საქმე # 190100122006256970
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №492აპ-25 თბილისი
ა-ი ფ, 492აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
23. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განაჩენზე;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე