწილე პირები, მათ შორის ქ. ჩ-ე, გ. ბ.ი და მათი ადვოკატი რ. ა., რომლებსაც რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებიათ.
17.1. გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს – ფხვნილს 234,05 გრამის და მინის ფლაკონის შიდა ზედაპირზე არსებული ნივთიერების 0,00022 გრამის სახით, საერთო რაოდენობით 234,05022 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონს ფხვნილის სახით, საერთო რაოდენობა 262,14 გრამს. ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება კეტამინს, რაოდენობით – 4,34 გრამს (იხ.: 2024 წლის 9 მარტის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ტ. 2, ს.ფ. 6-63).
18. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის აპელირებას ქ. ჩ-ისა და გ. ბ.ის დროებითი საცხოვრებელი სახლის გასაღებთან დაკავშირებით (რომ პოლიციის თანამშრომლებმა გ. ბ.ს წაართვეს გასაღები და მანამდეც იმყოფებოდნენ ბინაში და ა.შ.) და ითვალისწინებს, გამომძიებელ ა. ჩ-ის განმარტებებს, რომ გ. ბ.ის პირადი ჩხრეკისას გასაღებები, რომელიც მას ჯიბეში ჰქონდა არ ამოუღიათ და დაუტოვეს გ. ბ.ს, ვინაიდან იმ ეტაპისათვის გასაღები არ წარმოადგენდა მტკიცებულებას, გასაღების ამოღება საჭიროდ არ ჩაუთვლიათ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:10:50-16:11:45), გ. ბ.ს გასაღებები ედო ჯიბეში, რამოდენიმე გასაღები იყო, თუმცა მას არ უკითხავს რისი გასაღები იყო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:11:50-16:13:07). ხოლო, გამომძიებელმა ნ. ბ-მა მიუთითა, რომ გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე გასაღები გადასცა გ. ბ.მა და სწორედ ამ გასაღებით მოხდა კარის გაღება (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი 12:36:06-12:33:50).
18.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა გ. ბ.ის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. ა., რომელსაც რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა ხელმოწერით. რაიმე სახის შენიშვნა ან/და პრეტენზია არ გამოუთქვამს არც გ. ბ.ს, რომელიც საგამოძიებო მოქმედება – ბინის ჩხრეკის ჩატარებისას უზრუნველყოფილი იყო ადვოკატით, შენიშვნა ან რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე არც ქ. ჩ-ეს(იხ.: ტ. 1, ს.ფ. 137-148). ამასთან, ბინის ჩხრეკის გადაღება მიმდინარეობდა უწყვეტად, ნაპოვნი ნივთები და ნარკოტიკული საშუალებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
19. დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ ბინის ჩხრეკის ოქმში მონაწილე პირებად დასაწყისში მითითებულია 7 პირი, ხოლო ოქმის ბოლოში ხელს აწერს 8 პირი, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 9 მარტის ბინის ჩხრეკის ოქმში დასაწყისში ჩხრეკაში მონაწილე პირებად ნამდვილად მითითებულია 7 პირი და მათ შორის არ არის ნ. ბ-ი, რომელიც ბოლო გვერდზე, ჩხრეკაში მონაწილე პირებს შორის აწერს ხელს (არის ჩხრეკაში მონაწილე მერვე პირი), თუმცა სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, ვინაიდან, ნ. ბ-მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ნამდვილად მონაწილეობდა ქ.თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №--ში მდებარე ბინა №-ის ჩხრეკაში და სწორედ მან გამოართვა გასაღები გ. ბ.ს და გააღო საცხოვრებელი ბინის კარი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი 12:36:06-12:33:50), რაც ასევე დასტურდება ვიდეოჩანაწერით.
20. სასამართლო ითვალისწინებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N- დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ
ქ. ჩ-ისა და გ. ბ.ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ შესაფუთში (---) მოთავსებულ თვითჩამკეტიან პარკზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის გ. ბ.ს;
პაკეტში, წარწერით: „...ობიექტის შესაფუთი მასალა...“ (-) მოთავსებულ კონვერტში წარწერით: შესაფუთი მასალა მუყაოს და პოლიეთილენის პარკები – მოთავსებულ ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს, ხოლო გენეტიკური პროფილების მინორული წილი ეკუთვნის ქ. ჩ-ეს; ამავე პაკეტში მოთავსებულ კონვერტში წარწერით შესაფუთი - მოთავსებულ: კონვერტში წარწერით: --შესაფუთი, მოთავსებულ თვითჩამკეტიან პარკზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და კონვერტებში წარწერებით: საიზოლაციო ლენტი და პოლ. პარკი შესაფუთი, მოთავსებულ საიზოლაციო ლენტის ხვიასა და პოლიეთილენის თვითჩამკეტიან პარკზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟრული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს.
პაკეტში წარწერით: სამი ცალი პლასტმასის კონტეინერი ფხვიერი მასის კვალით ამოღებული აივანზე მდებარე ღუმელის ზედაპირიდან, მოთავსებულ: წითელთავსახურიან კონტეინერსა და თავსახურზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის გ. ბ.ს. მოცისფრო თავსახურიანი კონტეინერის თავსახურზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს, მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ოთხკუთხა კონტეინერის თავსახურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ბ.ს დანარჩენ ზედაპირზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ორი ცალი სასწორი, ერთი ცალი ნიჩაბი ნიადაგთან ერთად და ერთი ცალი ნიჩბისმაგვარი საგანი ამოღებული ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ მდებარე კარადიდან (-) მოთავსებულ: ნიჩაბზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს. გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ ორ ცალ სასწორსა და მეტალის პირის მქონე საგანზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში წარწერით: ორი ცალი ნიჩაბი, ერთი ცალი ფოცხი ეტიკეტით და ერთი ცალი საკანცელარიო დანა ამოღებული საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან(-), მოთავსებულ ერთ-ერთ ნიჩაბსა და საკანცელარიო დანაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს.
პაკეტში წარწერით: შპრიცები, პოლიეთილენის პაკეტები, შპრიცის შეფუთვები ე.წ. ფოლგის ფრაგმენტები სამი ცალი მწებავი ლენტი, მეტალის საგანი კომპასით(-) მოთავსებულ: წითელი და მოლურჯო ფერის საიზოლაციო ლენტის ხვიებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მეტალის საგანზე კომპასით შენაფუთზე მასში მოთავსებული შპრიცით და სამ ცალ შპრიცზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟრული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს.
პაკეტში წარწერით: მწებავი ლენტები, პოლიეთილენის მცირე ზომის პარკები პლასტმასისა და ლითონის დეტალები, ხელსაწყოები და პოლიეთილენის პარკები, ამოღებული ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ მდებარე კარადიდან და აგრეთვე ერთი ცალი ხელთათმანი (-) მოთავსებულ:
საიზოლაციო ლენტების ორ შეკვრაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ბ.ს.
საიზოლაციო ლენტებზე მიკრული თმის ღერი ეკუთვნის ქ. ჩ-ეს.
ხელთათმანებზე, ორ ცალ შავი ფერის პოლიეთილენის პარკზე, ორ ცალ მონაცისფრო საიზოლაციო ლენტის ხვიაზე, მოლურჯო, მოთეთრო, მომწვანო და მოყვითალო-მომწვანო ზოლიანი საიზოლაციო ლენტის ხვიაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ. ბ.ს, მეორე წილი ეკუთვნის ქ. ჩ-ეს.
საკანცელარიო დანაზე ორ ცალ თეთრი ფერის თავსახურზე, მოთეთრო და გამჭირვალე საიზოლაციო ლენტების ხვიებზე, სამ ცალ მოყვითალო ფერის საიზოლაციო ლენტის ხვიაზე სათითაოდ შეფუთულ საიზოლაციო ლენტის ხვიებზე, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკებზე, მოყვითალო პარკში მოთავსებულ ცალკეულ თვითჩამკეტიან პარკებზე, თვითჩამკეტიანი პარკების ათ შეფუთვაზე, მაგნიტებზე, მონაცრისფრო პოლიმერული მასალის დეტალსა და თეთრი ფერის ღრუბლისებრ ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ.ს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ქ. ჩ-ეს.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მიერ ცრუ ჩვენებების მიცემის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამომძიებლებმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაცვის მხარის კითხვათა ნაწილზე მიუთითეს რომ არ ახსოვთ.
21.1. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომლები „იმ ხელისუფლების ორგანოს ნაწილი იყვნენ, რომელმაც დაიწყო მომჩივნის წინააღმდეგ საქმის წარმოება, მათ ჰქონდათ ინტერესი სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგების მიმართ“ ( Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no. 41674/10, par.52, ECtHR, 25/03/2021). იმავდროულად, ასევე ითვალისწინებს, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020წლი 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). შესაბამისად, პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 განჩინება).
21.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც – საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები დაიკითხნენ გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის დაკავებიდან დაახლოებით 7 თვის შემდეგ, ამასთან დაცვის მხარის მიერ დასმული კითხვების ძირითადი ნაწილის შესახებ ინფორმაციას შეიცავს როგორც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკის, ასევე ავტომობილის ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერები, პოლიციელთა ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებითაც.
22. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ არ მიეცა შესაძლებლობა ზ. ნ. (გამომძიებელი, რომელმაც გამოკითხვა პატაკის ავტორი დ. ვ.) და ლ. ყ. (რომელმაც გ. ბ.ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ) დაეკითხა მოწმის სახით, ვინაიდან, ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
22.1. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე არაერთხელ გაეცვალა კანონით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ზ. ნ. და ლ. ყ. მიეთითებინა დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში და დაესვა მათთვის სასურველი ყველა კითხვა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში კასატორის აღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა.
23. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღების მომზადებას ჯგუფურად. ვინაიდან, სასამართლო ითვალისწინებს, ქ. თ-ში, ც. დ-ის ქუჩა №--ში მდებარე ქ. ჩ-ისა და გ. ბ.ის დროებითი საცხოვრებელი სახლის მეპატრონის კ. მ-ას ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ქ. ჩ-ე და გ. ბ.ი მას გაეცნენ როგორც მეუღლეები და მათ მიაქირავა ბინა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი 12:48:05-12:48:25), სადაც შენახული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამასთან 2024 წლის 9 მარტს ერთად გადაადგილდებოდნენ გ. ბ.ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, რა დროსაც ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გ. ბ.ის მითითებით ქ. ჩ-ემ განათავსა ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა ასევე იმ ავტომობილიდან, რომლითაც გადაადგილდებოდნენ მსჯავრდებულები (მათ შორის მძღოლის გვერდით, მანქანის სალონის ქვედა ნაწილიდან), სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის - დასკვნას და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ისათვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების მათ მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა.
24. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 18,261-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების, ხოლო გ. ბ.ის მიერ ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
25. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ბ.ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ-ს მითითებას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან, გ. ბ.ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულ გ. ბ.ის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
25.1. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, რაც გულისხმობს მათ შორის იმ შემთხვევასაც, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება N 401აპ-25).
25.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას, იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
25.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“.
26. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
27. მსჯავრდებულების გ. ბ.ისა და ქ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენში.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილ – მცირე ზომის ნიჩაბთან, მეტალის საგანთან კომპასით, ორ ცალ ნიჩბის ტიპის საგანთან, ორ ცალ სასწორთან მიმართებით, არ არის დადგენილი, რომ მათ არ აქვთ ღირებულება, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ნაცვლად განადგურებისა, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ნივთების საპროცესო კონფისკაცია. თუმცა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სადავოდ არ გაუხდი ბრალდების მხარეს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა.
29. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
30. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
31. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ბ.ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ-სა და მსჯავრდებულ ქ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე